x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბედის ირონია

image
რამდენჯერ წაიქცა იმდენჯერ წამოაყენა ფეხზე. გვერდით დაუდგა და გააგრძელებინა გზა. თვითონ ჩრდილში ამჯობინა ყოფნა. ფიქრობდა ასე უფრო კარგი იქნებოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის. თუ ქმარი წარმატებული გახდებოდა მერე თვითონაც იდედოფლებდა და შვილებსაც კარგი მომავალი ექნებოდა. მოყვარე გაიხარებდა და მტერს დააღონებდა. მას ბავშობიდა მიზნად ჰქონდა დასახული, საუკეთესო ქმარი და შვილები ჰყოლოდა. საკუთარ თავზე არასოდეს უფიქრია, მხოლოდ ერთხელ მეგობართან წაიჩხუბა და თქვა: მე აუცულებლად ვიტყვი ჩემ სიტყვას! დრო მოვა არ ვიქნები შენი დასაცინი!.. გულში თავისივე სიტყვების თვითონვე გაუკვირდა: -მე რა უნდა ვთქვა ისეთი ვინმე რომ გავაკვირვო? ოჯახში მხოლოდ ბავშვების სიცილი და ახალგაზრდა ცოლ ქმრის სიყავრული მეფობდა. მეზობლები დაჰყურებდნენ და ამბობდნენ: როგორ საიდან? ასეთი ურთიერთგაგება? პატივისცემა და სიყვარული. ვინ იცოდა რა შრომის ფასად უჯდებოდა, ახლაგაზრდა ცოლს და დედას ეს ყველაფერი. გადიოდა დღეები. მიზანს არასდროს სცდებოდა. ყველი დღე როგორც ქართველი ქალი, ქმარშვილის ზრუნვაში ატარებდა. მუშაობდა კიდევაც და საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ მისი წარმატება თუ წარუმატებლობა სულაც არ ადარდებდა. მთავარი იყო მისი რჩეული ქმარი, რაც შეიძლება წინ წასულიყო ცხოვრებაში და ახერხებდა კიდევაც. კარგ თანამდებობაზე დაინიშნა ქმარი, მეუღლის დაჟინებული თხოვნით. სულ ასეთ სიტყვებს ეუბნებოდა: შენ ეს შეგიძლია, გვერდით გყავს ისეთი ადამიანები ვინც დაგეხმარება, წარმატების მიღწევაში, იყავი წარმატებული, გამახარე მე და შენი შვილები. ქმრის წინა პალნზე წამოწევის გამო, შვილებს დააკლდათ დედის ყურადრება, მასწავლებლებს მიაბარა და სახლში ნამეცადინები ბრუნდებოდნენ. კარგი მანქანა, კარგი სამსახური, მამაკაცი სიმპატიური. ეს არ დარჩენია ქალებს შეუმჩნეველი. დაიწყეს მისი გულის მოგება. ავიწყდებოდათ სახლში პატარა შვილები და ახალგაზრდა ცოლო რომ ელოდა. ქმარსაც მოსწონდა ქალების ყურადღება და მასაც ავიწყდებოდა სახლში ვინ ელოდა. სამსახურში სიარულსაც უკლო, რის გამო პრობლემები ხშირად ექმნებოდა. ცოლს ურეკავდნენ მისი თანამშრომლები და კითხულობდნენ. სად იყო მათი უფროსი. ცოლი როგორც სახლიდან გაპარულ თავნება შვილს, ისე დაეძებდა და დაუყვნებლივ სამსახურში მიიყვანდა. უკვე სახლში მოსვლაც ავიწყდებოდა, გამთენიისას ბრუნდებოდა. ერთ დილით, სახლში ქმარს ტელეფონი დარჩა და მესიჯო მოუვიდა. სადაც გოგო სთხოვდა საღამოს ისევ მასთან მისულიყო. მეხის გავარდნას გავდა ის წერილი ცოლისთვის, მაგრამ გაჩუმება არჩია და გადაწყვიტა, ქმრის გარეშე მოეგვარებინა ეს ყველაფერი. ყველა ღონე იხმარა და გაიგო იმ გოგოს მამის ვინაობა. დაუკავშირდა და მოუყვა რაც ხდებოდა. ამის შემდეგ ყველაფერი ჩევულ რითმში ჩადგა. სამსახურშიც და სახლში. სამწუხაროდ დიდიხანს არ გაგრძელდა ქმრის ჩვეულ რითმში ჩადგომა. ცოლს გამოუცხადა ევროპაში უნდა წავიდე, აქ ყველაფერი უკან მიდის, წავალ ვიმუშავებ და უკეთესად ვიცხოვრებთო. წინააღმდეგი წავიდა ცოლი. ბოლოს კი აღმოჩნდა ისევ ის გოგო უკვე ევროპაში ეპატიჟებოდა. ვერ შეძლო ცოლმა ეს უპასუხოდ დაეტოვებინა როგორც ადრე და ქმარს სახლიდან წასვლა მოსთხოვა. სახლიდან თუ გამადგებ წავალ და თავს მოვიკლავო, მიუგო ქმარმა