x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ჰამზიჩმა "ჩიხურა" დატოვა

image

საქართველოს ჩემპიონატი გამორჩეულმა ფეხბურთელმა დატოვა. გასული სეზონი ბოლო აღმოჩნდა საჩხერის "ჩიხურაში" დინო ჰამზიჩისთვის. ბოსნიელი მეკარე წლების განმავლობაში დამაჯერებლად იცავდა იმერელთა კარს, მაგრამ ეს საგა უკვე დასრულებულია.

ჰამზიჩი ეროვნულ ლიგაში უდავოდ საუკეთესო მეკარე და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" გუნდის ლიდერები ნელ-ნელა ტოვებენ (გაბედავას წასვლა თითქმის გადაწყვეტილია). ასე, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება რათა კვლავ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბონ.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0