x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გავრცელებული ჭორები დიეტებზე-როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანმრთელად და როგორ დავიკლოთ(მოვიმატოთ) წონაში
image


დღეს მინდა გადმოგცეთ ჩემეული ხედვა ჯანმრთელ კვებასთან დაკავშირებით.


დავიწყებ იქიდან, რომ ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ბევრი ჩივის ზედმეტ წონას, მაგრამ ბევრმა არ იცის როგორ იკვებოს და როგორ იმოქმედოს, შედეგად იღებენ ნერვების დაზიანებას, კომპლექსის გაორმაგებას და ა.შ


მოკლედ ამ დარგში არ გახლავართ ექსპერტი, თუმცა ჩემი მუდმივი სპორტული ცხოვრება და წონის მომატება-კლება მუდმივად მაიძულებდა დამეცვა "დიეტა", გამევლო სწავლებები და ინტერნეტში მომეძია ინფორმაციები.მოკლედ დავიწყებ იქიდან თუ რა შეცდომებს უშვებენ წონაში კლების მსურველები:



1."6 საათის მერე არ ვჭამ"-მეგობრებო 6საათის მერე ჭამა აუცილებელია.სასურველია დღეში ჭამოთ ბევრჯერ და ცოტ-ცოტა.დილას რამდენი ნახშირწყალიც(ნახშირწყალი ეს ენერგიაა, არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ენერგია) არ უნდა ჭამოთ, დღის განმავლობაში მიღებული ნახშირწყალი არ გადაიქცევა ცხიმად.სასურველია დილას ჭამოთ გერკულესის ფაფა, მიირთვათ ჩაი-ჩაი გრძელვადიანი ენერგიაა, ყავას მოკლე ეფექტი აქვს.


2.მხოლოდ კვების რაციონის შემცირება-ეს შეცდომაა, მხოლოდ კვების რაციონის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ცილებისგან გამონთავისუფლება ცხიმი კი ადგილზე დარჩეს, ცილა ეს კუნთის მთავარი საზრდოა.


ყველაფერი უნდა მოხდეს შეხამებით, ვარჯიში, კვება, ძილი თუ გინდათ რომ შედეგი მივიღოთ.ვარჯიშში არ ვგულისხმობ პროფესიონალურ რაიმე განხრის სპორტს.პირველ რიგში დააკვირდით თქვენ სხეულს, ზოგი კვებასთან ერთად დიდ დროს უთმობს ვარჯიშს, ზოგიც მხოლოდ სიარულით შემოიფარგლება, ზოგიც აერობიკით და ა.შ

3.ღამე ჭამა-საღამოს არ უნდა მივიღოთ ნახშირწყლები, რადგან ის ენერგიაა და შესაბამისად საღამოს ჩვენ ამ ენერგიას ვერ გავხარჯავთ და ეს გადაიქცევა ცხიმად.მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ჭამოთ, საღამოს მიიღეთ ცილები დაძინებამდე დაახლოებით 3-4 საათით ადრე, დრო თქვენს სხეულზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად ინელებთ და ა.შ.ასევე არ მიირთვათ ყავა, თუმცა ჩემს შემთხვევაში სულ რომ 5 ფინჯანი მივირთვა მაინც არ მოქმედებს, ამით იმის თქმა მინდა რომ თქვენ სხეულს თქვენვე უნდა მოუსმინოთ.

4.როგორ გადავანაწილოთ კვება-როგორც უკვე აღვნიშნე დილას ნახშირწყლები, მეორე ჭამაზე შეგიძლიათ ცილა მიირთვათ, მესამეზე ნახშირწყლები და ა.შ ოღონდ საღამოს გამოვრიცხავთ ნახშირწყლებს ანუ ენერგიას.

ჭამეთ ეს აუცილებელია ორგანიზმისთვის, უბრალოდ არ ჭამოთ გადაძღომამდე.

ასევე არ ჭამოთ შერეულად მაგალითად ნახშირწყალი და ცილა, ანუ ქათმის ფილეს არ დააყოლოთ სიტყვაზე ვაშლი ან მსხალი, ბანანი შესაძლებელია, რადგან ის მეტ ცილას შეიცავს.

5.ყველაფერი შემწვარი შხამია- დიახ ყველაფერი შემწვარი შხამია და მათი მუდმივი მიღება ბერვ დაავადებებს იწვევს, თუმცა დამეთანხმებით ძალიან ძნელია მუდმივად მოხარშულების მირთმევა.ამიტომ რადგან ნერვები არ დაგიზიანდეთ, როდესაც მოგინდებათ ჭამეთ შემწვარიც და ზედ თუ მოგინდებათ დააყოლეთ გაზიანი სასმელიც, უბრალოდ ამას სისტემატიური სახე არ მისცეთ.


6.მხოლოდ ხილის მიღება-მინახავს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ხილს იღებენ და იკლებენ კიდეც და მშვენივრადაც გრძნობენ თავს, თუმცა ადამიანის ორგანიზმისთვის ზოგადად ცხოვლური ცილა აუცილებელია და ასევე მხოლოდ ხილის მიღება შესაძლებელია გარდაიქმნას ცხიმად, თუ მიღებული ენერგია არ გაიხარჯა.მე პირადად არ გამომიცდია, თუმცა არც თქვენ გირჩევდით.


