x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყარაჩაელებისა და ბალყარების წინაპრები ყივჩაღები, ალანები და სვანები იყვნენ
ყარაჩაელებისა და ბალყარების წინაპრები ყივჩაღები,  ალანები და სვანები იყვნენ


ძირძველ კავკასიურ ეთნოსებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში თურქულენოვანი ხალხებიც მკვიდრობენ, მათ შორის ყარაჩაელები და მათი უახლოესი მონათესავე - ბალყარები. ყარაჩაული ენა ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ქვეჯგუფს განეკუთვნება. ყარაჩაელები და ბალყარები იალბუზის გარშემო მკვიდრობენ. ეს მთა თითქმის ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ორ ნაწილად ჰყოფს. დასავლეთ ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთი კი - ბალყარებს.


მკვლევართა აზრით, ბალყართა და ყარაჩაელთა მთელი მოსახლეობის 25%-ზე მეტი ქართული წარმომავლობისაა. (სვანეთიდან გადასახლებულნი). ისტორიულად არც ერთ ყარაჩაელსა და ბალყარს საქართველოს წინააღმდეგ ომებში მონაწილეობა არ მიუღია. ხოლო იქაურ საგვარეულოთა ერთი ნაწილი თავს დღესაც ქართველთა შთამომავლებად მიიჩნევს და საქართველოსთან დიდი სიყვარული აკავშირებთ.


ყარაჩაელები და ბალყარელები მეცხოველეობას უფრო მისდევდნენ. ყარაჩაის მთის საძოვრების ძირითადი ნაწილი "ფეოდალთა" ხელში იყო. საზამთრო საძოვრები მთელ გვარს ეკუთვნოდა, კომლები ფლობდნენ სარწყავ-სათიბებს. მდიდარი მესაქონლეები მთიბავებად გარე სამუშაოზე წასულ ქართველთა - სვანების და რაჭველების შრომას იყენებდნენ.


მამაკაცთა თავსაბურავი ორგვარი ჰქონდათ: ფაფახი და თექის ფარფლიანი ქუდი, რომელიც ძალიან წააგავდა XIX საუკუნის სვანურ ქუდს.

ისტორიულად დადასტურებულია, რომ დღევანდელი ბალყარეთის გარკვეულ მონაკვეთში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სვანები ცხოვრობდნენ.


ეს კი არის ერთ-ერთ უძველესი მართლმადიდებლური ტაძარი ყარაჩაი-ჩერქეზეთში, სახელად "შოანა", რაც ალანურად სვანს ნიშნავს. ისინი სვანებს შოანებს ეძახდნენ. როგორც ჩანს ეს ტაძარი ამ მიწაზე სწორედ სვანების აშენებულია.


ქრისტიანული ტაძარი - "შოანა" ყარაჩაი-ჩერქეზეთში



თაულები და ბასიანები


ყარაჩაელები და ბალყარები თანამედროვე ბალყარეთის ტერიტორიაზე - ბაქსანის ხეობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. XVII - XVIII საუკუნეების მიჯნაზე ყარაჩაელები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ყუბანის სათავესა და თებერდის აუზში გადასახლდნენ, ამიტომაც დღესაც ყარაჩაელები ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ხოლო ბალყარები - ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებში აღმოჩნდნენ.


ახლანდელ რუსეთის ფედერაციაში ყარაჩაელთა რაოდენობა აჭარბებს 170 ათასს. ცალკეული ჯგუფები ცხოვრობენ ასევე შუა აზიაში, ყაზახეთში, თურქეთში, ამერიკაში (20 ათასი ადამიანი), ბალყართა რიცხვი კი შედარებით ნაკლებია. ყაბარდო-ბალყარეთში 104 ათასამდე ბალყარი მკვიდრობს.


ყარაჩაელებსდამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე 1937 წლიდან აქვთ. შედარებით ადრე, 1924 წელს (თავდაპირველად ლათინურ, შემდეგ კირილიცაზე დაყრდნობით) შეიქმნა ბალყარული ანბანი.


ანთროპოლოგიური მონაცემებით ყარაჩაელთა და ყაბარდოელთა ფიზიკური ტიპი ევროპეიდული რასის (იგივე კავკასიოდური რასის) მაღალმთიან კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნება.


