x
მეტი
  • 24.01.2019
  • სტატია:85138
  • ვიდეო:335268
  • სურათი:444079
საჩუქარი სიყვარულის დადასტურებაა

შობისთვის თითოეული მოქალაქე ასობით ევროს ხარჯავს. აქედან ნახევარი საშობაო საჩუქრებს ხმარდება. მავანი უკან არ იხევს, ოღონდ გამორჩეული საჩუქარი უყიდოს საყვარელ ადამიანს... მაგრამ არის ეს საშუალება, გამოხატო სიყვარული და აქეთაც მოითხოვო სამაგიერო?

image

ფლობერს თუ დავუჯერებთ, „საჩუქარი ვერ გამოხატავს ღირებულებებს“, ანუ, ფასი, რომელსაც საჩუქარში ვიხდით, არ შეესაბამება იმ დამოკიდებულებას, რომელიც საყვარელ ადამიანთან გვაკავშირებს.

image

ფილოსოფოს ალექსანდრ ჟოლიენის აზრით, ნაძვის ხის მახლობლად, უნდა ვიგრძნოთ უფრო ურთიერთობების, და არა საჩუქრების, მშვენიერება. საჩუქარი უნდა იყოს გულის სპონტანური და ბუნებრივი ამოძახილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთმანეთის წყალობით ვარსებობთ, რომ ყველანი ერთ ავანტიურაში ვმონაწილეობთ - ეს სიყვარულის ავანტიურაა.image

საჩუქრის არჩევისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად ისიამოვნებს ადრესატი შეთავაზებით. საჩუქარს არ უნდა ვუყუროთ, როგორც ინვესტიციას. ის უანგაროდ უნდა შევთავაზოთ საყვარელ ადამიანს. საჩუქარი ჩვენს მხარდაჭერას უნდა გამოხატავდეს - ეს არის მთავარი და არა ვიტრინები და რეკლამები. განასხვავეთ „ყიდვა“ და „სიამოვნების მინიჭება“! სადღესასწაულო საჩუქრის ბაფთის ქვეშ შეაცურეთ ბარათი. სმარტფონების ეპოქაში ეს იქნება რევოლუციური აქტი, სიტყვით გამოხატული სიყვარული, რომელსაც გრძნობ...



0
17
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0