x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
2018 წლის 10 გამოგონება, რომელთა შესახებ ფანტასტიკურ წიგნებში წაგიკითხავთ
image

ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი უკვე გამოგონილია და ძნელია კაცობრიობა რამით გააკვირვო, მაგრამ გამომგონებლები საწინააღმდეგოს ფიქრობენ და ამას თავისი გამოგონებებით ამტკიცებენ კიდეც. მათგან 10 საუკეთესოს წარმოგიდგენთ:


1.რეკლამისგან დამცავი სათვალე

imageრეკლამები ბევრ ადამიანს აღიზიანებს და მათგან დამალვა ცოტა რთულიცაა. სად აღარ შეხვდებით რეკლამებს:ქუჩაში, მაღაზიებში და სახლში, საყვარელი სერიალის შუაში.


ივენ ქეშმა და სკოტ ბლიუმ შექმნეს სპეციალური სათვალე IRL Glasses, რომლებიც ფილტრის პრინციპით მოქმედებენ:ლინზებზე სპეციალური პოლარიზებული საფარველია, რომელიც ეკრანის გამოსხივებასაც ბლოკავს. მათი გამოყენება ნებისმიერ ეკრანთან შეგიძლიათ გარდა სმარტფონისა და OLED-მატრიცისა. თუმცა, შემქმნელები ამის გამოსწორებასაც გვპირდებიან. სათვალე გაყიდვაში 2019 წლის აპრილიდან იქნება და სავარაუდოდ 49$ ეღირება.


2.მოწყობილობა, რომელიც საჭირო ნივთს გაპოვნინებთ

imageმნიშველოვანი ნივთის დაკარგვისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, ამჯერად შეგიძლიათ მშვიდად იყოთ:მოწყობილობა Tile Mate საჭირო ნივთს გაპოვნინებთ.ესაა პორტატული Bluetooth-გადამცემი, რომელიც ადვილად მაგრდება ნებისმიერ ნივთზე და სმარტფონს ან კომპიუტერს Bluetooth-ით უკავშირდება. სპეციალური პროგრამა კი ნივთზე დაწებებული გადამცემის სტატუსს აჩვენებს. როცა ბრელოკი კავშირზეა, მისი ხმოვანი სიგნალი ირთვება და ადვილად მიაგნებთ საჭირო ნივთს. მოწყობილობა უკვე გაყიდვაშია.


3.რობოტი-მხატვარი

imageScribit —ეს ინტერიერის გასაფორმებელი რობოტია. ის კედლებს ხატავს ნახევრადავტონომიურ რეჟიმში. თავად რობოტი მეტალის პატარა პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ორ ტროსზე ეკიდება და კედლის გასწვრივ მოძრაობს. დაკომპლექტებულია 4 სხვადასხვა ფერის მარკერით და საშლელით.

რობორტი სმარტფონიდან იმართება სპეციალური პროგრამით. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა მიუთითოს რისი დახატვა სურს და “ტილოს" მასშტაბი აირჩიოს, რათა Scribit -ი ფარგლებს არ გასცდეს.

მოწყობილობა ჯერ არაა გაყიდვაში. პუბლიკის წინაშე მისი გამოჩენა Salone del Mobile-ს გამოფენაზე იგეგმება მილანში, 2019 წლის 16 აპრილს.


4.სამაჯური-კონტროლიორი

imageMio Armband-ეს სამაჯურ-მანიპულატორია. შედგება რეზინის ღვედისგან, რომელიც გადამცემებს აკავებს. სამაჯური აფიქსირებს კუნთების იმპულსს და თქვენს მოძრაობას მანამდე აფიქსირებს, სანამ თქვენ მას შეასრულებთ.მისი დახმარებით შეგიძლიათ მართოთ კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი და ოპერაციაც კი ჩაატაროთ.

მოწყობილობა ადვილი გამოსაყენებელია და განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს.


5.სარკე ფიტნეს რეჟიმით

imageMirror-ეს კედლის ეკრანია ინტერაქტიული ფიტნეს -მწვრთნელის ფუნქციით. ის საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს ვარჯიშის ტრანსლაცია და უკუკავშირიც მიიღოთ მწვრთნელისგან. მოწყობილობა იდეალურია, რომ სახლში, ნებისმიერ დროს დაკავდეთ ფიტნესით.


6.ჭკვიანი ბაღი

imageSproutsio-ჭკვიანი ბაღია, რომელიც იდეალურ პირობებს ქმნის ბოსტნეულისა თუ მწვანილის გამოსაზრდელად. მოწყობილობა ავტომატურად არჩევს წყლის რაოდენობას, განათებას და საკვებ ნივთიერებებს.

პარამეტრები საშუალებას იძლევა ნაყოფის სიტკბოც შეცვალოთ.ამასთან, მოწყობილობა მცენარის ზრდას ასტიმულირებს.


7.სარკე, რომელიც თავის მოვლაში გვეხმარება

imageCareOS-სპეციალური სარკეა, რომელიც კანის მოვლის რჩევებს გაძლევთ სახის ამოცნობის ფუნქციით.ის ასევე საშუალებას იძლევა, რომ სელფი გადაიღოთ ან მუსიკას მოუსმინოთ. გამოგონების ძირითადი დეტალი კამერაა, რომელიც კანის მდგომარეობის შეფასებას ახდენს და მისი მოვლის რეკომენდაციებს იძლევა.


8.ნიღაბი-ფილტრი

imageნიღაბი Breaze ჰაერის გაფილტვრას ახდენს მყარი ნაწილაკებიდან ბაქტერიების ჩათვლით. მოწყობილობა არ უშლის ხელს მოძრაობაში, არ ტენიანდება და აქტუალურია მეგაპოლისების მაცხოვრებლებისათვის.


9.დრეკადი ტელევიზორი

imageკომპანია LG-ის OLED-ტელევიზორი მაქსიმალურად თხელია. დაახლოებით 2 კგ-ს იწონის და კედელზე მაგნიტების საშუალებით მაგრდება. ამ ტიპის ეკრანი გაცილებით ენერგოეფექტურია და ფერების მაღალი კონტრასტითაც გამოირჩევა.


10.კარის ჭკვიანი საკეტი

imageAugust Smart Lock-კარის ჭკვიანი საკეტია, რომელიც Bluetooth-ით იმართება სმარტფონიდან. მისი მეშვეობით შეგიძლიათ დისტანციურად გაუღოთ კარი ახლობლებს. გამოგონება უკვე გაყიდვაშია.




1
181
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
181
  
2018, 28 დეკემბერი, 22:56
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1