x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ დაგვაკლდა გასულ წელს? 2018 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
მიიწურა 2018 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვინ დააკლდა გასულ წელს ქართულ საზოგადოებას.





გია მაისაშვილი-ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი.გარდაიცვალა 26 თებერვალს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 55 წლის ასაკში.

image



ზურაბ ვადაჭკორია- ქართველი ილუზიონისტი, ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბისა და ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი, გარდაიცვალა1 მარტს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში.


image



ლილი შავერზაშვილი-კომპოზიტორი, პედაგოგი, 1965–1967წწ. მუშაობდა საქართველოს რადიოს მუსიკალურ რედაქტორად; 1967 წლიდან იყო მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; დაწერილი აქვს: ვოკალურ–სიმფონიური ციკლი(1968, ოთხ ნაწილად, ვაჟა–ფშაველას ტექსტზე) მეცო–სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოები "დიალოგი"(1972, ხალხურ ტექსტზე)ხმის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, სავიოლინო სონატა, Allegro ორკესტრისათვის, რომანსები, სიმღერები, ინსტრუმენტული პიესები; 1973 წელს დაასრულა ვოკალური ციკლი "მთების სიმღერა" და "მუსიკა ორკესტრისათვის"(სამ ნაწილად).გარდაიცვალა 20 მარტს 77 წლის ასაკში.

image



ლეილა აბაშიძე-კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.50-60-იანი წლების მეგავარსკვლავი, საქართველოს დამსახურებული არტისიტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, გარდაიცვალა 8 აპრილს 88 წლის ასაკში.

image



ნინო ხურციძე-მოჭადრაკე.საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 1993) და კაცთა შორის (1998). ევროპის ჩემპიონი (1992), ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1993, 95) 20-წლამდელთა შორის. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე (2000) და მესამე (1998) პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1994, 1996 — გუნდური, 1998 — პირადი). მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004) და ზონალური ტურნირების მონაწილე (1993, 1996).გარდაიცვალა 22 აპრილს 42 წლის, იგი მძიმე სენით იყო დაავადებული.

image



ბაადურ წულაძე-მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1968), ბათუმის საპატიო მოქალაქე, გარდაიცვალა 13 მაისს 83 წლის ასაკში.

image




გიო ხუციშვილი- მომღერალი და მსახიობი. გარდაიცვალა 11 ივნისს, 56 წლის ასაკში მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ.

image




პავლე ჩარკვიანი-რეჟისორი და სცენარისტი, გარდაიცვალა 27 მაისს 83 წლის ასაკში.ცნობილი ფილმებით:"ზოგი ჭირი მარგებელია", ივანიკა და სიმონიკა" "როცა დედები შინ არ არიან" და სხვა.

image



ვახტანგ ბალავაძე-მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ-ს ხუთგზის ჩემპიონი, ბუქარესტის ახალგაზრდობის 1 მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი, უამრავი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს, ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).უამრავი ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, გარდაიცვალა 25 ივლისს 91 წლის ასაკში.

image



ზუზუ ბეჟაშვილი-ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, მოულოდნელად გარდაიცვალა 17 აგვისტოს 42 წლის ასაკში.

image



თამაზ ჭილაძე-მწერალი, პოეტი და დრამატურგი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1957-2018), საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.გარდაიცვალა 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში.

image


იური ჩიქოვანი-მოჭადრაკე საჭადრაკო თეორეტიკოსი, გენეალოგი და ფილოლოგი, თბილისის 4-გზის და საქართველოს 1976 წლის ჩემპიონი ვაჟებში, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. მისი მოსწავლეები იყვნენ მოჭადრაკეები: მაია ჩიბურდანიძე, ნინო გურიელი და ზურაბ აზმაიფარაშვილი;

გენეალოგიური მკვლევარი, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი და მთავარი გენეალოგი, 2004 წლიდან — საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის წევრი. ქართული საგვარეულოების და გენეალოგიის შესახებ 9 წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.გარდაიცვალა 12 ნოემბერს 80 წლის ასაკში.

image



ამირან შალიკაშვილი-ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი, რეჟისორი. პანტომიმის სახელმწიფო თეატრის პიონერი, შემდგომ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი, აგრეთვე ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი.გარდაიცვალა 24 ნოემბერს 79 წლის ასაკში.

image


ნიკა რურუა-იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი . იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.გარდაიცვალა 4 დეკემბერს 50 წლის ასაკში.

image

იხილეთ აგრეთვე:


2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები


image

2016 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები



2015 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

2
2557
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2557
  
2019, 1 იანვარი, 3:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 დეკემბერი, 21:56
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 2