x
image
პროფესორი
რა ვერ გამოაპარა ბერიამ სტალინს?
image

მოსკოვში "ქართული კულტურის დღეების" გენერალურ რეპეტიციას ბერია დაესწრო, სცენაზე ქართულ კაბებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილი 9 „შავი ყვავი“ გამოჩნდა. ბერია წამოხტა და დაიყვირა – როგორ მოგაფიქრდათ ბელადის წინაშე, ქართველი ქალები ასეთი სახით წარგედგინათო! მათ თავი იმართლეს.
ამოიღო ბერიამ კალამი და ფურცელზე ცხრა ქალის გვარი დაწერა, უბრძანა – ესენი მომგვარეთ სასწრაფოდო. მართლაც მოიყვანეს ყველანი. ბერიამ ჰკითხა სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა თუ იცითო. ორმა უპასუხა კიო, დანარჩენებმა კი მორცხვად დახარეს თავი. გამწარდა ბერია, ადიუტანტს გადაულაპარაკა:



"იშ დიდა ფხოდ(მეგრულად შეგინებას ნიშნავს), ეტყობა ბუნება სილამაზით რომ გაჯილდოებს ადამიანს, სხვა რამეს გართმევსო."


ამ ქალებს დააზეპირებინეს სიმღერის ტექსტი, ჩონგურზე დაკვრა და გაუშვეს მოსკოვში.

ვერავინ მიხვდა რა ჩაიფიქრა ბერიამ.




მოსკოვში, დიდ თეატრში, დიდი ბელადის წინაშე, აიხადა ფარდა და ულამაზესი ქალები გამოგოგმანდნენ.
სცენის შუაგულში ქართული ჭირნახულით დახუნძლული დიდი ქვევრშემოდგმული კახური ურემი იდგა. ქვევრში დები შუშხიაშვილები ისხდნენ, შიგნით გაყვანილი მიკროფონებით. მოკლედ, ისინი მღეროდნენ და სცენაზე ლამაზმანები პირს აღებდნენ. სიმღერის დასრულებისთანავე ტაშის გრიალი ატყდა. სტალინმა შეაქო ბერია, უთხრა ბანკეტისთვის ეს მომღერლები ჩამომიყვანეო, ბერიას სახე შეეცვალა, სტალინმა მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

ნუ ღელავ ლავრენტი, ქვევრი უკვე კრემლშიაო
ასე ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა კავშირში პირველ ფონოგრამას.


"საქართველოს არქივი"


image

4
1107
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1107
  
2019, 1 იანვარი, 22:21
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 31 დეკემბერი, 19:38
ტეხავს გიყვარდეს ტირანი, რომელმაც დაანგრია შენი ქვეყნის მომავალი...
2018, 31 დეკემბერი, 19:23
უყვართ და რა ქნან)
2018, 31 დეკემბერი, 19:00
სამარცხვინოა ინტერნეტ სივრცეში ქართული გვერდის არსებობა სახელით-იოსებ სტალინი...
0 1 4