x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდის ველის ცივილიზაცია ბევრად ძველი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვინმე წარმოიდგენდა
ინდის ველის ცივილიზაცია ბევრად ძველი აღმოჩნდა,  ვიდრე აქამდე ვინმე წარმოიდგენდა


ინდის ველის ცივილიზაცია გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე ეგვიპტის ან მესოპოტამიის ცივილიზაცია. ძველმა ინდურმა ცივილიზაციამ, რომელიც თანამედროვე ინდოეთის, პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის ტერიტორიაზე არსებობდა ბოლოს მაინც კოლაფსი განიცადა. რამ გამოიწვია ეს, ჯერ კიდევ დაუდგენელია. ზოგიერთი მეცნიერი ამის მიზეზად კლიმატურ ცვლილებებს ასახელებს, ზოგიერთი კი სუბკონტინენტზე ჩრდილოეთიდან არიელების შეჭრას ან ორივე ფაქტორს ერთდროულად.


ამ ცივილიზაციამ აყვავება ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-60 საუკუნეში დაიწყო, ხოლო დაახლოებით ძვ.წ. 1500 წლისთვის დაეცა. 2016 წელს ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურისა და არქეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი მონაცემები მიიღეს, რომელთა მიხედვითაც ინდური ცივილიზაცია დროში წინ უსწრებს ეგვიპტისა და მესოპოტამიის ცივილიზაციებს.


ინდის ველის ცივილიზაცია



ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე აღმოჩენილი კერამიკული ნაკეთობების და ცხოველთა ნარჩენების რადიონახშირბადული და ოპტიკური დათარიღების მეთოდებით დადგინდა, რომ ჰარაპას ცივილიზაცია ჯერ კიდევ 8000 წლის წინ არსებობდა. აქამდე კი მიიჩნეოდა, რომ ის დაახლოებით ძვ.წ. 3300 წელს წარმოიშვა.


კერამიკისა და მეტალის ნაკეთობები აშკარად მიუთითებს, რომ მაშინდელ ინდოელ ხელოსნებს სპილენძთან, ბრინჯაოსთან, ტყვიასა და კალასთან მუშაობა კარგად შეეძლოთ, ასევე შეეძლოთ თიხის ჭურჭლის გამოწვა, წყლის მიწოდება და გატარება, ჰქონდათ კარგად მოწესრიგებული კანალიზაციის სისტემა. მათ ჰქონდათ ასევე სამშენებლო მასალის, კერძოდ აგურის საწარმოო სტანდარტი. მთელი ცივილიზაციის მასშტაბით ერთი ზომის და ერთი ყალიბის აგურები მზადდებოდა. ეს ცივილიზაციის ფარგლებში ერთიან წარმოების სტანდარტს ნიშნავს და დიდ ინტეგრაციასა და განვითარებაზე მეტყველებს კიდევ ერთხელ.


ინდის ველის ცივილიზაცია ძვ.წ. მე-60 საუკუნის გამოდგა


ანტიკური ეპოქა იცნობს ეგვიპტესა და მესოპოტამიის ცივილიზაციებს, მაგრამ ინდის ცივილიზაციას შედარებით ნაკლებად, თუმცა ის გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ეს ორი. ამის მიუხედავად ის სრულებით იყო დავიწყებული 1920 წლამდე. ძველეგვიპტურსა და შუმერულთან შედარებით, ინდის ველის ცივილიზაციას გაცლებით დიდი ტერიტორია ეკავა და მოსახლეობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 5 მილიონი. ამ ცივილიზაციის ცენტრი იყო ორი მთავარი ქალაქი - მოჰენჯო დარო და ჰარაპა. ეს ქალაქები მხოლოდ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გაითხარა.


