x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მოსკოვის ერთ-ერთი საშინელი ციხე, ბუტირკა ფეშენებლურ სასტუმროდ გადაკეთდება
image

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს დაკეტოს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშინელი ციხე ბუტირკა, რომელიც სავარაუდოდ ფეშენებლურ 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთდება.


როგორც სასჯელაღსრულების სამსახური იუწყება, ბუტირკას ნაცვლად აშენდება ახალი თანამედროვე 5 000 კაცზე გათვლილ იზოლატორი, სადაც გადაიყვანენ ორი ციხის-ბუტირკას და პრესნიას ამჟამინდელ პატიმრებს, ახალი, თანამედროვე სასჯელაღსრულების დაწესებულების აშენება დაგეგმილია 2020 წლისთვის.


შეგახსენებთ, ერთ -ერთი უძველესი უდიდესი და უსაშინელესი ციხე ბუტირკა ჯერ კიდევ 1771 წელს აშენდა ეკატერინე II-ის ბრძანებით, ერთ-ერთი პირველი ყველაზე ცნობილი ტუსაღი იყო გლეხთა წინამძღოლი და აჯანყების ხელმძღვანელი ემელიან პუგაჩოვი, რომელიც აქვე ბუტირკას ციხეში ჩამოახრჩვეს.


image

ამავე ციხეში სხვადასხვა პერიოდში იჯდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ რევოლუციონერი ლევ ტროცკი, პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი, მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი, მეცნიერი, რაკეტულ-კოსმოსური სისტემების კონსტრუქტორი სერგეი კოროლიოვი და სხვები.


ბოლო წლებში ცნობილი ადამიანებიდან ბუტირკაში მოიხადა სასჯელი მედიამაგნატმა, ახალი ამბების რესურსების NEWSru.com.-ის მფლობელმა ვლადიმერ გუსინსკიმ და ფეხბურთელებმა ალექსანდრე კოკორინმა და პავლე მამაევმა.

1
257
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
2019, 4 იანვარი, 18:22
მანდ იმდენი უარყოფითი ენერგია იქნება...
0 1 1