x
image
პროფესორი
როგორ შევინარჩუნოთ დაძაბულ სიტუაციებში სიმშვიდე
image

1.ჩაისუნთქეთ ღრმად ნელა, 8წამი შეიკავეთ და შემდეგ ისევ ამოისუნთქეთ ნელა.ამის გაკეთება დაახლოებით 5-ჯერ ძალიან დაგამშვიდებთ, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაძლებელია ზოგს ნაკლები ან ზოგს მეტი დასჭირდეს.

2.სხეულის დაჭიმვა ხსნის სტრესს.დაახლოებით ნახევარი წუთი დაჭიმეთ სხეული და მოეშვით, რამდენჯერაც დაჭირდება ეს თქვენს სხეულს იმდენჯერ გაიმეორეთ, თუმცა ეცადეთ სხეულს დაუქვემდებაროთ გრძნობა და შემდეგ ავტომატურად მოყვება ამას გონების დარეგულირებაც.

3.მასაჟი ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად.მასაჟი კიდევ ბევრი რამისთვის არის კარგი ასევე.


4.15წუთის სირბილის შემდეგ გამომუშავდება "ბედნიერების სინდრომი".შეგიძლიათ ძალიან მსუბუქად ირბინოთ ან თუნდაც იაროთ 30წთ-ის განმავლობაში.ამით ორგანიზმი დამშვიდდება, რასაც მოყვება გრძნობის დამშვიდებაც და გონების კარგი მუშაობა ეს სამი შეხამება საბოლოოდ წარმოშობს ჰარმონიას.თუმცა დროს ესე დოგმატურად განსაზღვრული არ არის.

5.მიიღეთ შხაპი.

15წუთიანი შხაპის მიღება დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.ეცადეთ წყლის ტემპერატურა ცვალოთ, რადგან ეს კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, გულისთვის და ასევე ძალიან კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

6.გახარჯეთ ენერგია-"რასაცა გაცემ შენია", რაც მეტ ენერგიას გახარჯავს ადამიანი მით მეტი დაუბრუნდება.როდესაც ენერგია მოზღვავებულია და არაფრის კეთებით ვართ დაკავებული, ალბათ განგიცდიათ უსიამოვნო ფიქრები, აზრები, დაძაბულობა და ა.შ


შესაბამისად ენერგია უნდა გაიხარჯოს, არა მხოლოდ აზრობრივად ან ლოგიკური ამოცანების ამოხსნით, ეს ტვინის ენერგიაა, არამედ სხეულის ენერგია უნდა გაიხარჯოს.როცა სხეულის ენერგია იხარჯება, ტვინი მეტად მუშაობს და ცუდი შეგრძნებები, განცდები ქრება.იდეალურია სხეულის და ტვინის მუშაობა გრძნობასთან შეხამებით.

0
52
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0