x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
5000 წლის წინანდელი ნამოსახლარი ასპინძაში
5000 წლის წინანდელი ნამოსახლარი ასპინძაში


ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთთან, 2012 წელს არქეოლოგებმა ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლიეს. ექსპედიციამ, რომელშიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებთან ერთად, ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარებიც შედიოდნენ ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ქვის ნაგებობები, სამეურნეო, საცხოვრებელი კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა აღმოაჩინეს.


ხორბლისა და პირუტყვის ძვლის ნაშთების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე უკვე კარგად იყო განვითარებული როგორც მესაქონლეობა, ასევე მიწათმოქმედება.

ანტონიო სეგინა, მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგი: "ეს ტერასული ტიპის ნამოსახლარია. პირველი შემთხვევაა, როცა ასეთ ტერიტორიაზე, მაღალმთიან ადგილებში ადამიანები დასახლებას იწყებენ. აღმოჩენილი მასალა მეტყველებს, როგორ ცხოვრობდნენ აქ და როგორი კულტურა ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს კავკასიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა."



გათხრებისას ნაპოვნია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც ადნობდნენ ან ახურებდნენ სხვადასხვა მასალას, ნივთიერებას), რაც მიანიშნებს, რომ ლითონის ნივთების დიდი ნაწილი ადგილზე მზადდებოდა. ექსპედიციამ ნამოსახლარის პერიოდის სამარხიც შეისწავლა, სადაც მიცვალებული მოხრილად იყო დამარხული.


კახა კახიანი, არქეოლოგი: "ნამოსახლარი გამართულია ტერასულად. ჯერ სულ 7 ტერასა გვაქვს დაფიქსირებული. ნაგებობებში 4 ჯიშის ხორბლის მარცვლები აღმოვაჩინეთ, რაც იმდროინდელ მაღალ სამეურნეო, სამიწათმოქმედო კულტურაზე მიუთითებს. ნაპოვნია ქვის ხელსაფქვავები, კაჟის ნამგლის ჩანართები, აღმოჩენილი მასალა დათარიღდა ადრებრინჯაოს ხანით და მტკვარ-არაქსის კულტურას მიეკუთვნა. ეს მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა, ძვ.წ. IV - III ათასწლეულის კავკასიაში და არა მხოლოდ კავკასიაში." (წყარო: ჟურნალი "ისტორიანი")


მტკვარ-არაქსის კულტურა



ასევე დაგაინტერესებთ:

1) უძველესი ევროპელები მუქკანიანები იყვნენ

2) კაპადოკიაში ქართველები სახლობდნენ

3) უძველესი პროტოცივილიზაციები

4) პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი კავკასიელები

5) კოლხი მედეა - ქალი, რომლის სახელიც სამკურნალო საქმეს - მედიცინას ეწოდა

6) პროტოქართველები ბიბლიაში

7) ტალავარი თუ ჩერქეზკა - რომელმა ერმა შექმნა საერთოკავკასიური სამოსი?

8) ვინ არიან ლაზები?

9) ქართული სახელმწიფოები და სამთავროები

10) გაოცებული ინდოელი - "ვინ ხართ თქვენ, ქართველები?!"

11) იბერო-კოლხური ცივილიზაცია

12) კავკასიელები - გენეტიკურად თითქმის ერთიანი ხალხი

13) თერჯოლის ტერიტორიაზე 50 ათასი წლის წინ მცხოვრები ხალხი

14) არაბული სამყაროს ქართველი მმართველები

15) ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები

16) კრუბერა - მღვიმეების ევერესტი - მსოფლიოში უღრმესი გამოქვაბული საქართველოშია

17) პრეისტორიული საქართველო

18) იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

19) კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

20) 44 საუკუნის ანანაურის ყორღანი

21) ძვ.წ. მე-40 საუკუნის მეტალურგიის კერა საქართველოში

22) ფაზისის აკადემია - "მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი"

23) პლანეტის უძველესი ცივილიზაციური ცენტრები

24) თბილისის უძველესი ისტორია - "ქალაქი ფენიქსი"

25) რამდენი ადამიანი დაეტევა საქართველოში და რამდენ ევროპულ სახელმწიფოზე დიდი ფაქრთობი აქვს მას?

26) უძველესი "ქართველი" გიგანტები

27) საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბუნების ისტორიის ნიმუშები

28) კავკასიური რასა

29) უძველესი ქართული საგანძური

30) უძველესი ქართული საგანძური (ნაწილი II)



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
989
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
989
  
2018, 30 დეკემბერი, 0:26
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1