ყარაჩაელთა თვითწოდებაა ყარაჩაილილა. ამას გარდა, ისინი ისევე, როგორც ბალყარები, საკუთარ თავს თაულს (თულუს, თაულულს) უწოდებენ, რაც მათ ენაზე მთიელს აღნიშნავს. ყარაჩაი თურქული სახელია და ნიშნავს შავ მდინარეს (ყარა - შავი, ჩაი - მდინარე). თუმცა ყარაჩაელთა გადმოცემით, ამ სახელს ისინი უკავშირებენ წინაპარს, წინამძღოლ - ყარჩას, რომელმაც თავისი ხალხი ყირიმიდან თუ ოქროს ურდოდან გამოიყვანა.


რუსულ წყაროებში ყარაჩაელები პირველად 1639-1640 წლებში მოიხსენიეს. ამავე პერიოდში მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ იტალიელი არქანჯელო ლამბერტიც წერდა: "ლაპარაკობენ თურქულად, ოღონდ ძალიან სწრაფად". 1743 წლის რუსულ დოკუმენტში კი ყუბანის სათავეში განსახლებულ "თათრულ ენაზე" მოლაპარაკე ხალხი მოხსენიებულია ეთნონიმით "ხარაჩაი". საყურადღებოა, რომ მეგრელები მათ ალანებს უწოდებდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყრაჩაელთა განსახლების ადგილზე თავდაპირველად ირანული მოდგმის ალანებს უნდა ეცხოვრათ.


ქართულ წყაროებში ყარაჩაელებს ბასიანის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო ბალყარები "მთის თათრებად" იწოდებოდნენ.

ყარაჩაელთა ბალყართა წინაპრები - ყივჩაღები ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებსა და სამხრეთ უკრაინაში ბინადრობდნენ. XIII საუკუნის ავტორი იბნ ალ ასირი წერს მონღოლთა შემოსევების დროს (1223 წ.) ყივჩაღთა ნაწილის მთებში გაქცევაზე., სწორედ ამ დროს ხდება თურქულენოვანი მოსახლეობის ჩრდილოეთ კავკასიის მთებში შესვლა და ბარში მცხოვრები თურქების მთიელებად ქცევა, მათი შერევა ადგილობრივ ალანებთან და მოსულთა მიერ დამხვდურთა ენობრივი ასიმილაცია.


მთა "შოანა" ყარაჩაი-ჩერქეზეთში,  რაც ალანურად სვანს ნიშნავს



ისტორიული პარალელები


ყარაჩაელები სამხრეთით ესაზღვრებიან აფხაზებსა და ქართველებს (სვანებს); აღმოსავლეთით იალბუზის მთა ყარაჩაელებს, ბალყარელებისა და ყაბარდოელებისგან გამოყოფს, ჩრდილოეთითა და დასავლეთით ესაზღვრებიან ჩერქეზები, აბაზები და ნოაღაელები. ყარაჩაელთა და ბალყართა დასახლებული პუნქტები ზღვის დონიდან 1500 მეტრზე და უფრო მაღლა მდებარეობს. რთული იყო ყარაჩაელთა ეთნოგენეზი. უფრო სწორად, რთული ის მეცნიერებისთვის აღმოჩნდა, რასაც მათი ეთნოგენეზის შესახებ თერთმეტი ჰიპოთეზის არსებობაც ადასტურებს ყველაზე გავრცელებული 2 შეხედულება:

1) ყივჩაღურ-ალანური და

2) ყივჩაღურ-ალანურ-კავკასიური


ყარაჩაელთა და ბალყართა ეთნოგენეზში თუ არა, ეთნიკურ ისტორიაში მონაწილეობამიუღიათ დაღესტნელებსა და ქართველებს, კერძოდ სვანებს. ცნობილია, რომ მათი განსახლების არეალის სამხრეთ მონაკვეთში სვანთა დასახლებები იყო. ყარაჩაელთა კავკასიონური ანთროპოლოგიური ტიპი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კავკასიაში შემოსულმა თურქულენოვანმა მოსახლეობამ მოახდინა აქ მცხოვრები სვანების ასიმილაცია. აღნიშნულის დამადასტურებლად მიიჩნევენ აგრეთვე ლექსიკურ მონაცემებს, ტოპონიმიკას, ფოლკლორს, გვარების მონათესაობას, ბალყარეთის ტერიტორიაზე სვანური კოშკების არსებობას. ყარაჩაიში არის გვარი "ებზელერ". ხოლო "ებზე" სვანების აღმნიშვნელი ყარაჩაული სახელწოდებაა. აქვე მკვიდრობს ოთარლარის გვარი, რომლებიც ბალყარეთსი დადეშქელიანების ერთ-ერთი განშტოების შთამომავალნი არიან. საისტორიო დოკუმენტებში ყარაჩაელთა, ბალყართა და სვანთა ქორწინებების ფაქტებიცაა დადასტურებული. მეცნიერები წერენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვან მოსახლეობას შორის XVIII საუკუნის 40-იან წლებში კვლავ ისმოდა სვანური მეტყველება.


