x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ესპანეთში ახალი წლის ტრადიციას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა
imageესპანეთის ქალაქ ხიხონში ესპანურ საახალწლო ტრადიციას 3 წლის ბიჭუნას სიცოცხლე შეეწირა, ინფორმაციას Daily mail-ი ავრცელებს.


3 წლის ბიჭუნა მას შემდეგ დაიხრჩო, როდესაც ახალი წლის ღამეს 12 სხვადასხვა ჯიშის ყურძენი შეჭამა, ანუ როდესაც ტრადიციული ესპანური საახალწლო რიტუალი შეასრულა.

ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს ქალაქ ხიხონის საავადმყოფოში, ბიჭუნას ოჯახი ემიგრანტები არიან ეკვადორიდან, ექიმების ერთი საათიანი მცდელობა, გადაერჩინათ ბავშვი უშედეგოდ დამთავრდა.


ესპანური ტრადიციის მიხედვით ახალი წლის ღამეს, როგორც კი ჩამოკრავს თორმეტი საათი სწრაფად უნდა შეჭამო 12 სხვადასხვა სახეობის ყურძენი(ყოველ გონგზე ერთი სახეობა) და მომავალი წელი წარმატებული იქნება, ტრადიციულად ამ რიტუალში ბავშვები არ მონაწილეობენ, რადგან ბავშვის ორგანიზმი ძნელად ამუშავებს ყურძენს და ბლოკავს სასუნთქ გზებს, ექიმების რეკომენდაციით მცირეწლოვან ბავშვებზე ყურძნის მიცემა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მარცვლებს დავუჭყლიტავთ, ისიც მცირე რაოდენობით.


გაუგებარია, რატომ შეასრულებინა ბიჭუნას ეს რიტუალი ოჯახმა, ალბათ უცოდინრობის გამო.

0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0