x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დედოფლისწყაროში 3 წლის ბიჭი მაღალი სიცხეებით გარდაიცვალა
image


დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში წიკლაურების ოჯახში მაღალი ტემპერატურით 3 წლის ბიჭი გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტი მათთან არ წოლილა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევზია ავრცელებს.


დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ღორის გრიპის დიაგნოზს გამორიცხავენ. მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი ამბობს, რომ ბავშვი შშმ პირია და ხშირად ავადმყოფობდა.


„ბოლოს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მაღალი სიცხით მიმართა, თუმცა აქედან თბილისში გადაამისამართეს. მას შემდეგ მისი კვლევებისა თუ გარდაცვალების შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. H1N1 ვირუსი რომ ყოფილიყო, თბილისიდან აუცილებლად გვაცნობებდნენ და ღონისძიებებს გავატარებდით, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ასეთი დიაგნოზი რომ დასმულიყო, თუნდაც ჩვენთან არ ემკურნალა, მაინც გვაცნობებდნენ. ყველა ადგილობრივ ექიმს ვესაუბრე, ვისაც პაციენტთან შეხება ჰქონია. ბავშვის ორგანიზმი ისედაც დასუსტებული იყო, პერიოდულად ხშირად აკითხავდა საავადმყოფოს, მაგრამ მისი მდგომარეობა იმდენად გართულებული იყო და იმდენად ბევრი რამ აწუხებდა, ადგილობრივი ექიმები საკუთარ თავზე ვერ იღებდნენ და თბილისში უშვებდნენ., “ - აღნიშნავს ლალი ალადაშვილი.



გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს ბოლო ხანს მაღალი ტემპერატურა და ვირუსი ჰქონდა. ისინი არ აკონკრეტებენ რა სახის ვირუსია და იყო თუ არა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი H1N1 შტამი, რომელიც „ღორის გრიპის“ სახელითაა ცნობილი. დამატებით დეტალებზე მათ მედიასთან საუბარი არ სურთ.

0
209
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0