x
image
ალექსანდრე ლექსო
მილიონობით მნახველი. გამოქვეყნდა ფოტოსურათი, რომელმაც ინტერნეტში ფურორი მოახდინა

image

სუპერფოტოზე შეძლება გადაღების წერტილიდან ათასობით მეტრით დაშორებული ადამიანის სახის გარჩევა.
ჩინური კომპანიის მიერ გაკეთებულ სურათზე შანხაის ხედია 468 მეტრის სიმაღლის ტელეანძის ყველაზე მაღალი წერტილიდან გადაღებული. ფოტოსურათის შესაქმნელად გამოიყენეს ტექნოლოგია Jinkun Tech, ანუ Bigpixel Technology Vorporation.
ჩინელების მიღწევა ფანტასტიკურია – 195 გიგაპიქსელი. ერთი გიგაპიქსელი მილიარდი პიქსელია. შედარებისთვის, ჩვენი სმარტფონების კამერა საშუალოდ 12 მეგაპიქსელიანია (12 მილიონი პიქსელი).
სოციალურ ქსელებში სურათს უკვე 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ტექნიკურად სურათი 360 გრადუსიანი პანორამაა, მრავალი სურათისგან "შეკერილი" . სიდიდით აზიის რეგიონში პირველია, მსოფლიოში კი – მესამე.

0
477
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0