x
image
პროფესორი
ბერიას პასუხი სომეხ ხანჯიანს ტერიტორიების სანაცვლოდ
image

ლავრენტი ბერია ერთი პერიოდი ამიერკავკასიის რესპუბლიკების ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა.. ბერია ამ პოსტზე ასე ვთქვათ ძალიან გაწონასწრებულად შეუდგა მუშაობას, ემოციებს არ ამჟღავნებდა და ყოველთვის მოქმედებდა გონივრულად..

ბერიას მოჩვენებითმა რბილმა ხასიათმა სომხეთის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის აგასი ხანჯიანის გონება ისე დაბინდა, რომ ეს ძველი და გამოცდილი ბოლშევიკი თავის უშუალო ხელმძღვანელს თბილისში ეახლა და ერთგულების და ლოიალურობის ნიშნად ძველი სპარსული ხალიჩა პირდაპირ კაბინეტში მიართვა..

1936 წლის 9 ივლისს სტუმარი ბერიას კაბინეტში სამი ხელქვეითის თანხლებით გამოცხადდა, რომლებმაც შეიტანეს ხალიჩა და შემდეგ სასტუმროში წავიდნენ. შეხედა რა ხალიჩას, ბერიამ ხანჯიანს ჰკითხა:


- რა არის ეს, სამ კაცსაც რომ გაუჭირდა მისი მოტანა?

- ეს, ძველი სპარსული ხალიჩაა და მთელი გულით გადმოგცათ სომეხმა ხალხმა, - უპასუხა ხანჯიანმა პირფერულად.

- ის ძალიან ძვირფასია, ალბათ ...

- მეგობრობა შეუფასებელია, ლავრენტი პავლეს ძევ - უთხრა ხანჯიანმა.

- თქვენ მართალი ბრძანდებით და ეს საჩუქარი, ჩვენი ხალხის მეგობრობის ნიშნად, სახელმწიფო მუზეუმში დაბინავდება, - მოკლედ უპასუხა ბერიამ სტუმარს.

შემდეგ საუბარი გაგრძელდა სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებზე.. ბერია მაშინვე მიხვდა, ხანჯიანი სერიოზული ლაპარაკისთვის რომ ემზადებოდა და სწორედ ამიტომ მიართვა მას ძვირფასი ხალიჩა. შუა საუბარში, ხანჯიანი უცებ შეეხო ტერიტორიების თემას და ბერიას სთხოვა, რომ სტალინთან ეშუამდგომლა რათა გადაეცათ სომხეთისთვის გარკვეული ტერიტორია:


- ლავრენტი პავლეს ძევ, ჩვენ, სომხებს, ძალიან ცოტა და უნაყოფო მიწები გვაქვს. ხალხის სახელით გთხოვთ, გახდით შუამავალი ამხანაგ სტალინთან, გადმოგვცეს ჯავახეთის მიწები, რათა უფრო ერთგულად და პროდუქტიულად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს..

ამ დროს კაბინეტში იმყოფებოდა აგრეთვე ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრი სერგო გოგლიძე (სპეცსამსახურების თანამშრომელი), რომელმაც დიდი ხნის შემდეგ ბერიას საქმეზე ჩვენების მიცემის დროს განაცხადა:

''ბერია საშინლად გაბრაზდა, გაწითლდა და განრისხებისგან აკანკალდა.. მან სომხურ ენაზე, რომელსაც მშვენივრად ფლობდა, ხანჯიანს დაუღრიალა:

- ქართული მიწები მოგინდა?

უეცრად საწერი მაგიდის ყუთიდან ამოიღო შავი ფერის რევოლვერი, ხანჯიანს დაუმიზნა და ორჯერ ესროლა თავში.. შემდეგ მოგვიტრიალდა და მშვიდად გვითხრა:

- შეახვიეთ გვამი თავის ხალიჩაში, გაიტანეთ ქალაქ გარეთ და გადააგდეთ სადმე ორმოში.


მე და ჩემმა ხელქვეითებმა ზუსტად შევასრულეთ მითითება და აგასი ხანჯიანის ხალიჩაში გახვეული გვამი სოღანლუღის მინდორზე ღრმა ორმოში ჩავაგდეთ...''

უკვალოდ გაქრა ხანჯიანის სამი თანხმლები პირიც. ისინი ხელმძღვანელს სასტუმროში ელოდებოდნენ და ყველანი ლიკვიდირებული იქნენ.

რამდენიმე დღეში სომხეთში ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს, რომელიც ამ თანამდებობაზე თვითონ ბერიამ წარადგინა, ხოლო ხანჯიანი ხალხის მტრად აღიარეს


image

1
2244
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
2244
  
2019, 5 იანვარი, 8:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1