ქალაქ ჰარაპას კარიბჭე. რეკონსტრუქცია


მშრალი კლიმატის დადგომამდე ინდის ველის ცივილიზაციის შემოქმედი დრავიდები მსხვილმარცვლოვან კულტურებს აშენებდნენ. იქ კარგად იყო განვითარებული მიწათმოქმედება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ინდის ველის ცივილიზაციის კოლაფსის მიზეზი ჰიმალაის მთების მყინვარებით კვებულ მდინარეებში წყლის შემცირება და მუსონები გახდა. ამან მდინარეთა დინება შეცვალა. მდინარეებზე კი ტერიტორიათა მთელი აგრარული სისტემა იყო დამოკიდებული. მეურნეობის წარმოება სულ უფრო რისკიანი ხდებოდა. მოსახლეობის მიგრაცია მუსონების კვალდაკვალ მუდმივად გრძელდებოდა და საბოლოოდ წვრილ კომუნებად დაქუცმაცდა. ცოტა ხნის განმავლობაში დრავიდებმა გვალვიან კლიმატთან ადაპტირებაც მოახერხეს და დაიწყეს ფეტვის და ბრინჯის მოყვანა, ამის გამო დაიწყო დეურბანიზაციის პროცესი ქალაქებში გაიზარდა სოფლის მოსახლეობის წილი, სოფლები კი ხალხისგან იცლებოდა. საბოლოოდ ამდენად დიდმა გადმოსახლებამ ქალაქში გადამეტსახლება, სტენოხორია გამოიწვია და ცივილიზაცია ნელ-ნელა ბუნებრივად დაეცა.


ინდის ველის ცივილიზაციამ შექმნა თავისი დამწერლობა, რომელიც დღემდე მკვლევართა დიდი შრომის და მონდომების მიუხედავად, არაა გაშიფრული. ამ დამწერლობის შექმნის და დავიწყების თარიღებად მიიჩნევა ძვ.წ. 3500 - 1900 წლები.


ინდის ველის დამწერლობა

ინდის ველის დამწერლობა



დრავიდები


დრავიდები დღეს სამხრეთ ინდოეთში მცხოვრები დრავიდულ ენებზე მოსაუბრე ხალხები არიან. დრავიდებს მიეკუთვნებიან ტელუგუ, ტამილები, მალაილი, კანადა, ტულუ, აგრეთვე მცირერიცხოვანი ეთნოსები, რომელბსაც დღემდე შემონახული აქვთ გვაროვნულ-ტომობრივი წყობა და უპირატესად მთიან და ტყით დაფარულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ცენტრალური ინდოეთის დრავიდებს წარმოადგენენ ორაონები და კურუქები, კანდჰები და გონდები. დრავიდულ ენებზე ლაპარკობენ ასევე პაკისტანის განაპირა რაიონებში მცხოვრები ხალხი ბრაჰუი.


დრავიდების განსახლება დღეს


დრავიდთა უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია, შედარებით მცირე ნაწილი კი ქრისტიანობის და ისლამის. ვარაუდობენ, რომ დრავიდები წარმოადგენდნენ ინდოეთის უძველეს მოსახლეობას, წინაარიულ პერიოდში. მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით ჰარაპას და მოჰენჯო დაროს - ინდის ველის ცივილიზაცია ჯერ კიდევ 8000 წლის წინ - ძვ.წ. მე-60 საუკუნეში შექმნილი იყო დრავიდების მიერ. დრავიდებმა სამხრეთ ინდოეთში შემდგომში შექმნეს თავიანთი სახელმწიფოები (ანდჰრა, ჰანდია, ჩოლა, ჩერა). განვითარების პროცესში მათ შექმნეს მაღალი კულტურა.


დრავიდი მეფე-ღმერთი მოჰენჯო-დაროდან


XVII-XVIII საუკუნეებში ინგლისელმა კოლონიზატორებმა ხელთ იგდეს დრავიდების განსახლების რაიონები, დაიწყეს მათი მიწების და დრავიდული ეთნოსების განსახლების ტერიტორიების გადანაწილება და დაქუცმაცება. ინდოეთის გათავისუფლების შემდეგ, პოსტკოლონიურ პერიოდში, სხვა მსხვილი ხალხების მსგავსად, დრავიდებიც მოითხოვდნენ თავიანთი ეთნოგრაფიული ტერიტორიების ცალკე შტატებად გამოყოფას. შტატების საზღვრები საბოლოოდ 1956 წელს დადგინდა. (იხ. წყარო: dailymail.co.uk)



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
339
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
339
  
2019, 2 იანვარი, 23:04
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1