x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ანტარქტიდის იდუმალ ტბაში შეიძლება სიცოცხლის ახალი ფორმები გამოვლინდეს
image
საერთაშორისო პროექტის SALSA- ს მეცნიერთა ჯგუფმა მოახერხა მიეღწია საიდუმლოებით მოცულ ტბა მერსერთან, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდის ყინულის ქვეშ, დაახლოებით ერთ მეტრ კილომეტრის სიღრმეზე. - წერს პორტალი Gizmodo.

ექსპერტების აზრით, 140 კვადრატული კილომეტრიანი მიწისქვეშა წყლების შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, დედამიწის იზოლირებული ეკოსისტემის ბიოლოგიისა და ქიმიის შესასწავლად.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა შეძლეს მიღწევა ტბამდე მაღალწნევიანი საბურღი ტექნიკის და ცხელი წყლის გამოყენებით. ამ ეტაპზე ექსპერტები ამზადებენ აპარატურას წყლის სტრუქტურის დეტალური შესწავლისთვის.


image


ანალიზის ნიმუშების დეტალური შესწავლა სავარაუდოდ, წლების მანძილზე მოხდება, აღნიშნავს პორტალი. ამავე დროს, ექსპერტები აღიარებენ სიცოცხლის ფორმების გამოვლენის შესაძლებლობას, რომელთაც მზე არ უნახავს საუკუნეების განმავლობაში.

"ჩვენ არ ვიცით, რას ვიპოვით, ჩვენ მხოლოდ ვსწავლობთ, ეს კვლევა უკვე მეორედ გაკეთდა" - თქვა მონტანის უნივერსიტეტის მეცნიერმა ჯონ პრისკომ და პროექტ " SALSA-ის მთავარმა მკვლევარმა.

მისი თქმით, ტბა მერსერის კვლევა საშუალებას მისცემს მეცნიერებს შეავსონ მნიშვნელოვანი ხარვეზი ანტარქტიდის ისტორიის შესწავლაში.

1
224
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
224
  
2019, 2 იანვარი, 23:13
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1