x
image
Lerato
Mediator image
წიგნის მოყვარულმა თავისი ბიბლიოთეკა ხელოვნებად აქცია, რაც ინსტაგრამზე მის 120 ათას მიმდევარს ძალიან მოეწონა

:image


საუკეთესო წიგნებს შეუძლია ჩვენი წარმოსახვა გააღვივოს და ჯეიმს ტრევინოს შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი კრეატიულობაც კი. 24 წლის ბიჭმა სახელი იმით გაითქვა, რომ საკუთარი წიგნების კოლექციის დახმარებით წარმოადგინა რთული ლიტერატურული სცენები. თვითგამოცხადებულმა "ბუქსტაგრამერმა", ტრვინომ, 120 ათასი ადამიანის ყურადღება მიიქცია ინსაგრამზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა მისი უჩვეულო შემოქმედების გამო. (რომელიც, ამას გარდა, თვალისთვის საკმაოდ მარტივი აღსაქმელია).


წიგნის მოყვარულმა ყმაწვილმა განაცხადა: "თავდაპირველად იმ წიგნების სურათებს ვპოსტავდი, რასაც ვკითხულობდი. დროთა განმავლობაში ფოტოები ჟანრობრივად უფრო კომპლექსური გახდა, რომელზეც გავლენას უმეტესად პოპ კულტურა, ნაწილობრივ კი ინსტაგრამზე ნანახი ფოტოები ახდენდა. თითოეული სცენის შექმნა მთელ პროცესს გადის, " - ხსნის ჯეიმსი, - "თავდაპირველად აზრთა ჭიდილი გვაქვს ჩემს კარგ მეგობარ ელიზაბეტთან ერთად. შემდეგ მე და ლიზი ვცდილობთ შევთანხმდეთ და ჩვენი ხედვები ერთმანეთთან ისე ახლოს მოვიტანოთ, როგორც შესაძლებელია. თუ კონცეფცია მეტისმეტად დიდი აღმოჩნდება ერთი ჩარჩოსთვის, ჩვენ ორი ან მეტი ფოტოს კომბინირებას ვახდენთ."

მართალია, ლიტერატურული თემები მრავალფეროვანია მის გვერდზე, ტრევინო უპირატესობას ორ წიგნს ანიჭებს: ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი" და ჯ.რ.რ. ტოლკინის "სილმარილიონი". ტრევინო დაახლოებით 1100 წიგნს იყენებს და ნამდვილად არ აპირებს შეჩერებას.

როგორც მან A&D გაუმხილა, ამჟამად მისი ეს საქმიანობა მხოლოდ ჰობია და უბრალოდ დინებას მიჰყვება, "ის ფაქტი, რომ მის გატაცებას ამდენად პოზიტიური რეაგირება მოჰყვა, ცოტათი გადაჭარბებულია, თუმცა, ამავდროულად გულის ამაჩუყებელიც." გადაავლეთ თვალი ქვემოთ მოცემულ ნამუშევრებს. დაინტერესების შემთხვევაში, ესტუმრეთ ჯეიმს ტრავინოს სოციალურ გვერდს, სადაც ის ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს თავის მიმდევრებთან ფილოსოფიურ თემებზე დიალოგის წარმართვა.


1.

image

2.

image

3.

image4.

image5.

image6.

image7.

image8.

image9.

image10.

image11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image20.

image21.

image22.

image23.

image24.

image25.

image26.

image27.

image28.

image29.

image30.

image31.

image32.

image33.

image34.

image35.

image36.

image37.

image38.

image39.

image40.

image41.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა – 50 საოცარი იდეა. სასარგებლო რჩევები ახალი წლის წვეულებისთვის


50 კრეატიული თარო წიგნებისთვის


როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა – 50 საოცარი იდეა. სასარგებლო რჩევები ახალი წლის წვეულებისთვის


კედლის დეკორაციის 60 საოცრად ორიგინალური იდეა


80 საოცრად ორიგინალური ბუხარი


თექისგან დამზადებული 100 ულამაზესი ნივთი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


თოკით დამზადებული და გაფორმებული საოცრად ორიგინალური ნივთები – 75 კრეატიული იდეა



0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0