x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღეები-პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა
image


1993 წლის დეკემბერში დევნილ ზვიად გამსახურდიას სულ უფრო უძნელდებოდა მიმალვა სამთავრობო რაზმებისგან, თუმცა წინადადებაზე დაბრუნებულიყო ჩეჩნეთში, უარზე იყო, სამეგრელოს მთებში გადაადგილებისას, სიცივემ, წამლების და სანიტარული პირობების უქონლობამ უარყოფითად იმოქმედა პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და მის თანმხლებ პირებზე, როგორც პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი იხსენებს, დეკემბრის შუა რიცხვებში ისინი იმყოფებოდნენ სოფელ ჯიხაშკარში, შემდეგ კი ბოლოს რამდენიმე დღე დაჰყვეს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა.



ძველი ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში იმყოფებოდა სულ 7 ადამიანი, მასპინძელი მეუღლით და შვილით, ზვიადი, გუგუშვილი და პრეზიდენტის ორი პირადი მცველი.-რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე.

image



1993 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მეორე სართულზე ეძინათ ერთ ოთახში, ხოლო მეზობელ ოთახში პირად დაცვას, როგორც გუგუშვული იხსენებს 00: 30 წუთზე გააღვიძა გასროლის ხმამ და გვერდით დაინახა გამსახურდია, რომელსაც საფეთქლიდან სისხლი მოსდიოდა, ხოლო ხელში პისტოლეტი ეჭირა.


გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი ოფიციალურად 5 იანვარს გახდა ცნობილი, თუმცა იმ პერიოდში ბევრს არ ეჯერა, რომ გამსახურდია გარდაიცვალა, სანამ მისი ნეშტი ოფიციალურად არ იპოვეს 15 თებერვალს.



სახლის პატრონის განცხადებით პრეზიდენტმა თავი მოიკლა, ამასვე ამტკიცებს დღემდე პრემიერი ბესარიონ გუგუშვილი:

" მე რომ ზვიად გამსახურდიასკენ მივიხედე, პისტოლეტის ლულიდან ჯერ კიდევ ბოლი ამოდიოდა. მეტიც, ჩვენ რომ ზვიად გამსახურდიას მივუახლოვდით, ლოგინის მეორე მხრიდან, მიცვალებულის სხეული ჯერ კიდევ მოძრაობდასავით, აი, სპაზმი, რომ ნელ ნელა დუნდება. სწორედ, ამიტომ იყო, რომ რობინზონი ეცა და ხელიდან გამოგლიჯა პისტოლეტი, იმიტომ, რომ იმას შეეშენდა, რომ ის კიდევ გაისროდა."



გამსახურდიას დაცვის უფროსი რობინზონ მარგველანი და დაცვის წევრი ბაჩუკი გვანცელაძეც დარწმუნებულნი არიან, რომ ეს თვითმკველობა იყო.

თუმცა გამასახურდიას სიკვდილიდან ცოტა ხანში ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ გამსახურდია მოკლეს.



2009 წელს დაიწყო საპარლამენტო გამოძიება, რა დროსაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ გამოთქვა მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია-მოწამვლა, მისი თქმით გამსახურდია სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში უარს ამბობდა ჭამაზე, სვამდა მხოლოდ ჩაის და უჩიოდა მუცლის ძლიერ ტკივილებს.


ამასვე ადასტურებს გუგუშვილი, მისი თქმით გამსახურდიას ჰქონდა მუცლის ტკივილი და გაუვალობა, აგრეთვე აწუხებდა პროსტატიტი, თუმცა ოყნაზე უარი განაცხადა.



2018 წლის მარტში რუსთავი -2-ის ეთერში გამსახურდიას პირადი მცველი ბადრი გოგელაშვილი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის ახალ ვერსიაზე ალაპარაკდა. ბადრი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში უკვე მოკლული მიიყვანეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.თუმცა საიდან იცის ეს ბადრიმ უცნობია, რადგან იგი ამ დროს გროზნოში იმყოფებოდა და პირადად არ მოსწრებია ამ ფაქტს.


საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ამონარიდი ჟურნალ „ზავტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში:


" სახელმწიფო მეთაურს მოვახსენე, ზვიად გამსახურდია ალყაში მყავს-მეთქი. მან თქვა: ზვიად გამსახურდია მე ცოცხალი არ მჭირდებაო. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ზვიადი მოკლეს, მის მკვლელობაში თანხა იყო გადახდილი და, რაც მთავარია, შემსრულებლები, რომლებმაც ამის შესახებ იციან, მზად არიან ჩვენება მისცენ გამოძიებას… ავთო იოსელიანმა, მახსოვს, გააკეთა განცხადება, ჩვენ ვაკონტროლებთ მის გარემოცვას და გარემოცვის გარემოცვასო… ვინ გაისროლა, ეს უკვე დეტალია, მაგრამ პირველი გარემოცვის გარეშე ის ამას ვერ გააკეთებდა“.





2009 წლის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც სათავეში ედგა ექს-პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კოკო გამსახურდია, ორთვიანი კვლევის შემდეგ, როემლიც 8 ტომს შეიცავდა ვერც დაადასტურა და ვერც უარყო თვითმკვლელობა ან მკვლელობა.


2011 წლის იანვარში დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაასკვნა, რომ ეს იყო მკვლელობა, 2015 წელს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით.

ძიება დღესაც გრძელდება, როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, "გამოძიება წინ არ წასულა"


2018 წლის 3 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ძველ ხიბულაში კარლო ღურწკაიას სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ თავის სიციცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


image

2018 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას საქმეს ხანდაზმულობა გასდიოდა, რას იმას ნიშნავდა, რომ საქმე საბოლოოდ დაიხურებოდა, რის გამოც პრეზიდენტის ვაჟებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა გამოაცხადეს მოთხოვნით, გაგრძელდეს გამოძიება.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მიმართა თხოვნით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაიზარდოს.


სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით აუცილებელია, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება გაგრძელდეს.

"გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია სასამართლო სამედიცინო ქიმიური ან სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ასევე დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეიძლება დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიებას არ აქვს უტყუარად დადგენილი, რომ საქმეში არსებლი ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ის ის იარაღია, რომლითაც განხორციელდა გასროლა ზვიად გამსახურდიას მიმართ, “- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


ამის გარდა დღეისთვის დაკარგულია უამრავი ნივთმტკიცება, (იარაღი? ბოლომდე დაუდგენელი), მასრა, ტყვია, თეთრეული და სხვა, რაც დაეხმარებოდა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში.

2
219
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
219
  
2018, 31 დეკემბერი, 21:57
კომენტარი დამალულია, შეიცავს უცენზურო სიტყვებს, სპამს ან არის არათემატური. გამოჩენა
2018, 31 დეკემბერი, 16:11
ძურაბიშვილი დანიშნეს პრეზიდენტად????? აი ყოჩააააღ
0 1 2