x
მეტი
  • 24.03.2019
  • სტატია:87783
  • ვიდეო:338111
  • სურათი:449295
ინკების 40 ათას კილომეტრიანი გზათა ქსელი

ინკების 30 ათას კილომეტრიანი გზათა ქსელი


სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ინკას ცივილიზაციის გზების უძველესი ქსელი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად 2014 წელს გამოცხადდა. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე საგრძნობლად დაზიანებული, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილი გზების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საგზაო ქსელს, რომელიც მნიშვნელობით რომის იმპერიისას არაფრით ჩამორჩებოდა, იუნესკოს ექსპერტებმა საინჟინრო აზროვნების სასწაულიც კი უწოდეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქჰაპაქ-ნანის (Qhapaq Nan) მასშტაბი და ხარისხი საინჟინრო ტექნოლოგიების სრულ დემონსტრირებას ახდენს და საინჟინრო აზროვნების უნიკალური ნიმუშია, თანაც იმ დროში.


ქჰაპაქ-ნანი, რომელიც კეჩუას ინდიელთა ტომის ენაზე "ინკების დიდ გზას" ნიშნავს, ყველა დროის სრულყოფილი საგზაო ქსელი გადაჭიმული იყო 39, 900 კილომეტრზე და 6 სამხრეთამერიკული ქვეყნის ტერიტორიას მოიცავდა. ზოგიერთ სტატიაში ამ გზების დარჩენილ სიგრძედ დღესდღეობით 30 ათას კილომეტრს ასახელებენ, მაგრამ ეს მინიმალური სიგრძეა ან ის, რაც დღეს მისგან დარჩა. რეალურად, თავის დროზე 40 ათას კილომეტრამდე იყო. მისი აშენება მე-15 საუკუნეში დაასრულეს.


საოცარია, მაგრამ ეს გზა აშენებული იქნა მხოლოდ ხელით. მის ასაშენებლად არ გამოუყენებიათ ბორბლებიანი ტრასპორტი ან რკინის იარაღები იმიტომ, რომ უბრალოდ მათ ეს ტექნოლოგიები არ ჰქონდათ.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ინკებმა გზა დედაქალაქ კუსკოდან მაჩუ-პიკჩუს საკვებით მოსამარაგებლად გაიყვანეს.


ფერნანდო ასტეტა, არქეოლოგი: "ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სრულად ვნახოთ ეს გზა, რადგან მისი დიდი ნაწილი მცენარეებმა დაფარა."


ინკების 30 ათას კილომეტრიანი გზათა ქსელი


ინკების გზა, რომელიც ინკების ცივილიზაციის ცენტრს, დედაქლაქ კუსკოს იმპერიის სხვა ნაწილებთან აკავშირებდა, განსხვავებულ ნიადაგებსა და კლიმატურ ზონებში გადიოდა: მთაში, ნაყოფიერ ველებზე, ტყეებსა და უდაბნოებში.


XVI საუკუნეში, ესპანელების მიერ ინკების იმპერიის დაპყრობის შემდგომ, კოლონიზატორები ამ გზებით აქტიურად სარგებლობდნენ როგორც სავაჭრო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის.

გზა გადაჭიმულიყო კოლუმბიის ჩრდილოეთიდან არგენტინის სამხრეთამდე და პერუს, ეკვადორისა და ბოლივიის გავლით ჩილემდე.


ქჰაპაქ-ნანის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის თხოვნით იუნესკოს ექვსივე ქვეყანამ ერთობლივად მიმართა.

ინკების გზას, რომელიც თითქმის 40 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, ასწლეულების განმავლობაში აშენებდნენ. (იხ. წყარო)



ასევე დაგაინტერესებთ: მაიას ხალხის 15-მილიონიანი მეგაპოლისი გვატემალაში


განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0