x
კიმ ჩენ ინის საახალწლო "მუქარა" დონალდ ტრამპს

image

ახალი წლის დადგომასთან ერთად, მსოფლიოს ლიდერებმა საახალწლო მილოცვებიც გაავრცელეს, ამ მილოცვებში კი პოლიტიკური შინაარსი ჩადეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საახალწლო სიტყვა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის გამოიყენა, თუმცა დაიმუქრა კიდეც:

"თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს საკუთარ პირობას, რომელიც მსოფლიოს წინაშე დადო, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვექნება, გარდა იმისა, რომ ვეძებოთ ახალი გზა საკუთარი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად", - ასეთი იყო კიმ ჩენ ინის მუქარანარევი მოწოდება დონალდ
ტრამპისადმი.

ძნელი სათქმელია, რა ახალ გზას გულისხმობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაანადგურეს ფუნგიე-რის ბირთვული საცდელი პოლიგონი და სამხრეთ კორეასთანაც დაიწყეს მოლაპარაკებები, მათ ჯერ კიდევ რჩებათ სხვა პოლიგონები, მათ შორის, ბირთვული სამეცნიერო-საცდელი ცენტრი იონბიონში, სიდანაც კონტროლდება ბირთვული რეაქტორები. გარდა ამისა, ის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც გასულ წელს შეიმუშავა ჩრდილოეთ კორეამ ისევ მათ განკარგულებაში რჩება. ერთადერთი, რაც გასული წლის სინგაპურის სამიტის შემდეგ შეიცვალა არის ის, რომ საცდელი გასროლები აღარ ტარდება. წაიკითხეთ ვრცლად
0
471
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0