x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ხვალ დილით ლოს ანჯელესში ძალზედ მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართება, არა მარტო ამ წონის, არამედ UFC-ს მთელი ისტორიისთვისაც
image


ხვალ დილით ლოს ანჯელესში ძალზედ მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართება, არა მარტო ამ წონის, არამედ UFC-ს მთელი ისტორიისთვისაც.


ყველა დროის საუკეთესო ქვემძიმეწონოსანი და ბევრის აზრით MMA-ს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი ჯონ ჯოუნსი საჩემპიონო ქამრისთვის შეხვდება ალექსანდერ გუსტაფსონს.
შეგახსენებთ, რომ ეს მათი მეორე ბრძოლაა. პირველი ბრძოლა საყოველთაო აღიარებით იყო ამ წონის ისტორიაში საუკეთესო სატიტულე ბრძოლა, რომელშიც ჯონ ჯოუნსმა დიდი გაჭირვებით, ქულებით შეძლო გუსტაფსონის დამარცხება. ბევრი გულშემატკივრის აზრით კი, მსაჯებმა იმ ბრძოლაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და დარწმუნებულნი არიან, რომ გუსტაფსონს ეკუთვნოდა გამარჯვება.


მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ ეს იყო ჯონ ჯოუნსის კარიერაში ყველაზე რთული და თანაბარი ბრძოლა, რაც კიდევ უფრო საინტრესოს ხდის მათ ხვალინდელ დაპირისპირებას. თან ამ ყველაფერს დამატებული ჯოუნსის გამუდმებული პრობლემები აკრძალულ პრეპარატებთან დაკავშირებით, რამაც მის კარიერას მნიშნელოვანი ზიანი მიაყენა და გულშემატკივართა საკმაო რაოდენობა ჩამოაშორა, რაც სავარაუდოდ ზეგავლენას მოახდენდა მის ფსიქოლოგიურ განწყობასა და კონცენტრაციაზე.
მოკლედ, დისკვალიფიკაციის, ქაოსის, გაუგებრობებსია და მრავალი კითხვის ნიშნის ფონზე ბრუნდება ყველა დროის საუკეთესო ქვემძმეწონოსანი ჯონ ჯოუნსი და ამ რთულ მომენტში მისი მეტოქე არის მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე შვედი ალექსანდერ გუსტაფსონი.
არ გამოტოვოთ ხვალ 30 დეკემბერს, დილის 7 საათიდან UFC 232!





image

1
288
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
288
  
2018, 31 დეკემბერი, 22:02
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1