x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
8 უცნაური მიზეზი,რის გამოც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ
ოდესმე დაფიქრებულხართ, რის გამო უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი?რატომ გამოგარჩევენ უამრავი სხვა ადამიანიდან თქვენ და არა ვინმე სხვას?

მეცნიერები და ფსიქოლოგები სრულიად კონკრეტულ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც შესაძლოა ორ ადამიანს შორის რომანტიკული გრძნობა გაჩნდეს. როგორც ვიცით, გულს ვერ ვუბრძანებთ, მაგრამ მისი მოტივების გაგება შესაძლებელია.


1. ფანჯარასთან დგომა გიყვართ

imageსხეულის ენის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ წვეულებასა თუ საღამოზე გაცილებით მეტი შანსი გაქვთ საწინააღმდეგო სქესის ყურადღება მიიპყროთ, თუ ფანჯარასთან ან ოთახის მცენარესთან დადგებით. როგორც ჩანს, ურთიერთობის მოყვარულ ადამიანებს სწორედ ეს ადგილები იზიდავთ დახურულ სივრცეში.


თუ გინდათ შეუმჩნეველი დარჩეთ, დადექით კედელთან, დაჯექით მაგიდასთან ან ბართან.


2. თქვენი თანამოსაუბრე ნამცხვარს მიირთმევს

imageსაინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს ამერიკელმა მეცნიერებმა:როგორც აღმოჩნდა, ურთიერთობის სურვილი მამაკაცსაც და ქალსაც მაშინ უფრო უმძაფრდებათ, როცა საუბრის დროს ტკბილეულს მიირთმევენ. ამიტომ, თუ ვინმეს მოხიბვლა გსურთ, მასთან სტუმრობამდე საკონდიტროშიც შეიარეთ.


3.ერთმანეთს 2 წუთზე მეტხანს უყურებთ

imageექსპერიმენტის დროს, უცნობ ადამიანებს სთხოვეს ერთმანეთისთვის თვალებში ეცქირათ. მოგვიანებით, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათთან, ვისაც 2 წუთზე მეტი ხნით უყურებდნენ, გარკვეული მიზიდულობა იგრძნეს და რაღაც გრძნობაც კი გაუჩნდათ.


4.ცხელი სასმელი

imageროგორც ჩანს, თუ ადამიანს გაათბობთ, მასში სიმპათიას გამოიწვევთ. ამიტომ, თუ ვინმეს დაპატიჟებას აპირებთ პაემანზე, წინასწარ ცხელი სასმელით გაუმასპინძლდით.


5. “ის" ტიპი ხართ

imageსხვადასხვა ექსპერიმენტებით მტკიცდება, რომ ქალებს მამაკაცთა ის ტიპები მოსწონთ, რომლებიც მათ ყოფილებს ჰგვანან. კაცების შემთხვევაში კი პირიქითაა: მათ განსხვავებული უფრო იზიდავთ.



6.ბოტოქსი

imageმიუხედავად მამაკაცთა განცხადებებისა, რომ ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას, კვლევები ამტკიცებენ, რომ ის ქალები, რომლებიც ბოტოქსს და სხვა კოსმეტიკურ მანიპულაციებს მიმართავენ, მამაკაცებს უფრო მიმზიდველები ეჩვენებათ და მარტოებიც უფრო იშვიათად არიან, ვიდრე “ბუნებრივი" ქალები.


7. თქვენ ბედნიერი ხართ

imageბედნიერი ქალები გაცილებით უფრო მეტად იზიდავენ მამაკაცებს, ვიდრე ისინი, ვინც ამაყი და ქედმაღლური გამომეტყველებით სიარულს შეეჩვია.

კაცებში პირიქითაა: ქალების ყურადღებას ამაყი გამომეტყველების მქონე მამაკაცი იპყრობს.


8.დაკვრა შეგიძლიათ

imageსაფრანგეთში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გოგონებს გაცნობას სთხოვდა. პირველ შემთხვევაში მას სპორტული ჩანთა ეჭირა, მეორეში კი-გიტარის ფუტლიარი.

დაახლოებით სამასი გოგო დათანხმდა გაცნობაზე მაშინ, როცა მამაკაცს გიტარით ხედავდნენ.


0
135
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0