x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
როგორი არის ნამდვილი ევროპული ციხე
image



ჰალდენ ფენგსელის ციხე, რომელიც ნორვეგიაში ქ. ჰალდენის (ნორ. Halden) მახლობლად ტყის მასივში მდებარეობს, ნამდვილი სამოთხეა პატიმრებისთვის. ციხის სახელში ფენგსელი რომ არ იყოს, რაც ნორვეგიულად ციხეს ნიშნავს, ეს ობიექტი მნახველს სასტუმრო-სანატორიუმი ეგონებოდა. ციხეში არის ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტ-დარბაზი, სარბენი ბილიკები და კოტეჯები პატიმართან პაემანზე მისული ოჯახის წევრებთან შეხვედრებისთვის – ინფორმაციას ჟურნალი Time-ი ავრცელებს. «ბევრი ამერიკული ციხისგან განსხვავებით, ჰაერში არ იგრძნობა ოფლის და შარდის სუნი. უფრო პირიქით, – სამზარეულოდან, სადაც პატიმრებს კულინარიას ასწავლიან, ფორთოხლის შერბეთის სუნი მოდის», – აღნიშნავს სტატიის ავტორი უილიამ ლი ადამსი.



image

ციხის გაფორმებაზე და განათებაზე 1 მლნ. დოლარამდე დაიხარჯა და ეს ყველაფერი პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოხდა.



image



ქვეყანაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა, მკვლელობის შემთხვევაშიც კი – 21 წელია. ციხის შემდეგ ადამიანი საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს და ყოფილი პატიმარი ახალი ცხოვრების დასაწყებად მზად უნდა იყოს. ამიტომ, ციხის პირობები მაქსიმალურად არის დაახლოებული იმ პირობებთან, რაც ციხის კედლების გარეთ არის.



image



ციხის დაცვა დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ორგანიზებას უკეთებს პატიმრების დასვენების პროცესს. ეს მხოლოდ პატიმრების რაიმე საქმით დაკავების მცდელობა კი არა, ციხის სტრატეგიის ნაწილია: პატიმრების ყურადღების გადატანა მათთვის საინტერესო სფეროებზე ხდება. შედეგად, ისინი მშვიდად არიან და აგრესიის ერთმანეთისადმი ან ციხის პერსონალისადმი გამოხატვის მიზეზი არა აქვთ.




image



როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციხეში არსებობს ხმის ჩამწერი სტუდია და მუსიკის წრე, რომელსაც დაინტერესებული სასჯელმისჯილები ესწრებიან, მაგრამ მათ იქ პატიმრებად არავინ მოიხსენიებს, – მასწავლებლისთვის ისინი მხოლოდ მოსწავლეები არიან.



image



ციხის პროექტირებისას, არქიტექტორებმა შეინარჩუნეს ხეები მის ტერიტორიაზე, რომ ციხის კედლები ბუნებრივად ყოფილიყო შენიღბული და პატიმრებს თავი გარე სამყაროსგან იზოლირებულად არ ეგრძნოთ.



image



ციხის ექსტერიერის ყველა დეტალი ყავისფერ ტონებში შეღებეს, რომ ტყის ფონზე შეუმჩნეველი იყოს. გარდა ამისა, პატიმრებისთვის პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, ციხის ეზოში სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაშების კუთხეებია მოწყობილი.



image


ციხის ფანჯრებზე არ არის გისოსები, ხოლო საკანი ისეა მოწყობილი, როგორც სასტუმროს ნომერი: არის სამუშაო ზონა, კომფორტული საწოლი და პლაზმური ტელევიზორი.

ციხის შენობაში არის სპორტ-დარბაზში და ნებისმიერს შეუძლია ივარჯიშოს, ითამაშოს ფრენბურთი. დარბაზში არის ალპინიზმის მოყვარულებისთვის სავარჯიშო კედელიც. თუმცა, როგორც ამბობენ, ჯერ-ჯერობით, მასზე ასვლის სურვილი არც ერთ პატიმარს არ გამოუხატავს.



image



ციხის მცველები ამ ქვეყანაში, ოფიცერთა აკადემიაში, 2 წლიან მოსამზადებელ კურსს გადიან და დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ, თავიანთი ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით.



image



ციხის პერსონალსა და პატიმრებს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობაა არსებობს — ისინი ერთად სადილობენ და ვარჯიშობენ. გარდა ამისა, კოლონიაში დასაქმებული პოლიციელების თითქმის ნახევარი მსუბუქი სქესის წარმომადგენელია და ეს იმ ფონზე, რომ ჰალდენში სასჯელს მოძალადეები და მკვლელები იხდიან.



image



ნორვეგიაში პატიმრები თავისუფლებას კარგავენ და არა მკურნალობის უფლებას. ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში მათ საათობით ლოდინი არ უწევთ, რადგან ციხეში არის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი პატარა საავადმყოფო და სტომატოლოგიური კაბინეტი.



image



ციხეში ცხოვრების და ერთფეროვანი დღეების გასახალისებლად, ციხის ტერიტორიაზე სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობის ცენტრია გახსნილი.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

* მოხუცი ქალის ჩვენების შემდეგ, მოსამართლე პროკურორს და ადვოკატს ელექტრო სკამით დაემუქრა
* ჰოლანდიამ პატიმრების «იმპორტი» დაიწყო

* ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც 6 წლის ბავშვი იყო


0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0