x
image
დოზა26
"მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში , 6 - ში ვბრუნდები და მზად ვარ ყველას ღიად და საჯაროდ ვესაუბრო" - რას პასუხობს ეკა ბესელია პარტიიდან მისი გარიცხვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას

image
2 იანვარს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება" 3 იანვარს სხდომას გამართავს. სხდომა პარტიის ოფისში გაიმართება და მას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები,

სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე „ფეისბუკში“ გია აბაშიძემ ასეთი შინაარსის სტატუსი გამაოქვეყნა: „ხვალიდან, "ნაპახმელიარზე", პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან"

ამ ფაქტთან დაკავშირებით ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა მითხრეს გია აბაშიძის სტატუსის თაობაზე ... ამას ბოდვაც აღარ ქვია... არ მინდა ვიფიქრო რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს( ასეთად არ ვიცნობდი) 2 დღის წინ გამაფრთხილეს შანტაჟისთვის ამზადებენ რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო… იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს ვერაფრით მივხვდი... არც ვიცნობ პირადად... ვერც შინაარსში შევდივარ იმდენად დიდი სისულელეა.... მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში, 6 - ში ვბრუნდები და ყველა ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული პირადად მზად ვარ ღია და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა, სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილი მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს.. მეღიმება მაინც… ეს რამ მოაფიქრათ”.image

0
233
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0