x
image
ალექსანდრე ლექსო
მეცნიერებმა ნეშტის სქესის განსაზღვრის ახალი მეთოდი გამოიგონეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტების ახალი აღმოჩენა საშუალებას მისცემს არქეოლოგებს ნეშტის სქესი მაშინაც დაადგინონ, როცა ჩონჩხის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი.

ადრე თუ მენჯის ძვლები არ იყო, დნმ – ის ანალიზის გარეშე სქესის დადგენა ვერ ხერხდებოდა. ახლა კი ამისათვის საკმარისია კბილის ემალის ცილები, რომელიც საერთოდ დიდხანს ძლებს. ანალიზის დროს ემალს მჟავაში ხსნიან, აცხელებენ, აქუცმაცებენ, ფერმენტებით დაამუშავებენ და მასსპექტროგრაფზე იკვლევენ.

ახალი მეთოდის გამოსაცდელად მეცნიერებმა 7 000 წლის კბილები გატესტეს. ცდებმა მეთოდის მართებულება დაადასტურა.

სქესის დადგენის გარდა შესაძლებელი გახდება ქალის და კაცის კვების რაციონის განსხვავების დადგენაც. აგრეთვე იმის გამოკვლევაც, თუ რა ადგილი ეკავა კონკრეტულ ადამიანს თავის თემში.


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0