და გაიქცა. ცოლი დაედევნა და სახლში დააბრუნა. ქმარი ცდილობდა მისი დანაშაული როგორმე გამოესწორებინა და ყველაფერს აკეთებდი იმისთვის ცოლი და შვლები კმაყოფილი და ბედნიერები ჰყოლიდა. თურმე ქმარი ისევ ახალმა თავგადასავლმა გაიტაცა, უკვე ქმრიან ქალთან. ესეც არ დარჩა ცოლს გაურკვეველი და დაურეკა იმ ქალს. ქალმა აკანკალებული ხმით უთხრა: ნუ გაგებინებ ჩემს ქმარს და საერთოდ გავქრებიო. ცოლს გაეცინა მე ოჯახს მინგრევდი და ახლა შენსას უნდა გაუფრთხილდე რომ არ დაგენგრესო. კარგი იყოს ეგრე. და ისიც გაქრა. ქმარი გაოცებული რჩებოდა, საიდან და როგორ ახერხებდა მისი ცოლი, ყველა იმ ქალის პოვნას ვისთანაც მიდიოდა. სამსახურიდა სახლში ბრუნდებოდნენ, შვილები ზაფხულის არდადეგების გამო ბებია ბაბუასთან ისვენებდა. მანქანაში ისხდნენ და საუბრობდნენ: -მინდა ამ ქვეყნად ჩემ შვილებს საუკეთესო მამა ჰყავდეს, ეცადე ასეთი იყო, მეც დავიღლები შენი დევნით და ყველაფერს დაკარგავ, არაფერი დაგრჩება ბოლოს. არც სახლი, არც მანქანა, არც სამსახურლი, ცოლშვილი კი უცხო იქნება შენთვის, ჯობს გონს მოეგო და იყავი ის რაც ჩვენ გვინდა თორე დაიღუპბი. მინდა წარმატებას მიაღწიო და მეამაყებოდეს რომ შენი ცოლი ვარ. ქმრისთვის ეს სიტყვები არაფერის მთქმელი აღმოჩნდა. ისევ გამოჩნდა სხვა ქალი მის ცხოვრებაში. ცოლი მალავდა ყველაფერს, რასაც ქმარი აკეთებდა, იდიალურად გამოიყურებოდა ოჯახი გარეგნულად. ფიქრობდა: იქნებ თვითონ მოეგოს გონზეო, მაგრამ ეს უფრო დამღუპველი არმოჩნდა. ბოლოს ისიც გაირკვა, სადაც ცხოვობდნენ ის სახლი გაეყიდა ქალის გამო. ისევ დაელეპარაკა: სთხოვა სოფელში წასულიყვნენ და იქ ეცხოვრთ, რადგან უკვე ქალაქის სახლი გაყიდული იყო. ქმარი დროს მოითხოვდა, ეს დრო არ სრულდებოდა. ბოლოს დედამ დაისვა შვილები და აუხსნა ყველაფერი. ისიც უთხრა მე უნდა წავიდე და თუ რომელიმეს ჩემს გვერდით გინდათ ყოფნა წამოდითო. ბავშვები უსიტყვოდ დაემორჩილნენ დედას. გამთენიისას დაბრუნებილ ქმარს, სახლის კარი არავინ გაუღო. ერთი წელი იცხოვრა ახლობელთან ოჯახში, მშობლებთან არ წავიდა ა სურდა ვინმეს გაეგო მისი ოჯახის დანგრევის შესახებ. ქმრის მშობლები სთხოვდა, მათთან წასულიყო მაგრამ უარი უთხრა. ცოლმა გადაწყვიტა თავისი ცხოვრება შეეცვალა და თვითონ გამხდარიყო წარმატებული, ასეც აკეთებდა ნელ- ნელა ნაბიჯ- ნაბიჯ წინ მიიწევდა. ქმარმა მოისურვანოჯახს დაბრუნებოდა და ცოლმაც ისევ ისე მიიღო, მაგრამ ბედის ირონია, ქმარმა ვერ აიტანა ცოლის წარმატება და ეჭვები გაუჩნდა, ხან რა ცილს სწამებდა ხან რას, გაუსაძლისი იყო უკვე მასთან ურთიერთობა. კამათი ჩხუბში გადასდიოდათ. არაფრის დაჯერება და ახსნა არ სურდა ქმარს. ცოლმა ბოლო სიტყვა უთხრა ქმარს: მე მინდოდა შენ წარმატებული კაცი ყოფილიყავი და პირიქით უკან წაიყვანე შენი ცხოვრებაო, ახლა მე მადროვე ვიცხოვრო ისე როგორც მსურსო. ---არა მე არ მჭირდება წარმატებული ცოლი!!! უპასუხა ყვირილით. ----ცოლს გაეღომა. ბედის ირონია, მე რამდენი ვიბრძოლე შენ რომ კარგი ყოფილიყავი, ყველაფერი წყალში ჩამიყარე. შენ კი ჩემი კარგად ყოფნა გწყინს, მე ვერ ვიქნები შენთან, ნახვამდის. ამის შემდეგ, ქმარს სამუდამოდ დაემშვიდობა, ცხოვრება განაგრძო ისე რომ მისი შვილებისთვის სამაგალითო დედა ყოფილიყო

1
127
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
127
  
2018, 28 დეკემბერი, 22:54
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1