x
პრემიერი-ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა და ეს ენერგია ახალგაზრდებშია
image


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და აცხადებს, რომ განათლება და ახალგაზრდობა იქნება 2019 წელს მთავრობის უპირობო პრიორიტეტი.


„ჩვენ გვინდა პროგრესი და წინსვლა, ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი.


მინდა, მივულოცო ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი და ვუთხრა, რომ განათლება იქნება მომავალ 2019 წელს ჩვენი უპირობო პრიორიტეტი.



განათლებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ინოვაციები ჩააყენებს საქართველოს განვითარებული და ევროპული ქვეყნების რიგში, იქ, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს.


კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებების და წინსვლის წელიწადი იქნება ყველასთვის! გილოცავთ“-ნათქვამია პრემიერის საახალწლო მილოცვაში.

1
19
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
19
  
2019, 2 იანვარი, 22:44
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1