x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლომების პროფესიები და მათი თვისებები
image


ლომებს მიდრეკილება აქვთ ცხოვრების დრამატული აღქმისაკენ. ალბათ იმიტომ არის, რომ ამ თანავარსკვლავედში დაბადებულ ადამიანებში ასტროლოგები პოულობენ იმათ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება დაუკავშირეს სცენურ ხელოვნებას. ამ თანავარსკვლავედში დაბადებულთა შორის ბევრია მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი. ლომები კარგად ორიენტირებენ სიტუაციებში. მათ განსაკუთრებით კარგად გამოსდით ვიტრინების გაფორმება, მოდელირება და სამზარეულოს საქმე.



ლომებს იზიდავს დილეტანტური სამუშაო და ამიტომ, მიუხედავად მათი ნიჭისა და მძიმე შრომისა, ვერ აღწევენ დასახულ მიზანს. მათთვის აუცილებელია შეუთავსონ თავიანთი პროფესია პრაქტიკულ საქმიანობას. განსაკუთრებით ქალები, უპირატესობას ანიჭებენ სახლში მუშაობას. მაგრამ იმისთვის რომ მათ ყველაფრის გაკეთება მოასწრონ ოჯახურ ატმოსფეროში, მათთვის საჭიროა გრძნობდნენ გვერდით ისეთი ადამიანის, მეგობრის ყოფნას, რომელიც შთააგონებს მათ შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. მაგრამ მხოლოდ სახლის საქმე არასოდეს აკმაყოფილებს ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანის ამბიციას. ისინი ხედავენ თავიანთ მოწოდებას იმაში, რომ მართონ სახელმწიფო და არა მხოლოდ უბრალო ოჯახური საქმეებით იყვნენ დაკავებულნი.


ამ თანავარსკვლავედში დაბადებულებმა იციან გემო ნამდვილი ძალაუფლებისა და ამიტომაც ასეთი მოუთმენლობით იღწვიან დიდებისაკენ. ეს ადამიანები თავის ამბიციას იკმაყოფილებენ ადმინისტრაციულ მუშაობაში. უფროსად ყოფნა და სხვების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა ლომებისთვის უფრო მთავარია, ვიდრე საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა.


ამ ადამიანებში გარშემომყოფებზე „მეფობის“ სურვილს, შესანიშნავად ერწყმის გულუხვობა და დიდსულოვნება. მათ არ სჭირდებათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება ვინმეს წინაშე და როგორც წესი, ისინი ამაზე თავს არც არასოდეს იწუხებენ. მანერა ნებისმიერ სიტუაციაში თავი ღირსეულად დაიჭიროს, ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ლომისთვისაა დამახასიათებელი. ხოლო, თუკი თქვენ უპრეტენზიო, მორცხვი და ჩუმი ლომი შეგხვედრიათ ცხოვრებაში, სავარაუდოდ მას პირად რუკაში თევზების ან კირჩხიბის დიდი გავლენა ექნება, სხვა შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს უბრალოდ ვერავინ აიძულებს იმას, რომ მოკრძალებულად იჯდეს სადმე კუთხეში, მაშინ როცა გარშემომყოფთა თვალწინ, საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების შანსი ეძლევა.


image

0
142
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0