სხვა როგორი არის ნამდვილი ევროპული ციხე 2019, 10 იანვარი, 10:43 ჰალდენ ფენგსელის ციხე, რომელიც ნორვეგიაში ქ. ჰალდენის (ნორ. Halden) მახლობლად ტყის მასივში მდებარეობს, ნამდვილი სამოთხეა პატიმრებისთვის. ციხის სახელში ფენგსელი რომ არ იყოს, რაც ნორვეგიულად ციხეს ნიშნავს, ეს ობიექტი მნახველს სასტუმრო-სანატორიუმი ეგონებოდა. ციხეში არის ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტ-დარბაზი, სარბენი ბილიკები და კოტეჯები პატიმართან პაემანზე მისული ოჯახის წევრებთან შეხვედრებისთვის – ინფორმაციას ჟურნალი Time-ი ავრცელებს. «ბევრი ამერიკული ციხისგან განსხვავებით, ჰაერში არ იგრძნობა ოფლის და შარდის სუნი. უფრო პირიქით, – სამზარეულოდან, სადაც პატიმრებს კულინარიას ასწავლიან, ფორთოხლის შერბეთის სუნი მოდის», – აღნიშნავს სტატიის ავტორი უილიამ ლი ადამსი. ციხის გაფორმებაზე და განათებაზე 1 მლნ. დოლარამდე დაიხარჯა და ეს ყველაფერი პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოხდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციხეში არსებობს ხმის ჩამწერი სტუდია და მუსიკის წრე, რომელსაც დაინტერესებული სასჯელმისჯილები ესწრებიან, მაგრამ მათ იქ პატიმრებად არავინ მოიხსენიებს, – მასწავლებლისთვის ისინი მხოლოდ მოსწავლეები არიან. ციხის პროექტირებისას, არქიტექტორებმა შეინარჩუნეს ხეები მის ტერიტორიაზე, რომ ციხის კედლები ბუნებრივად ყოფილიყო შენიღბული და პატიმრებს თავი გარე სამყაროსგან იზოლირებულად არ ეგრძნოთ. ციხის ექსტერიერის ყველა დეტალი ყავისფერ ტონებში შეღებეს, რომ ტყის ფონზე შეუმჩნეველი იყოს. გარდა ამისა, პატიმრებისთვის პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, ციხის ეზოში სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაშების კუთხეებია მოწყობილი. ციხის ფანჯრებზე არ არის გისოსები, ხოლო საკანი ისეა მოწყობილი, როგორც სასტუმროს ნომერი: არის სამუშაო ზონა, კომფორტული საწოლი და პლაზმური ტელევიზორი. ციხის შენობაში არის სპორტ-დარბაზში და ნებისმიერს შეუძლია ივარჯიშოს, ითამაშოს ფრენბურთი. დარბაზში არის ალპინიზმის მოყვარულებისთვის სავარჯიშო კედელიც. თუმცა, როგორც ამბობენ, ჯერ-ჯერობით, მასზე ასვლის სურვილი არც ერთ პატიმარს არ გამოუხატავს. ციხის მცველები ამ ქვეყანაში, ოფიცერთა აკადემიაში, 2 წლიან მოსამზადებელ კურსს გადიან და დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ, თავიანთი ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით. ციხის პერსონალსა და პატიმრებს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობაა არსებობს — ისინი ერთად სადილობენ და ვარჯიშობენ. გარდა ამისა, კოლონიაში დასაქმებული პოლიციელების თითქმის ნახევარი მსუბუქი სქესის წარმომადგენელია და ეს იმ ფონზე, რომ ჰალდენში სასჯელს მოძალადეები და მკვლელები იხდიან. ნორვეგიაში პატიმრები თავისუფლებას კარგავენ და არა მკურნალობის უფლებას. ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში მათ საათობით ლოდინი არ უწევთ, რადგან ციხეში არის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი პატარა საავადმყოფო და სტომატოლოგიური კაბინეტი. ციხეში ცხოვრების და ერთფეროვანი დღეების გასახალისებლად, ციხის ტერიტორიაზე სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობის ცენტრია გახსნილი. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:* მოხუცი ქალის ჩვენების შემდეგ, მოსამართლე პროკურორს და ადვოკატს ელექტრო სკამით დაემუქრა * ჰოლანდიამ პატიმრების «იმპორტი» დაიწყო * ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც 6 წლის ბავშვი იყო 287 2-ს მოსწონს
|