x
ემიგრანტის დღიურიდან

image
უკვე ახალიწლის მეორე დღეა და როგორც ყოველთვის, ვწერ ჩემს ერთ კიდევ ემიგრანტობის დღეს. უფროს ფული ვთხოვე. გაახარებს ღმერთი, როგორც კი უთხარი გადასაგზავნად მინადთქო მაშინვე მომიტანა. დედამისთანაც დარჩა და წავედი ბანკში. იქ იმდენი ჩემსავით სამსახურიდან გამოქცეული ქალი იყო, ბევრი ვეხვერწე ყველას, მაგრამ არავინ გამატარა, სანამ ჩემი რიგი არ მოვიდა. მეუბნებოდნენ: რა ვქნა ქალბატონო, მეც მიტირის ბებია ლოგინშიო: რა გზა მქონდა დაველოდე ჩემს რიგს და გადავაგზავნე ფული. ამოვისუნთქე ცოტა. ისინი რომ არიან "მაძღრები" სახლში მეც კარგად ვგრძნობ თავს. მოვედი სამსახურში. დაურეკე ჩემ რძალს და ჩავაწერინე კოდი, სიტყვის დასრულება არ დამაცადა გამითიშა. მინდოდა კიდე რაღაც მეთქვა, მარა სად მომისმინა ფული აქვს ახლა და რა ჯანდაბად უნდოდა ჩემთან ლაპარაკი. ბაზრიდან მოსულმა კი იკადრა და მანახა ნაყიდები. უყიდია გოჭი, ინდაური, ვითომ ქორწილი ქონდეს იმდენი რამ, რა ენაღვლებათ ჩემი სიმწრით ნაშოვი ფული, მარა არ დავეძებ კარგად იყვენ და... საღამოს ფოტოები გადაუღო გაკეთებულ საჭმელებს და გადმომიგზავნა, შეხედე დედა რა გავაკეთეო. დაელოცოს მარჯვენი კეთება კი იცის კარგი. ეხ კი დამწყდა გული. ნეტავ მეც ვიყო თქვენთანქო უთხარი. რა გინდა დედა აქანე დაქცეულია ქვეყანაო მიპასუხა. ხო მართალია მე რომ იქ ვიყო სად ექნებოდათ ასეთი სუფრა საახალწლოდ. ამიტომ არ სურთ რომ დავბრუნდე უკან. ვიქეცი ფულის მანქანად და ესაა ჩემი ცხოვრება. თორმეტი შესრულდა საქართველოში, ვის გავახსენდი ისევ მე დავრეკე უკვე გაშლილ სუფრასთან ისხდა ყველა. ვთხოვე ჩამირთეთ თვალი შეგხედავთქო და ახლა არ გვცალია ვქეიფობთ და ფოტოებს გადავიღებთ გამოგიგზავნითო. კარგი რა გაეწყობამეთქი გაუთიშე. დავჯექი და ვიტირე.ჩამწყდა გული. ვტირი და ვტირი, არც ვინმე მყავს გეყოს ახლა ნუ ტირი ამდენოს რომ მითხრას. ისევ მე შემოუძახე საკუთარ თავს და გავჩუმდი. ჩავიხედე სარკეში და ვესაუბრე ჩემ თავს. ასეა ხო ასე. რაც მეტ პასუხისმგებლობას აიღებ საკუთარ თავზე, უფრო მეტს მოგთხოვენ. ქალი რომ ხარ და დედა, დატკბი იმით რაც გარგუნა უფალმა და გაზარდე შვილები. იმყოფინე ის რასაც მოგიტანს ქმარი. არ გარბოდა უწინ ჩვენი წინაპრები სხვა ქვეყანაში საშოვარზე, მარა კი ზრდიდნენ ბავშვებს. ახლა ყველა გაქცევით ნახულობს გამოსავალს და მეც ასე მოვიქეცი. ამდგარიყო და ჩემი ქმარი წასულიყო, მე ვყოფილიყავი სახლში ჩემ შვილებთან, მარა მე წავლათქო უთხარი, მე უფრო შევძლებ საქმის გაძღოლასთქო და აგერ უკვე ათი წელია კი ვაგდივარ აქ. ველაპარაკები ასე ჩემ თავს და გაისმა მესენჯერში წკაპ წკაპ. ვიფიქრე ფოტოები გადმომიგზვნენთქო და მივვარდი უცებ. გავხსენი და კი ვნახე შვილების, შვილიშვილების, ქმირს და სუფრი ფოტოები გადმოუგზავნიათ. მადლობა ღმერთსთქო გავიფიქრე, კიდე კარგი ესეც რომ არ დამამადლეს და მანახესთქო. ვათვალიერებ ფოტოებს და ვტირივარ, მაშინვე ავტვვირთე ფეისბუქზე ნახოს ხალხმა რავარი კაო ოჯახი მყავსთქო. არ გასულა ხუთი წუთი და მირეკავს ჩემი გოგო. წაშალე დედა მაგ ფოტოები არ ვარ კარგადო. ღმერთო ჩემო!!! რომელ ფოტოში არ ვარგხარ გოგო ანგელოზივით ხარ ყველაშითქო, მარა გეიგონა? შემოვიდა და თვითო წაშალა ყველა. ასეა ხო ასეეეე. რაც მეტს დახრი თავს მეტს გაგიბედავენ. საკუთარი თავის ფასი დავკარგეთ ქართველმა დედებმა. დავივიწყეთ ჩვენი მეობა და ოჯახის გამო ყველაფერზე უარი ვთქვით. მადლიერიც არავინ გვყავს თორე ჯანდაბას, ბოლოს იმას გვეტყვიან რა გამიკეთე და ვინ შეგეხვერწა რომ წადიო. ასაკი მემატება ვბერდები და ვერ ვიგემე ის სიხარული და სიტკბო რასაც ოჯახი ქვია, ასე შორიდან უკვე ათი წელი მივჩერებივარ ჩემ ოჯახს და ვტკბები ამით. ვხარობ მათი სიხარულით და ვარ. აბა ჩემი უკვე კარგა ხანი დაკარგული მაქვს.... უფალს ვთხოვ იქ დარჩენილებს ცოტა მეტი პატივისცემა ესწავლოთ ჩვენთვის, დაეფასებინოთ ჩვენი შორმა. ჩვენ კი ვზიდავთ ამ ტვირთს რაც გვარგუნა განგებამ და ოდესმე ჩვენც დავბრუნდებით ჩვენს ოჯახებში.

1
66
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
66
  
2019, 1 იანვარი, 22:30
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1