დამკვირვებელთა ცნობით, XVIII საუკუნეში აქ მცხოვრებ სვანებს კვლავ იმერულად ეცვათ და, სხვათა შორის ყარაჩაელებსა და ბალყარებს თითქმის ისეთივე ქუდები ეხურებათ, როგორსაც ძველად სვანეთში ატარებდნენ. ამდენად, ყარაჩაელთა (და ბალყართა) ეთნოგენეზში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა კავკასიურმა ეთნოსებმა და მოსულმა ირანულენოვანმა და თურქულენოვანმა ტომებმა. ამათგან ირანულენოვანი ალანების მოსვლა ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა თურქულენოვანი ყივჩაღების მიგრაციას.


ყარაჩაელები და ბალყარები ფაქტობრივად ერთი ხალხია, ერთი ეთნოსია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ საერთო თვითშეგნება არ აქვთ.


ყარაჩაელები სარწმუნოებით სუნიტი მუსლიმები არიან. მათ საკმაოდ გვიან (XVIII საუკუნის მეორე ნახევარში) მიიღეს ისლამი. დიდი ხნის განმავლობაში წარმართები იყვნენ. დროდადრო ყარაჩაელთა ერთი ნაწილი ქრისტიანდებოდა.


ისლამის გავრცელების მიუხედავად, შემორჩენილი იყო არაერთი წინარე რწმენა- წარმოდგენა. ყარაჩაელთა უმაღლესი ღვთაება იყო ტეირი/ტენგრი, რაც ცას აღნიშნავდა. ყარაჩაელებმა იცოდნენ ხეების, ქვის ლოდების თაყვანისცემა. ყველა გვარს თავისი სალოცავი ქვა ჰქონდა. სწამდათ მფარველი სულებისაც, ნადირობის ღვთაება იყო ფსატი, ცხვრების მფარველი - ათმუში, მდინარეში კი წყლის დედა ცხოვრობდა.


ბალყარეთის ისლამიზაცია საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, თუმცა კარგა ხანს ბალყართა რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის, ისლამისა და წარმართობის ნაზავს წარმოადგენდა. ისლამის გავრცელებას თან ახლდა წარმართული და ქრისტიანული ძეგლების განადგურება, თუმცა სოფელ ბიზინგის ახლოს მდებარე ეკლესიაში შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის გამოსახულება საუკუნის მეორე ნახევრამდე. ადგილობრივები ეთაყვანებოდნენ წმინდა ქვებსაც და წმინდა ხეებსაც, რომელთაც ტრადიციულად ღვეზელს უცხობდნენ.


ყაბარდოელები - ყარაჩაელები და ბალყარები



ერთი უღლის ქვეშ


XVI-XVIII საუკუნეებში ყარაჩაელები წინააღმდეგობას უწევდნენ ყირიმის ხანებს, ჰქონდათ ურთიერთობა დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ ერთეულებთან, დიდ ყავარდოსთან. დამოკიდებული იყვნენ დიდ ყაბარდოზე, ჰგავდნენ მათ სოციალური სტრუქტურითა და კულტურულ-ყოფით წეს-ჩვეულებებით. 1828 წელს ყარაჩაელები საბოლოოდ შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. 1870-იან წლებში მთიელ ყარაჩაელთა ერთი ნაწილი თურქეთში გადასახლდა. 1920 წელს შეიქმნა ყარაჩაის ოკრუგი, 1922 წელს - ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც გაუქმდა 1943 წელს ყარაჩაელთა შუა აზიაში დეპორტაციის გამო. გადასახლებაში ყარაჩაელთა დაახლოებით მესამედი დაიღუპა. 1957 წელს ისინი სამშობლოში დააბრუნეს და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი აღდგა, ამჟამად რესპუბლიკა, დედაქალაქ ჩერკესკით.


ყარაჩაელთა ბედი გაიზიარეს ბალყარებმაც. ისინიც შუა აზიაში გადაასახლეს, სადაც ბევრი მათგანი დაიღუპა, 1957 წელს კი უკან დაბრუნების ნება დართეს და ყაბარდო-ბალყარეთის ოლქიც აღდგა, ამჟამად რესპუბლიკა, დედაქალაქით ნალჩიკი.


