x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ბრიტანელებმა ცხოველთა მოშინაურება ჯერ კიდევ 6000 წლის წინ დაიწყეს
ბრიტანელებმა ცხოველთა მოშინაურება ჯერ კიდევ 6000 წლის წინ დაიწყეს


დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადამიანთა ძვლების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ძველი ბრიტანელები ნანადირევსა და ზღვის პროდუქტებს, რძის ნაწარმს არჩევდნენ.

ძვ.წ. 4600 წელს ბრიტანელები სამონადირეო მეურნეობას მისდევდნენ და ირემს, გარეულ ღორს, ასევე ზღვის პროდუქტებს მიირთმევდნენ. თუმცა ბრისტოლისა და კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კუნძულებზე ცხოველთა მოშინაურება უკვე 6000 წლის წინ, ძვ.წ. მე-40 საუკუნეში დაიწყეს. მათი მოშინაურებიდან მალევე კი, ბრიტანელებმა ნადირობას და თევზაობას უკლეს. თევზეულმა მათ მენიუში პოზიციები მხოლოდ ვიკინგების მოსვლის შემდეგ დაიბრუნა.


ამ დასკვნამდე მეცნიერები ძვლების მილიონამდე ფრაგმენტის და ფერმერთა ათასამდე ქოთნის გამოკვლევის შემდეგ მივიდნენ. ადრეული პერიოდის ფერმერთა ქოთნების ანალიზისას გაირკვა, რომ ზღვის პროდუქტებისა და თევზის საკვებად მოხმარება უკვე იმ დროს შემცირებული გახლდათ.



"ჩვენ გვიყვარს თავის მოწონება, რომ თევზისა და ზღვის პროდუქტების მოყვარული ერი ვართ და ეს ჩვენი ეროვნული საკვებია. თუმცა ირკვევა, რომ ძველი ბრიტანელი ფერმერები ძროხის, ცხვრის ხორცს და რძის პროდუქტებს ანიჭებდნენ უპირატესობას." - ამბობს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეკ მულვაილი.


ბრისტოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ლექტორი, დოქტორი ლუსი ქრამფი ამბობს: "კვლევებმა მოგვცა მკაფიო სურათი, რომ ნეოლითის პერიოდის ფერმერთა რაციონში ზღვის პროდუქტები მეტად მცირე იყო. უჩვეულოა, მაგრამ ქვაბებში ზღვის პროდუქტები მხოლოდ ვიკინგების მოსვლის შემდეგ გამოჩნდა და ჩვენი რაციონის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა."

(წყარო ჟურნალი "ისტორიანი" და times-series.co.uk.)



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
51
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0