x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ეტიკეტის 7 საბაზისო წესი,რომელსაც რეგულარულად არღვევენ
image

ყოველ ეროვნებაში კარგი მანერების თავისებური გაგება აქვთ. მაგალითად, იაპონელები სახლში შესვლამდე ფეხსაცმელს იხდიან, ესკიმოსები მისალმების ნიშნად ცხვირებს უხახუნებენ ერთმანეთს და ა.შ. თუმცა, არსებობს ეტიკეტის საყოველთაოდ მიღებული წესები, რომელთა დაცვაც ყველგან მოგვეთხოვება.

ეს კი ის 7 წესია, რომელიც ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც დაურღვევია:

1. როგორ ვატაროთ ქალის ჩანთა


imageყოველ ქალს აქვს საყვარელი და გამორჩეული ჩანთა. ეს ის აქსესუარია, რომლის გარეშეც სახლიდან იშვიათად გავდივართ. არსებობს ჩანთის ტარებასთან დაკავშირებული ეტიკეტი, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს:

ა)ჩანთა ყოველთვის მარცხენა ხელში უნდა გეჭიროთ ან მარცხენა მხარზე გქონდეთ გადაკიდებული, რათა ნაცნობთან შეხვედრისას თუ ვინმეს გაცნობისას, ხელის ჩამორთმევის დროს უხერხულობა არ შეიქმნას.

ბ)მამაკაცმა არ უნდა ატაროს ქალის ჩანთა, მაშინაც კი, თუ თავისი მეორე ნახევარი ძალიან უყვარს. აი, მძიმე პარკებზე ეს წესი არ ვრცელდება.

გ)რესტორანში ნუ დადებთ ხელჩანთას იატაკზე ან მაგიდაზე, გამოიყენეთ სპეციალური კაუჭი ჩანთის მაგიდაზე დასამაგრებლად, ან სკამზე გადაკიდეთ.


2.სპორტდარბაზში

imageსპორტდარბაზი, რა თქმა უნდა, არც თეატრია და არც კინო. თუმცა, თავისი წესები მასაც აქვს, რომელიც უნდა დაიცვათ.

ა) თუ ჯგუფურ ვარჯიშზე დააგვიანეთ, ნუ ეცდებით თქვენს ჩვეულ ადგილზე გაძვრეთ, შეეცადეთ ყურადღება არ მიიქციოთ და უახლოეს თავისუფალ ადგილას დადგეთ.

ბ)როცა ტრენაჟორზე ვარჯიშს დაამთავრებთ, მოწყობილობა დატვირთვის მინიმალურ დონეზე დააყენეთ. ამ შემთხვევაში შემდეგი, ვინც ტრენაჟორს გამოიყენებს, ტრავმისგან დაზღვეული იქნება, რაც ძალიან ხშირად ხდება ამ მიზეზით.

გ) ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გაწმინდეთ თქვენი ოფლის ნაკვალევი ტრენაჟორიდან.


3. მოქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

imageიმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს საზოგადოებაში, აუცილებელია კორექტულად მოიქცეთ სხვებთან მიმართებაში.

ა)ადამიანების სამი ტიპი არსებობს: ის, ვინც ადრე მოდის, ის, ვინც დროზე მოდის და ის, ვინც აგვიანებს. თუ ბოლო ტიპს განეკუთვნებით, კინოსა თუ თეატრში დაგვიანების დროს, მოგიწევთ ხალხით სავსე რიგები გაიაროთ ადგილადმე მისაღწევად. გააკეთეთ ეს აუცილებლად სახით ადამიანებისკენ.

ბ)თუ პირველ ტიპს განეკუთვნებით, მაშინ მოგიწევთ ადამიანები თავისი ადგილებისკენ გადაუშვათ. აუცილებლად წამოდექით ფეხზე და ისე გაატარეთ ისინი.

გ)კინოში, თეატრსა თუ კონცერტზე მიუღებელია ტელეფონით სარგებლობა, კომენტარების კეთება და მეზობლებთან საუბრის გაბმა. ადამიანები ამ ადგილებს იმიტომ სტუმრობენ, რომ სცენაზე მომხდარით დატკბნენ და არა თქვენი საუბრები ისმინონ.

ემოციების გამოხატვა სპორტულ ღონისძიებებზე შეგიძლიათ, თუმცა, უხეში გამონათქვამები ამ შემთხვევაშიც დაუშვებელია. ეს თქვენს უზრდელობას უსვამს მხოლოდ ხაზს.