(ტექსტის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი)




ასევე დაგაინტერესებთ:

1) უძველესი ევროპელები მუქკანიანები იყვნენ

2) კაპადოკიაში ქართველები სახლობდნენ

3) უძველესი პროტოცივილიზაციები

4) პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი კავკასიელები

5) კოლხი მედეა - ქალი, რომლის სახელიც სამკურნალო საქმეს - მედიცინას ეწოდა

6) პროტოქართველები ბიბლიაში

7) ტალავარი თუ ჩერქეზკა - რომელმა ერმა შექმნა საერთოკავკასიური სამოსი?

8) ვინ არიან ლაზები?

9) ქართული სახელმწიფოები და სამთავროები

10) გაოცებული ინდოელი - "ვინ ხართ თქვენ, ქართველები?!"

11) იბერო-კოლხური ცივილიზაცია

12) კავკასიელები - გენეტიკურად თითქმის ერთიანი ხალხი

13) თერჯოლის ტერიტორიაზე 50 ათასი წლის წინ მცხოვრები ხალხი

14) არაბული სამყაროს ქართველი მმართველები

15) ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები

16) კრუბერა - მღვიმეების ევერესტი - მსოფლიოში უღრმესი გამოქვაბული საქართველოშია

17) პრეისტორიული საქართველო

18) იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

19) კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

20) 44 საუკუნის ანანაურის ყორღანი

21) ძვ.წ. მე-40 საუკუნის მეტალურგიის კერა საქართველოში

22) ფაზისის აკადემია - "მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი"

23) პლანეტის უძველესი ცივილიზაციური ცენტრები

24) თბილისის უძველესი ისტორია - "ქალაქი ფენიქსი"

25) რამდენი ადამიანი დაეტევა საქართველოში და რამდენ ევროპულ სახელმწიფოზე დიდი ფაქრთობი აქვს მას?

26) უძველესი "ქართველი" გიგანტები

27) საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბუნების ისტორიის ნიმუშები

28) კავკასიური რასა

29) უძველესი ქართული საგანძური

30) უძველესი ქართული საგანძური (ნაწილი II)

31) რა შეუქმნეს ქართველებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საუკუნეში?

32) კასტელის ნახატები XVII საუკუნის საქართველოსა და ქართველების აღწერით

33) ჟან შარდენი საქართველოსა და ქართველების შესახებ

34) ცნობილი უცხოელები ქართველების და საქართველოს შესახებ (ნაწილი I)

35) ვიკინგები საქართველოში

36) საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ

37) ქართველი ერი - მიჯაჭვული ამირანი

38) იტალიელები ქართველების შესახებ

39) თავადი გრიგორი გაგარინი - კავკასიაზე შეყვარებული მხატვარი

40) თეოდორ ობერლენდერი - ნაცისტი, რომელსაც ქართველები ძლიერ უყვარდა

41) გერმანელი მოღვაწეები ქართველების შესახებ

42) საქართველო და გლობალიზაცია

43) დავით აღმაშენებელი - კოლხური უმსხვრევი ფარი და იბერიული ორლესული მახვილი

44) ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ - ასკვნის სომეხი ისტორიკოსი

45) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - 200-წლიანი ოკუპაცია

46) ექვთიმე თაყაიშვილი - ქართული განძის მცველი

47) ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთზე

48) "ქართველები - ჯვაროსანი ერი" - ევგენი მარკოვი

49) ჯაყელები უინძორების ერთ-ერთი წინაპრები არიან

50) კოლხეთის დედაქალაქი - აია აღმოჩენილია

51) ქართველი მეფეები და მოღვაწეები - გიორგი გეგეჭკორის ნახატები

52) აღმოსავლეთის ნაპოლეონი - მეფე, რომელმაც 500 ბრძოლაზე მეტი გადაიტანა

53) თემურ ლენგის აპოკალიფსური მასშტაბის ომი საქართველოს წინააღმდეგ

54) მერაბ კოსტავა - "ძე ქარიშხლისა"

