x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კახეთის გუბერნატორმა 2018 წელი ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შეაფასა
image


კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან 2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.


ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე მხარის რწმუნებულისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს. მედიასთან შეხვედრის დროს, ირაკლი ქადაგიშვილმა შეაფასა 2018 წელი, ვრცლად ისაუბრა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, კახეთის რეგიონში ეკონომიკის ძირითადი დარგების: სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებზე.


ირაკლი ქადაგიშვილი: „2018 წელი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. განსაკუთრებით ეს ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რაც გაითვალისწინა ხელისუფლებამ და მმართველმა გუნდმა. კახეთში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.ეკონომიკური კუთხით ის ყველაზე მზარდი რეგიონია, თუმცა, ეს ფაქტორი მოსახლეობის კეთილგანწყობაზე პირდაპირპროპორციულად არ აისახება. გასაგებია, მოსახლეობა გაიზარდა, გაიზარდა მათი მოთხოვნებიც... ამიტომ, ვფიქრობთ, არჩეული პირების მიერ მეტი კომუნიკაციაა საჭირო“.



ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა ჩაშლილ ტენდერებზე და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე. როგორც მან აღნიშნა, შეიქმნება კომპანია, რომელიც კომპეტენტური პირებით იქნება დაკომპლექტებული და უხარისხო სამუშაოების შესრულებას აღარ დაუშვებს.


„კახეთის რეგიონს 47 მილიონ ლარზე აქვს მოთხოვნა გაგზავნილი, ამას ემატება მუნიციპალიტეტების გაზრდილი ბიუჯეტებიც. ანუ, ფული არის, ახლა საუბარია ამ ფულის ეფექტურ და ხარისხიან ხარჯვაზე. ამიტომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. ამიერიდან, კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებულ კომპანიას დაიქირავებს ყველა მუნიციპალიტეტი, რომელიც შეადგენს განსახორციელებელი სამუშაოს პროექტს და შემდეგ მის განხორციელებასაც გააკონტროლებს. ვფიქრობთ, ეს კომპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას. მოგეხსენებათ, აქამდე დამკვეთიც მუნიციპალიტეტი იყო და ჩაბარებასაც მუნიციპალიტეტი აწარმოებდა. ამიტომ, ფული იხარჯებოდა, მაგრამ შედეგი არ დგებოდა“- განაცხადა გუბერნატორმა.


image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0