4. მიპატიჟებაზე პასუხი

არსებობს მოსაწვევის ორი ტიპი: პირველზე არის აღნიშვნა: მხოლოდ უარის შემთხვევაში, მეორეზე კი-«RSVP» -ანუ“ გთხოვთ, გვიპასუხოთ" (ფრანგ)

ა)თუ მოსაწვევს აწერია “მხოლოდ უარის შემთხვევაში", მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა უპასუხოთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ღონისძიებაზე ვერ წახვალთ. სხვა შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად გაგითვალისწინებენ სიაში.

ბ)თუ მოსაწვევზე აბრევიატურაა«RSVP» - ეს ნიშნავს, რომ უნდა დაუდასტუროთ გამომგზავნს, რომ აუცილებლად მიხვალთ. ზოგჯერ ასეთ მოსაწვევზე თარიღიცაა აღნიშნული, თუ როდემდე შეგიძლიათ პასუხი გაუგზავნოთ. ამგვარად, მასპინძელი გაიგებს სტუმრების რაოდენობას და ამის მიხედვით მოემზადება წვეულებისთვის.


5.სუფრასთან მოქცევა

imageკაფესა თუ რესტორანში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:

ა) ქსოვილის ხელსახოცების გამოყენება ერთი შეხედვით ადვილია, თუმცა რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ: თუ მაგიდიდან ცოტა ხნით დგებით, დატოვეთ ხელსახოცი სკამზე და არა მაგიდაზე. ტრაპეზის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ხელსახოცი მაგიდაზე დადოთ, მაგრამ არა თეფშზე. თუ თეფზე დადებთ, ეს ნიშანი იქნება ოფიციანტისთვის, რომ თქვენ უკვე მორჩითდა თქვენს თეფშს წაიღებენ.

ბ) თუ ხანმოკლე შესვენება გინდათ, დადეთ ჩანგალი თეფშზე. თუ დარწმუნებული არ ხართ, კერძისთვის რომელი ჩანგალია შესაფერისი, დაიწყეთ იმით, რომელიც ყველაზე შორსაა თეფშიდან.

გ)თუ სტუმრად ხართ მიწვეული და რაიმე პროდუქტზე ალერგია გაქვთ, ამის შესახებ სასურველია მასპინძელი წინასწარ ჩააყენოთ საქმის კურსში.


6.სამოსი განსაკუთრებული შემთხვევისთვის

imageშესაფერისად ჩაცმა არც ისე ადვილია. აი, რამოდენიმე სასარგებლო რჩევა:

ა)თავისუფალი სტილი-დასაშვებია პრაქტიკულად ყველა კომბინაცია. თუმცა ზედმეტი არ იქნება იმის გაგება, თუ სად ტარდება ღონიძიება და როგორ აპირებენ სხვები ჩაცმას.

ბ)არაფორმალური პარასკევი-ამ შემთხვევაში დასაშვებია ოფისისთვის ნაკლებად ოფიციალური სამოსის ტარება, თუმცა ნუ გადაამლაშებთ და შორტებით და ტოპით ნუ მიხვალთ სამსახურში.

გ)თავისუფალი საქმიანი სტილი-ჩაიცვით უბრალოდ და გემოვნებით. ძალიან თავისუფალ და ტანზე მომდგარ სამოსს ნუ შეარჩევთ.

დ)საქმიანი სტილი-იდეალურია პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ დახვეწილად გამოიყურებოდნენ და ბრწყინვალე კარიერისკენ ისწრაფვიან. კარგი ვარიანტია კოსტიუმი და შავი კლასიკური ფეხსაცმელი კაცებისთვის და ქვედაბოლო, ბლუზა და პიჯაკი ქალებისთვის.


7.ადამიანებთან ურთიერთობა

imageარსებობს ორი უბრალო წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ:

ა)რიგში დგომისას ნუ ილაპარაკებთ მობილურზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა გამყიდველი რამეს გეკითხებათ. ნუ აიძულებთ ადამიანებს თქვენს საუბარს უსმინონ.

ბ)თუ სტუმრად მიდიხართ და ძაღლის წაყვანას აპირებთ, წინასწარ გაარკვიეთ მასპინძელთან - შეიძლება თუ არა. და საერთოდ, შინაური ცხოველის წაყვანა სტუმრად თუ მაღაზიებში საყიდლებზე - მიზანშეწონილი არაა.



1
130
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
130
  
2018, 28 დეკემბერი, 22:52
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1