55) ქართულ-თურქული ბრძოლები

56) 5000 წელზე მეტი ხნის ნამოსახლარი ასპინძაში

57) არიელები და იბერიელები



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


8
1376
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1376
  
2021, 12 თებერვალი, 0:49
ქართველური წარმოშობის გვარები და ტოპონიმები ყარაჩაისა და ბალყარეთში:
• ბოტტაევ-კახიანი;
• გეკიევ-კახიანი;
• ებზეევ-არღვლიანი;
• ერისტაევ-ერისთავი;
• ოთარლარ-დადეშქელიანი;
• ჟაბელარ-დადეშქელიანი;
• რახაილარ-რეხვიაშვილი;
• სოტტაევ-ყიფიანი;
• ტაპასხანოვ-ქურდიანი;
• ქურდანოვ-ქურდიანი;
• შახმურზაევ-გუჯეჯიანი;
• შუანოვ;
• ჩარკუიანოვ-ჩარკვიანი;
• ჯაპპუევ-ჯაფარიძე;
• ხუბიევ-ხვიბლიანი;
• წულკიანოვ-წულკიანი;
• მიმჩუევ-მიჩბუანი;
• ლაშგუდა;
• კუდაი ნაკ;
• ლესგენ;
• ჟაბოლარ;
• ლაბუ;
• ლაგურა;
• ლალვერ;
• ლამგუთ;
• ლახრან;
• ჟულუ;
• გაგიშ შურუ;
• მუხოლ;
• უშგულან;
• მახარ;
• ხურზუკ;
• ლაბგვიარ;
• დალარ;
• ბაჩა ზოგ;
• ტიბერდა;
• კლუხორი;
• ხატიფარა;
• სულახატ;
• სენტი;
• მუხა ხუმარა;
• შუანა;
2021, 18 იანვარი, 17:18
The ancestors of the Karachays and Balkars were the Kipchaks, Alans and Svans

