x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჩემს მეხუთე პირველებს
image

როდესაც ჩემი წასვლის შესახებ გაიგეთ, უკვე ის დრო იყო, შეგუება და დარდი ერთად რომ დაიწყეთ.ერთ-ერთმა თქვენგანმა მითხრა: მიდიხართ და "ანდერძი" მაინც დაგვიტოვეთო.პირდაპირი მნიშვნელობით ეს მკითხველისთვის შეიძლება არ ნიშნავდეს იმას, რაც მაშინ ამაში თქვენ იგულისხმეთ, თუმცა მე ძალიან კარგად მივხვდი რა გინდოდა ჩემთვის ამით გეთქვა!

ჰო და ვეცდები ახლა თქვენი თხოვნა შევასრულო.

მე ვცდილობდი შენი ყოველი დილა ღიმილით დაწყებულიყო და მინდოდა წვრილმანებში გეპოვა ბედნიერება.


შენ ჩემთვის არ იყავი ოცი ბავშვიდან ნებისმიერი, სულ ერთი ან რომელიმე მათგანი.შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ და ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენში რაღაც ძალიან ძვირფასი და ღირებულია.მიეცი ადამინებს იმის საშუალება, რომ ეს დაინახონ!

მე ვუარყოფდი ჩარჩოებს, შეზღუდვებს, დასჯას და ყოველივე მსგავს ქმედებას, რადგან მინდოდა ლაღი, ბედნიერი და მხიარული ყოფილიყავი და ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რასაც ბავშვობა ჰქვია კიდევ უფრო ფერადი, მრავალფეროვანი ყოფილიყო შენთვის.

მინდოდა დაგენახა შენივე თვალით და აღმოგეჩინა, რომ სამყარო სავსეა მოულოდნელობებით და ეს კარგია თუ ცუდი უნდა მიიღო, როგორც ახალი გამოწვევა.

როცა ბრაზდებოდი არ გიქმნიდი ილუზიებს და გეუბნებოდი რომ რასაც გასცემ ყოველთვის უკან იმას ვერ მიიღებ, გიხსნიდი, რომ არავის აქვს ვალდებულება შენს მიმართ.ამას უკეთ მიხვდები როდესაც გაიზრდები და "ჰარი ბრაუნის" წერილს წაიკითხავ რომელსაც შვილს წერს.

მე შენ მიგიღე ისეთი, როგორიც ხარ.მე არ მქონდა შენზე გადაჭარბებული მოლოდინები და ყოველ ნაბიჯზე არ მიცრუვდებოდა იმედი, იმის გამო რომ შენ რაღაც ვერ შეძელი, პირიქით.მე ყოველ შენს ნაბიჯს აღვიქვამდი დიდ ტრამპლინად, რომელიც შენ გადალახე.

მე შენ იმაზე მეტს არ გეხმარებოდი, არ გიცავდი, მიმართულებას არ გაძლებდი ვიდრე საჭირო იყო, მინდოდა დამოუკიდებლობა გესწავლა და ხელჩაკიდებული არ მეტარებინე, რადგან ოდესღაც მოგიწევდა გზის მარტო გაგრძელება.ამით მე შანსს წაგართმევდი თვითმყოფადი ყოფილიყავი.ეს ადამიანის ფსიქიკის ძირითადი პრინციპია.თვითმყოფადობა ყალიბდება, როდესაც ხედავ შენი ქმედებები განსაზღვრავენ შედეგებს და არა სხვისი ქმედებები შენი სახელით.შენ თავისუფალი უნდა იყო და ეს დიდი პასუხისმგებლობაა!

ჩემთვის მნიშვნელოვანია იცოდე, რომ შენ ღირებული ხარ იმის გამო, რომ შენი პიროვნებაა ღირებული, ის თუ რას გრძნობ და რას განიცდი და არა ის თუ რა ნიშანი მიიღე და რამდენი მედალი გაქვს.ეს მხოლოდ შენი პიროვნული ღირებულებების შემდეგაა.

ჩემი მიზანი არ იყო ისეთი ყოფილიყავი, როგორიც მიღებულია ან რაიმე სტანდარტში ჩამესვი, მე მთელი ამ დროის განმავლოაბში გეხმარებოდი გამხდარიყავი შენი თავის საუკეთესო ვარიანტი!

მე არ მომითხოვია შენთვის გაგეკეთებინა ის რაც შენს ძალებს აღემატებოდა.ყველა ადამიანი უნიკალური და გენიოსია, მაგრამ თუ მას არასწორ მიმართულებას მისცემ ან მოითხოვ მისგან გააკეთოს ის რაც მის ძალებს აღემატება მას თავი სულელი ეგონება.

მინდა სულ გახსოვდეს, რომ "ამქვეყნად არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია, რომლებსაც არ სჯერათ სასწაულები და რომლებიც ყველაფერში ხედავენ სასწაულს."არჩევანი შენზეა, მე კი გირჩევ არ მოიწყინო უბრალო რაღაცეების გამო, სამყარო სავსეა საოცრებებით!

1
83
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფი მოსისიაშვილი
სოფი მოსისიაშვილი
83
  
2018, 31 დეკემბერი, 1:46
ჩემო საყვარელო სოფი,
რამდენჯერმე დავწერე და წავშალე კომენტარი, რადგან საკმარისი სიტყვებს ვერ ვპოულობ გადმოგცე ის რასაც განვიცდი. შენ ხარ საოცარი ადამიანი, რომელიც ასხივებს სიყვარულს, ენერგიას და ყველაფერ დადებითს.
შენ ძალიან მცირე ხანში მოახერხე ის, რომ ყველა ბავშვს და მშობელს უზომოდ შეაყვარე თავი. აქ რაც წერია ყველაფრის დაკავშირება შემიძლია თითოეულ კონკრეტულ დღესთან, რადგან ეს ნამდვილად ასე იყო. შენ ჩვენი შვილები შეიყვარე ისეთები როგორებიც არიან და მიუდექი მათ როგორც ინდივიდებს და არა როგორც ერთ მთლიან კლასს.
ყველაფერი ეს უკვე აისახება ჩვენს შვილებზე. შენი ჩადებული მარცვალი, ბავშვებში ნელა-ნელა კიდევ უფრო გაღვივდება და თავის შედეგს გამოიღებს მათი საოცრებებით აღსავსე გზაზე.
სიტყვები მართლაც უძლურია გადმოგცე სიყვარული და მადლიერება. გაფასებ ძალიან და გისურვებ მართლაც საოცრებებით აღსავსე ცხოვრებას!!!
ანი
P.S. ლუკამ წაიკითხა, თვალები აუცრემლიანდა ჩემსავით და მთხოვა დამეწერა: დიდი მადლობა და რომ, ძალიან უყვარხარ! :)
0 1 1