x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
პირველი იმან თქვას სათქმელი ვინც თქვენში ყველაზე უფროსია

image


არსებობს ასეთი ანეგდოტი:


სამსახურში ქალები წაიჩხუბნენ და ყველამ ერთად დაიწყო ქაქანი, ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. შემოვიდა უფროსი და თქვა: "ჩუმად! პირველი იმან თქვას სათქმელი, ვინც თქვენში ყველაზე უფროსია!" და ყველა გაჩუმდა...


იგივე ხერხი იხმარა XVl საუკუნეში საღვთო რომის იმპერატორმა და ესპანეთის მეფე კარლ V_მ. ეკლესიაში წირვის დროს ორი დიდგვაროვანი ქალი წაიჩხუბა, ორივე მათგანს სურდა იმპერატორის სკამთან ახლოს დამჯდარიყო და არცერთი მათგანი არ თმობდა ამ ნანატრ ადგილს. იმპერატორს მოთმინება გადაეწურა და ჩაერია მათ კამათში, მისი სიტყვების შემდეგ კი ორივე ქალმა კამათის ნაცვლად თბილი სიტყვებით დაუწყო ერთმანეთს სკამის შეთავაზება. იმპერატორმა მათ უთხრა: "თქვენს შორის ვინც უფრო მახინჯი და სულელია, დაე, ის დაჯდეს ჩემს სიახლოვეს".

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0