Along with the indigenous Caucasian ethnic groups, Turkic-speaking peoples also live in the North Caucasus, including the Karachays and their closest relative, the Balkars. The Karachay language belongs to the Kivchaguri subgroup of the Turkish group of the Altaic language family. Karachays and Balkars live around Yalbuz. This mountain divides people who speak almost one language into two parts. The western part is occupied by the Karachays, and the eastern part by the Balkars.
According to researchers, more than 25% of the entire population of Balkars and Karachays is of Georgian origin. (Deported from Svaneti). Historically, no Karachays and Balkars have taken part in wars against Georgia. And some of the families there still consider themselves to be the descendants of Georgians and have a great love for Georgia.
The Karachays and Balkars were more concerned with livestock. The main part of the mountain pastures of Karachay was in the hands of the "feudal lords". Watermelon pastures belonged to the whole genus, households owned irrigation-pastures. Wealthy cattlemen used the labor of Georgians - Svans and Rachveli - who went to work abroad.
Men's headscarves came in two types: porridge and a felt-tip hat, which was very similar to a 19th-century Svan hat.
It is historically proven that Svans lived in a certain part of present-day Bulgaria for a long time.
It is one of the oldest Orthodox temples in Karachay-Cherkessia, called "Shoana", which means Swan in Alan. They called the Svans Shoans. It seems that this temple was built on this land by the Svans.
2021, 18 იანვარი, 17:18
Taules and Basians
The Karachays and the Balkars lived side by side in the territory of modern-day Bakarsan in the Baksan Valley. At the turn of the 17th and 18th centuries, the Karachay-Cherkessians migrated to the Kuban Basin and the Teberd Basin in the northwestern Caucasus, so the Karachay-Cherkessians still live in the Karachay-Cherkessia and the Balkars in the Kabardino-Balkaria republics.
The number of Karachays in the current Russian Federation exceeds 170 thousand. Some groups also live in Central Asia, Kazakhstan, Turkey, America (20 thousand people), and the number of Balkars is relatively small. Kabardino-Balkaria is home to 104,000 Balkars.
2021, 18 იანვარი, 17:18
The Karachays have had a script based on Russian script since 1937. Relatively earlier, in 1924 (initially based on Latin, then Cyrillic) the Balkan alphabet was created.
According to anthropological data, the physical type of the Karachays and Kabardians belongs to the highland Caucasian type of the European race (the same Caucasian race).
The name of the Karachay people is Karachay. In addition, they, like the Balkars, call themselves Taul (Tulus, Taulul), which in their language means mountain. Karachay is a Turkish name and means Black River (Kara - Black, Tea - River). However, according to the Karachays, they associate this name with their ancestor, the leader - Karcha, who brought his people out of the Crimea or the Golden Horde.
Karachays were first mentioned in Russian sources in 1639-1640. At the same time, the Italian Archangel Lambert wrote about their ethnic origin: "They speak Turkish, but very quickly." In the Russian document of 1743, the people who speak the "Tatar language" settled in the head of Kuban are referred to by the ethnonym "Kharachai". It is noteworthy that the Megrelians called them Alans. Scholars suggest that the Achaemenid settlement was originally inhabited by Alans of Iranian descent.
Georgian sources refer to the Karachays as Basians, while the Balkars were called "Mountain Tatars".
The ancestors of the Karachay-Balkarians - the Kivchaks lived in the steppes of the North Caucasus and southern Ukraine. The thirteenth-century author Ibn al-Asir writes about the flight of part of the Kivchags during the Mongol invasions (1223).
2021, 18 იანვარი, 17:18
Historical parallels
Karachays border Abkhazians and Georgians (Svans) to the south; To the east, Mount Elbrus separates the Karachays from the Balkars and Kabardians, and is bordered on the north and west by the Circassians, Abazas, and Nogais. The settlements of Karachays and Balkars are located at 1500 meters above sea level and above. The ethnogenesis of the Karachays was difficult. Rather, it turned out to be difficult for science, which is confirmed by the existence of eleven hypotheses about their ethnogenesis, the 2 most common views:
1) Kipchak-Alanian and
2) Kipchak-Alan-Caucasian
Whether in the ethnogenesis of the Karachays and the Balkars or not, Dagestanis and Georgians, particularly the Svans, participated in the ethnic history. It is known that there were Svan settlements in the southern part of their settlement area. The Caucasian anthropological type of the Karachays suggests that the Turkic-speaking population that entered the Caucasus assimilated the Svans living here. The lexical data, toponymy, folklore, kinship of surnames, the existence of Svan towers on the territory of Balkaria are also considered to confirm this. There is a surname "Ebzeler" in Karachay. And "eze" is a Karachauli name denoting the Svans. Here live the family of Otarlar, who are the descendants of one of the branches of the Balkars Dadeshkelians. Historical documents also confirm the marriages of Karachays, Balkars and Svans.
2021, 18 იანვარი, 17:17
According to observers, the Svans living here were still dressed in Imereti in the 18th century, and, by the way, the Karachays and Balkars wore almost the same hats as they used to wear in Svaneti in ancient times. Thus, the ethnogenesis of the Karachay (and Balkhs) was attended by the local Caucasian ethnoses and the coming Iranian-speaking and Turkic-speaking tribes. Of these, the arrival of Iranian-speaking Alans chronologically preceded the migration of Turkic-speaking Alans.
The Karachays and the Balkars are in fact one people, one ethnos, but nevertheless they do not have a common self-consciousness.
The Karachays are Sunni Muslims by faith. They converted to Islam quite late (in the second half of the 18th century). They were pagans for a long time. From time to time one part of the Karachays became Christians.
Despite the spread of Islam, a number of previous beliefs were preserved. The highest deity of the Karachays was Teir / Tengri, which marked the sky. The Karachays knew how to worship trees, stone boulders. Every family had its own shrine stone. They also believed in the protection of spirits, the god of hunting was Psat, the protector of sheep - Atmushi, and the mother of water lived in the river.
The Islamization of the Balkans began in the second half of the century, although for a long time the beliefs of the Balkars were a mixture of Christianity, Islam and paganism. The spread of Islam was accompanied by the destruction of pagan and Christian monuments, although an image of St. George was preserved in a church near the village of Bizing until the second half of the century. The locals worshiped both sacred stones and sacred trees, which were traditionally baked into pies.
2021, 18 იანვარი, 17:17
Under one yoke
In the XVI-XVIII centuries the Karachays resisted the Crimean Khans, had relations with the feudal units of western Georgia, the Great Kavardo. They depended on the great Kabardino-Balkaria, resembling them in terms of social structure and cultural customs. In 1828, the Karachays finally became part of Russia. In the 1870s, part of the Karachays moved to Turkey. The Karachay-Cherkessia District was established in 1920, and the Karachay-Cherkessia Autonomous District in 1922, which was abolished in 1943 due to the deportation of Karachay-Cherkessia to Central Asia. About a third of the Karachays died in exile. In 1957 they were repatriated and the Karachay-Cherkessia Autonomous District was restored, now the Republic, with the capital Cherkessk.
The fate of the Karachays was also shared by the Balkars. They were also exiled to Central Asia, where many of them died, and in 1957 were allowed to return, and the Kabardino-Balkaria region was rebuilt, now the Republic, with Nalchik as its capital.
2018, 30 დეკემბერი, 4:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8