x
image
გემი დალანდი
,,ბედის ირონია ანუ გაამოს"-რატომ გადაიღო რეჟისორმა ფილმის ორი ვერსია
იცით თუ არა, რომ ყველაზე ცნობილ საახალწლო ფილმის “ბედის ირონია ანუ გაამოს" ორი ვერსია არსებობს? სიუჟეტი ერთნაირია, ფინალი განსხვავებული არაა, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დაინტერესდით?

ამ სტატიაში ამ ფილმის და მისი ორი ვერსიის შესახებ მოგიყვებით. ფილმის შექმნა ჯერ კიდევ 1968 წელს დაიწყო, როცა რიაზანოვმა და ბრაგინსკიმ პიესა დაწერეს თეატრისთვის. ამ პიესაში მინიმუმი დეკორაცია და ძალიან ცოტა მოქმედი გმირები უნდა ყოფილიყო, რომ პროვინციის თეატრებს ეს პიესა აეტაცებინათ. პიესის სიუჟეტად რეალური ისტორია გამოიყენეს-ეს იყო ისტორია ადამიანზე, რომელმაც 31 დეკემბერს, აბანოს შემდეგ მეგობართან შეიარა. იქ სმას შეჰყვნენ და საბოლოოდ საბრალომ კიევის მატარებელში გაიღვიძა, საბარგო თაროზე, სადაც ის მეგობრებმა ჩასვეს.როცა ის სადგურზე გადმოვიდა, თან მხოლოდ პორტფელი, აბანოს ცოცხი და 15 კაპიკი ჰქონდა.imageამ კომედიამ ნამდვილად დაიპყრო პროვინციები.100-ზე მეტმა თეატრმა დადგა ეს პიესა. მოსკოვში კი ეს პიესა მხოლოდ ყრუმუნჯთათვის განკუთვნილ თეატრში დადგეს. პიესა შესაძლოა მხოლოდ თეატრებში დარჩენილიყო, რომ არა ერთი მოვლენა-1974 წელს ბრაგინსკის ინფარქტი დაემართა. ლიტერატურული დუეტი დაიშალა და რიაზანოვმა გადაწყვიტა სრულიად გადართულიყო კინოგადაღებებზე.

რა იყო საჭირო იმისთვის, რომ პიესა კინოსცენარად გადაკეთებულიყო?-დიალოგების მინიმუმამდე შემცირება და მოქმედების ადგილის გაზრდა მაქსიმალურად. ეს მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, რიაზანოვი მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში სიუჟეტი ძალიან წააგებდა. ფილმში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო არა ის რა ხდება, არამედ-როგორ ხდება. როგორ გადაიზრდება მთავარ გმირებს შორის წარმოშობილი გაუგებრობა სიყვარულში.

რიაზანოვი მიხვდა, რომ არც პიესის დაჭრა ივარგებდა და ორსერიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტა.imageთუმცა, “მოსფილმში" იდეა არ მოეწონათ. ორი სერია ახალ წელს გამომთვრალ ექიმზე? ვინ ნახავს ამ ფილმს?! გოსკინომ უარი უთხრა. რიაზანოვმა გადაწყვიტა გოსტელრადიოსთის მიემართა-ტელევიზიებს უყვარდათ მრავალსერიანი ფილმები. გოსტელრადიო და გოსკინო ერთმანეთის მეტოქეებად ითვლებოდნენ, ამიტომ, როცა გოსტელრადიოში გაიგეს, რომ გოსკინომ რიაზანოვს უარი უთხრა, თავად სიხარულით დათანხმდნენ.


გადაღებები 1975 წლის 6 მაისს დასრულდა, კიდევ რამდენიმე თვე კი მონტაჟს დასჭირდა. ფილმი პრემიერას ნახევარი წელი ელოდა. მისი ჩვენება საახალწლოდ გადაწყდა. ეს პერიოდი რიაზანოვისთის ძალიან მძიმე იყო. არსებობდა იმის რეალური საფრთხე, რომ ფილმს სამუდამოდ შემოდებდნენ თაროზე, მაგრამ 1976 წლის 1 იანვარს ფილმი მთელმა ქვეყანამ ნახა. საქებარი და აღფრთოვანების გამომხატველი წერილების და ტელეგრამების ზღვა არ წყდებოდა! იყო თხოვნებიც, რომ ფილმი კვლავ ეჩვენებინათ.imageგოსკინოში თმებს იგლეჯდნენ სინანულით-როგორ დაუთმეს ტელევიზიას ასეთი წარმატებული პროექტი! და მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება-გადაეღოთ ახალი ვერსია.

imageთუმცა ფილმი მაინც გაწელილი ეჩვენათ და რიაზანოვს მითითება მისცეს ფილმი გადაეკეთებინა. შედეგად, ახალი ვერსია 30 წთ-ით უფრო მოკლე გამოვიდა. ფილმიდან მულტიპლიკაციური სიუკეტები ამოჭრეს.

და ასევე ტიტრი ცნობილი შეცდომით:

imageამოჭრეს ორი სიმღერა «Никого не будет в доме»-დასაწყისში და «Со мною что-то происходит»-დასასრულში. ამ ვერსიაში არაა ასევე ლიფტის სცენა ძაღლთან ერთად.imageარაა ასევე მხიარული კამპანია ბაიანით

imageიპოლიტის სრიალიც ყინულზე:

imageნადიას სცენა ტაქსიში

imageამოჭრეს ასევე ნადიას დედის სცენები

imageდა საგრძნობლად შეამოკლეს ლუკაშინის დიალოგი დედასთან

imageდა რაც მთავარია, ძალიანაა შემოკლებული მთავარი გმირების დიალოგები, საერთოდ არაა ჟენია და იპოლიტის დიალოგი ქუჩაში.

imageმაგრამ დამატებულია რამდენიმე მომენტი-გალიას მოსვლა ცარიელ სახლში და ნადიას დაბრუნება სახლში ლენინგრადში გასეირნების შემდეგ.

მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს გარკვეული მომენტების გახმოვანებაა:ზოგიერთ მომენტში მთავარი გმირების ტექსტები შეცვალეს.

მაგალითად:

ვარიანტი 1.

ვარიანტი 2.

საბოლოოდ კი ის მოხდა, რისიც რიაზანოვს თავიდანვე ეშინოდა-კინოვერსიაში რიტმი დაირღვა, გმირების ბიოგრაფიები, ხასიათთა კონფლიქტები და სხვა-გაუხსნელი დარჩა.



1
457
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
457
  
2019, 2 იანვარი, 23:04
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1