x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ჩვენი ცხოვრების სამი ყველაზე კრიზისული პერიოდი
image

მეცნიერთა გუნდმა, ფსიქიატრიის პროფესორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის დილიპ ჯესტის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა, რომ ადამიანები თავს მარტოსულად გრძნობენ ცხოვრების სამ განსაზღვრულ ასაკში .

სტატისტიკის თანახმად, ასეთი განწყობა ცხოვრებისეული გარემოებებით არაა განპირობებული.


პირველი პერიოდი-28-29 წელი


image“ჩემთვის 28 წელი ის ასაკია, როცა საკუთარი უკვდავობის აღარ გჯერა. ის ასაკია, როცა შენი მხიარული, ალაგ-ალაგ დესტრუქციული ცხოვრების წესი უკვე თავს ამჟღავნებს.ის ასაკია, როცა ორგანიზმი საზღაურს ითხოვს მხიარული და უძილო ღამეებისთვის, მჯდომარე სამუშაოსთვის, შენი მავნე ჩვევებისთვის.ის ასაკია, როცა სერიოზულად იწყებ იმაზე ფიქრს, ხომ არ დაიწყო ჯანსაღი კვება, უარი თქვა ალკოჰოლზე, დაკავდე სპორტის რომელიმე სახეობით, მოტივაცია კი არა მოდური ტენდენცია, არამედ ის საშიში აზრია, რომ თუ ამას უახლოეს მომავალში არ გააკეთებ, შემდეგში უარესი მოხდება. 28-ეს ფიზიოლოგიური ახალგაზრდობის თავისებური დაისია."

ინტერნეტ-მომხმარებელი

რაც არ უნდა ნაღვლიანად ჟღერდეს, ეს ერთგვარი ასაკობრივი ტრამპლინია.28 წლისთვის ადამიანი გრძნობს, რომ თავისი ახალგაზრდობის დეკადის ბოლოს უახლოვდება. ჩნდება კითხვები:სწორად ვცხოვრობ? რატომ ვერ მივაღწიე აქამდე იმას, რაზეც ვოცნებობდი?იქნებ სადღაც სხვაგან გადავუხვიე? რა უნდა შევცვალო აუცილებლად? და ა.შ.

გეჩვენება, რომ ცხოვრება სადღაც შენს გვერდით მიდის, თუმცა, სინამდვილეში, ეს მხოლოდ დიდი ხნის მომწიფებული დასკვნების პერიოდია.


მეორე პერიოდი-50 წელი

image“თავდაცვის მრეწველობაში ვმუშაობდი. 25 წელში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი: ჯერ ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი, შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მთავარი კონსტრუქტორი. როცა სხვა პერიოდი დაიწყო, კერძო ფირმაში წავედი, სადაც მაშინვე ყველაზე უფროსი გავხდი, შესამჩნევად უფროსი. ყველა თქვენობით მომმართავდა, მე კი ყველას შენობით ველაპარაკებოდი. მძიმე პორტფელის წაღებაშიც კი ცდილობდნენ ჩემ დახმარებას. მოუსვენრობას ვგრძნობდი და ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო. 47 წლის ვიყავი. ჩემი თანამშრომლებისთვის ეს ძალიან ბევრი იყო."

ინტერნეტ-მომხმარებელი

50 წელი-ყველას წარმოდგენაში სოლიდური ასაკია.ამ ასაკისთვის ადამიანთა უმრავლესობას საბაზისო საზოგადოებრივი დავალებები შესრულებული აქვთ:პოულობენ საკუთარ თავს, აღწევენ ემოციურ სტაბილურობას, ქმნიან ოჯახს, აწყობენ სახლს, ამზადებენ შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, აღწევენ კარიერულ პიკს. რათქმაუნდა, ამასთან ერთად ჩნდება სხვა კითხვებიც:“და ახლა რა? როგორია შემდგომი მიზანი?"-ეს ისეთივე გარდაუვალია, როგორც ცხოვრების აზრის ძიების ხანმოკლე პერიოდი, რომელიც ახალი მიზნების მიღწევაში გვეხმარება.


მესამე პერიოდი-80 წელი

imageალბათ გსმენიათ ისეთი მოხუცების შესახებ, რომლებიც ფულს უკვე საკუთარი დაკრძალვისთვის აგროვებენ, ყიდულობენ ახალ სამოსს არა სტუმრად წასასვლელად, არამედ ისევ დაკრძალვისთვის. სამწუხაროდ, 80 წელი და მის შემდგომ პერიოდი უკვე იმ დროდაა მიჩნეული, როცა რაღაც მიზნისთვის მიღწეულია, რაღაცისთვის-არა, რაღაც-დავიწყებულია და გვრჩება მხოლოდ ის, რომ უკან მივიხედოთ და მოგონებებით დავტკბეთ. თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ ასაკშიც არ წყვეტენ აქტიურობას: აწარმოებენ ბლოგებს, ეუფლებიან ახალ პროფესიებს, მოგზაურობენ, მუშაობენ და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ცხოვრებაში ყველა კრიზისული პერიოდის გადალახვაა შესაძლებელი, 80 წლის ასაკშიც კი!image


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0