x
მეტი
  • 24.03.2019
  • სტატია:87763
  • ვიდეო:338079
  • სურათი:449273
იყიდება "ნახმარი" ქმარი 18 ევროდ

image

ასეთი უცნაური განცხადება გამოაქვეყნა უმსხვილეს ონ-ლაინ მაღაზიაში 40 წლის გერმანელმა ქალმა, იუწყება Daily mail-ი.



ქალმა ჰამბურგიდან, რომლის ნიკიცაა Dorte L, 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქმარი eBay-ზე გასაყიდად გამოიტანა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქალს ყელში ამოუვიდა ქმრის გამუდმებით ნეგატიური შეხედულებები ცხოვრებაზე, ამიტომ eBay-ზე გადაწყვიტა ქმრის 16 ფუნტად(18 ევრო) გაყიდვა. ქალმა დაუგზავნა ელექტრონული წერილები იმ ქალებს, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებული იყვნენ და აღიარა, რომ სურს ქმართან დაშორება:

"ძვირფასო ქალებო, შობის პირველსავე დღეებიდანვე მივხვდი, რომ ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილნი. მზად ვარ, უარი ვთქვა ჩემს ქმარზე. ფასზე მოლაპარაკება შეიძლება, თუმცა არანაირი გადაცვლა. დამიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე“ - აღნიშნა ქალმა.


აღსანიშნავია, რომ ქმარმა არაფერი იცოდა ამის შესახებ იმ დრომდე, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა განცხადება ადგილობრივ გაზეთში.


"განცხადებას ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი პოზიტიური პასუხი მივიღე. ეს მხოლოდ სახალისოდ გავაკეთე, დრამის გამოწვევა არ მსურდა", -დასძინა ქალმა.


1
406
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
1 იანვარი, 22:26
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1