7.წონის მომატება-ახალგაზრდებში გაგიკვირდებათ და არსებობს პრობლემა ზედმეტი სიგამხდრე.


წონის მომატებისთვის აუცილებელია ცილების გაზრდა.ბოდიბილდერები წონას კუნთის ხარჯზე იმატებენ, რაც ჩემთვის ასე ვთქვათ სასარგებლო არ არის, თუმცა კუნთის ხარჯზე მომატება სრულიად შესაძლებელია.ამისთვის სპეციალური პროგრამებიც არსებობს, ბაზისური პროგრამა წონის მომატებისთვის სრულიად საკმარისია და არ მოითხოვს ზედმეტ თავგანწირვას.თუმცა მე ყველას ვურჩევდი წონის ნელ-ნელა მატებას და ასევე წონის ნელ-ნელა კლებას, რამეთუ აღნიშნულს გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს, ვიდრე მაშინვე მოწყვეტით წონის მატებას ან კლებას.


თუ გვინდა რომ კუნთის ხარჯზე წონა მოვიმატოთ ნელ-ნელა და მათ შორის "სპორტული(მოქნილი) კუნთი" გვქონდეს, გამოიყენეთ ტურნიკი, ორძელი, აკეთეთ აზიდვები და ა.შ.თუმცა ამ ყველაფერს თავისი თანმიმდევრობა, წონა და რაოდენობა სჭირდება.


8.სიარული წონაში კლებისთვის-თუ ძალიან გეზარებათ ვარჯიში მე გირჩევდით წონაში კლებისთვის, საღამოს გასეირნებას თუნდაც 30წთ.......ჯანდაბას იყოს 15წთ, ეს თქვენს განწყობაზეც აისახება, რათქმაუნდა კვებასთან ერთად მეგობარო.

9.სირბილი-სირბილი ეს არამარტო წონის კლებისთვის, ზოგადად ჯანმრთელობისთვის საოცარი საშუალებაა, ის აუმჯობესებს განწყობას ეგრეთ წოდებულ "ბედნიერების ჰორმონს" გამოიმუშავებს, უფრო თავდაჯერებული ხდებით, ტვინი უფრო კარგად მუშაობს, დღე ენერგიულად იწყება.მოკლედ დაიწყეთ სირბილი და ამას თქვენს თავზე განიცდით.ზოგადად ვარჯიშს უნდა ქონდეს მუდმივი სახე, შიგადაშიგ რათქმაუნდა შესვენებები აუცილებელია, მაგრამ ამ შესვენებებმა თვეები არ უნდა გასტანოს და შემდეგ წლები.


მოკლედ მეგობრებო, ახლა ეს მომაფიქრდა იმ გამოცდილებიდან რაც დავაგროვე თუ რამე გამომრჩა ბოდიში მომითხოვია, ცოტა დავიღალე და მოდი შევაჯამოთ

ესეიგი თუ წონაში დაკლება გვინდა კვების რაციონის შემცირებასთან ერთად, ვვარჯიშობთ(არათავგანწირვით) და გვძინავს დროულად.


პურს, გაზიანებს, შემწვარს არ მივირთმევთ, პური ნელ-ნელა მოაკელით.


მივირთმევთ:კვერცხს, ქათმის ფილეს, ბანანს, სალათებს, გერკულესს, ხორცს, ყველს, ხაჭოს(უცხიმოო თუ გითხრეს "დაიკიდე"), რძეს, თაფლს და ა.შ ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ თუ რომელი საკვები რა რაოდენობით ცილას, ნახშირწყალს და ცხიმს შეიცავს.

არ ვჭამთ ნახშირწყლებს ღამით და ვჭამთ დაძინებამდე დაახლოებით 3-4საათით ადრე, თუ მაინც გშიათ ჭამეთ, მაგრამ კუჭი არ გადააძღოთ.

თუ დიეტის დროს ძალიან მოგვინდა რამე ან თუ ძალიან მოგვინდა გადაძღომა, ვჭამთ სასურველ საკვებს და გადავძღებით ბოლომდე ნუ შეიკავებთ თავს, ქართველები ვართ მაინც და ნერვებიც დამშვიდდება, თუმცა ეს დამარცხებას არ ნიშნავს, ისევ განაგრძეთ წინ სვლა.

რათქმაუნდა ვსვამთ წყალს(წყალზე გამომრჩა, ჭამის დროს არაა სასურველი წყლის დალევა, წყალი დალიეთ შუალედებში დაახლოებით 2ლიტრამდე დღეში, აუცილებლად დალიეთ უზმოზე 1ჭიქა მაინც ჭამამდე 30წთ-ით ადრე).

მოკლედ ახლა აქ დავასრულებ თუ გარანტირებულად მოგინდათ წონის დაკლება შეგიძლიათ შემეხმიანოთ.


პატივისცემით პროფესორი


0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0