x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შამპანური - "სატანის სასმელი" თუ არისტოკრატების ღვინო?

განა ვინმეს წარმოუდგენია საახალწლო სუფრა შამპანურის გარეშე? - ეს შუშხუნა, მოთამაშე, მსუბუქი ღვინო, ურომლისოდაც არც ერთი დღესასწაული არ ჩაივლის, უკვე რამდენიმე ასწლეულია, ქალების (და არა მარტო ქალების) საყვარელ სასმელს წარმოადგენს. მარკიზა დე პომპადური ამტკიცებდა, რომ შამპანური ერთადერთი ღვინოა, რომელიც ქალს მშვენიერს ხდის. მსოფლიო მოდის მითად აღიარებული კოკო შანელი კი წერდა: «შამპანურს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვსვამ: როცა შეყვარებული ვარ და როცა არ ვარ შეყვარებული».




image




მოდით, გადავხედოთ ისტორიას და ვნახოთ, თუ როდის და როგორ შეიქმნა ეს ღვთაებრივი სასმელი და რატომ უწოდებდნენ მას თავდაპირველად "ეშმაკის ან სატანის ღვინოს"?




image



თავდაპირველად აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ტერმინი " შამპანური" შეიძლება ეწოდოს მხოლოდ საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში დამზადებულ ცქრიალა თეთრ ღვინოებს, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც ეს სახელი საზოგადო გახდა, რომელსაც თითქმის ყველა სახის გაზიან ღვინოს უწოდებენ, ეს სახელწოდება განსაკუთრრებით ფართოდ იყო გავრცელებული სსსრკ-ის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი შენიშვნა: ღვინოს მაშინ ეწოდება ცქრიალა, თუ ის გაჯერებულია ნახშირბადის დიოქსიდით ანუ CO2 -ით.
მაინც საიდან დაიწყო ცქრიალა, შუშხუნა ღვინოების წარმოება? - საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სახის ღვინოებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცნობდნენ. რა თქმა უნდა, მაშინ არავინ იცოდა, თუ როგორ შეიძლებოდა ხელოვნურად გაეხადათ ღვინო გაზიანი: მასში არსებულ აირის ბუშტუკებს ხან მთვარის ფაზებს აბრალებდნენ, ხან კი ღმერთების ანცობად თვლიდნენ. შუა საუკუნეებში ცქრიალა ღვინო უიმედოდ გაფუჭებულ პროდუქტად მიაჩნდათ, მას ხანდახან "სატანის ღვინოსაც'' კი უწოდებდნენ და აი, რატომ: ღვინოში შერეული გაზის ბუშტუკების წარმოშობის საიდუმლო ჯერ კიდევ არ იყო ამოხსნილი, სამაგიეროდ, სითხეში დაგროვილი წნევის გამო ხშირად ბოთლი სკდებოდა და ჯაჭვურ რეაქციას იწვევდა, რის შედეგადაც მარანში არსებული კოლექციის დიდი ნაწილი ნადგურდებოდა, რაც მეპატრონეს დიდ ზარალს აყენებდა. გარდა ამისა, ბოთლის გახეთქის დროს არც ისე იშვიათად ადამიანები ფიზიკურად ზიანდებოდნენ.
image
შედარებით მტკიცე და გამძლე ბოთლის გამოგონებამ შამპანური უსაფრთხო სასმლად აქცია; ბოთლის გახეთქისას ნატეხებით დაზიანების რისკი მინიმუმადე შემცირდა. მიუზლესა და მტკიცე მინის გამოგონებამდე კი ასეთი შემთხვევები იშვიათი არ იყო, უფრო მეტიც - უამრავი ადამიანი სახიჩრდებოდა გახეთქილი ბოთლის ნამსხვრევებით. ცნობისათვის: მიუზლე - სპეციალური მავთულია შამპანურის ბოთლის საცობის საიმედო ფიქსაციისათვის.
image
1662 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ქრისტოფერ მერეტმა გააკეთა მოხსენება, რომელშიც ახსნა, რომ ცქრიალა ღვინოში არსებული აიროვანი ბურთულები შაქრის დუღილის შედეგი და ქიმიური პროცესი იყო და მას უწმინდურ ძალებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ალკოჰოლის გაჯერება ნახშირბადის დიოქსიდით უკვე ადამიანის ჩარევით გახდა შესაძლებელი. დღეს ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ შამპანური თავიდანვე როდი იყო ცქრიალა: ასე ეწოდებოდა პინო ნუარის მჟავე ვარდისფერ ღვინოს, რომელსაც უპირატესად გლეხები აყენებდნენ. შამპანურის გაჩენა დაკავშირებულია შამპანის რეგიონის კლიმატურ თავისებურებებთან: დაბალი ტემპერატურის გამო ზამთარში ღვინის ფერმენტაცია (დუღილი) წყდებოდა, ხოლო გაზაფხულზე, დათბობასთან ერთად კვლავ განახლდებოდა და იწყებოდა მეორადი დუღილი.


1
256
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
256
  
2019, 5 იანვარი, 10:52
საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციაა
0 1 1