x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლეგენდა სიმართლე აღმოჩნდა - 1200 წლის წინ ჩაძირული უმდიდრესი ქალაქი ჰერაკლიონი
ლეგენდა სიმართლე აღმოჩნდა - 1200 წლის წინ ჩაძირული უმდიდრესი ქალაქი ჰერაკლიონი


ძველი ეგვიპტის დაკარგული ქალაქი, ჰერაკლიონი (Heracleion) და მისი ლეგენდარული პორტი ზღვაში 1200 წლის წინ ჩაიძირა. შემდეგ კი ჰერაკლიონი თანდათანობით გაქრა ადამიანთა მეხსიერებიდან. მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ რამდენიმე უძველესი ტექსტის შესწავლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამის მიუხედავად ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქის არსებობას ეჭვქვეშ დიდი ხნის განმავლობაში აყენებდნენ.


ლეგენდა სიმართლე აღმოჩნდა - 1200 წლის წინ ჩაძირული უმდიდრესი ქალაქი ჰერაკლიონი


ფიქრობდნენ, რომ ჰერაკლიონი, რომლის გასაოცარი სიმდიდრის შესახებაც ჰეროდოტე წერდა და რომელიც მშვენიერმა ელენემ და უფლისწულმა პარისმა მოინახულეს, მხოლოდ ლეგენდა იყო. თუმცა გაირკვა, რომ ის ნამდვილად არსებობდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში მოპოვებული მასალების საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს აღედგინათ სურათი - როგორ ცხოვრობდა ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალიშვილი ფარაონთა ეპოქაში.



ლეგენდა სიმართლე აღმოჩნდა - 1200 წლის წინ ჩაძირული უმდიდრესი ქალაქი ჰერაკლიონი


მკვლევარებმა ზღვის ფსკერზე თიხისა და ქვიშის სქელი ფენის მიღმა 64-ზე მეტი გემის სასაფლაო, ოქროს მონეტები, ბრინჯაოს სასწორები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ქალაქში ვაჭრობა დუღდა.


მეცნიერებმა ამონის ლეგენდარულ ტაძარსაც მიაგნეს, სადაც კლეოპატრას ეგვიპტის მბრძანებლის ტიტულის ტარების უფლება მიანიჭეს.

მიაკვლიეს და ფსკერიდან დღის სინათლეზე ამოიტანეს გიგანტური, 5, 4-მეტრიანი ქანდაკება და ძაღლის ასეულობით პატარა წითელი სტატუა, სარკოფაგები, ქვის სტელები, ბერძნული და ძველეგვიპტური წარწერებით.


ლეგენდა სიმართლე აღმოჩნდა - 1200 წლის წინ ჩაძირული უმდიდრესი ქალაქი ჰერაკლიონი


ხმელთაშუა ზღვაში 1200 წლის წინ ჩაძირული ჰერაკლიონის ხელახლა აღმოჩენა არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის საზღვაოსთან ერთად საბაჟო და სავაჭრო ცენტრსაც წარმოადგენდა. საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სავაჭრო გზები ხმელთაშუა ზღვის გავლით ეგვიპტისკენ სწორედ ჰერაკლიონზე გადიოდა.


ლეგენდა სიმართლე აღმოჩნდა - 1200 წლის წინ ჩაძირული უმდიდრესი ქალაქი ჰერაკლიონი


თუმცა რჩება კიდევ ერთი კითხვა, საერთოდ რატომ ჩაიძირა ეს ქალაქი? როგორც მეცნიერების ერთი ნაწილი ამბობს შესაძლოა ეს მომხდარიყო, მინიმუმ ძვ.წ. XII საუკუნეში დაარსებულ ქალაქში არსებული ზედმეტად ბევრი და დიდი წონის შენობის გამო, რომელიც იმ ნიადაგზე არ იყო გათვალისწინებული და მომხდარმა მიწისძვრამ მეტად დააჩქარა ჩაძირვის პროცესი, რაც ახ.წ. IX საუკუნეში მისი ჩაძირვით დასრულდა.


(წყარო: ჟურნალი "ისტორიანი" და "Telegraph")


განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1776
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1776
  
2021, 29 იანვარი, 5:46
ამ ქალაქს ახლა 7.6 მეტრის სიღრმის წყალი ფარავს და დღევანდელი სანაპიროდან 7 კილომეტრითაა მოშორებული. ნაპირიდან დაშორების მანძილის სიდიდის უკეთ წარმოდგენისთვის საჭიროა აღინიშნოს, რომ სანაპიროზე მდგარი ადამიანი როცა ზღვას გაჰყურებს, მისი თვალთახედვის ჰორიზონტი ზღვის სიღრმეში სანაპიროდან მხოლოდ 4.8 კილომეტრზე წვდება.
0 1 1