x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რაინდები ველოსიპედებზე - სინამდვილეში როდის გამოიგონეს ველოსიპედი?
რაინდები ველოსიპედებზე - სინამდვილეში როდის გამოიგონეს ველოსიპედი?


აღმოჩენამ, რომელიც რიჩარდ ლომგულის ციხესიმაგრის გათხრებისას 2008 წელს გაკეთდა, ექსპედიციის წევრი ბრიტანელი არქეოლოგები გააოცა. მიკვლეული და სიფრთხილით ამოღებული ფრაგმენტების მიწისა და მრავალსაუკუნოვანი მტვრისგან გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე რაინდის ველოსიპედთან გვქონდა. მიწა მას თითქმის 9 საუკუნის განმავლობაში ფარავდა.


ჯონ უილიამსი, ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი: "მართლაც უჩვეულო აღმოჩენაა. ველოსიპედი XII საუკუნეში? დამეთანხმებით, ეს რთულად დასაჯერებელია. თუმცა სამარხის გათხრებმა მის ასაკთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გააქარწყლა".


რაინდები ველოსიპედებზე - სინამდვილეში როდის გამოიგონეს ველოსიპედი?



როგორც ირკვევა, ველოსიპედი, რომელიც რაინდს სამარხში ჩაატანეს, სპეციალურად დაამუშავეს გამდნარი ცვილით, რამაც კოროზიის პროცესს ხელი შეუშალა. უცნაური არტეფაქტი ბრისტოლის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა საფრანგეთში, შატო-გაილარდის (Chateau Gaillard - ითარგმნება როგორც "ძლიერი ციხე-სიმაგრე") ციხესთან ჯერ კიდევ 2008 წელს იპოვეს. XII საუკუნეში რიჩარდ ლომგულის ფრანგულ რეზიდენციასთან სამარხში, ცხენის ჩონჩხთან ერთად, აღმოაჩინეს უცნაური კონსტრუქციის საგანი, რომელიც ველოსიპედს უფრო ჰგავდა, ვიდრე რაინდის რაიმე ატრიბუტს. მას შემდეგ სამეცნიერო დისკუსიები არ ჩამცხრალა.


XII საუკუნის ველოსიპედი შატო გაილარდში


რამდენიმე წლის წინ დასრულებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მართლაც ველოსიპედია. იგი ლითონის ნაწილებისგანაა დამზადებული და ჯაჭვური გადაცემაც აქვს მთავარი ბორბლის დასატრიალებლად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მექანიზებული საგანი დაფიქსირებულია XIII საუკუნის რაინდულ ქრონიკებშიც, კერძოდ კი "რომაელთა საქმეებში", სადაც საიდუმლო ორდენის (მზისა და მთვარის ორდენი) წევრები ველოსიპედებზე სხედან. ხელნაწერი 1230-1240 წლებში ლათინურ ენაზეა შედგენილი და შუა საუკუნეების ლეგენდების კრებულს წარმოადგენს.


რაინდი ველოსიპედზე XIII საუკუნის ხელნაწერში


(წყარო: ჟურნალი "ისტორიანი" და Livejournal)



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე



1
349
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
349
  
2018, 31 დეკემბერი, 22:02
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1