x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ბაია პატარაია:გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება - რამ გამოგათაყვანათ მთელი ერიო
image

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელით პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმურება, რის მიხედვითაც "დედა ენა" კანონის დონეზე ხელშეუხელები გახდება და ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს, ანუ ბავშვებმა სწორედ ამ წიგნით ისწავლონ.


"გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება - რამ გამოგათაყვანათ მთელი ერიო. დედა ენა იმ დროს საუკეთესო იმიტომ იყო, რომ ძალიან თანამედროვე და ახლებური იყო. დღეს ის დედაენა აღარც თანამედროვეა და აღარც ახლებური. ჩვენ კიდევ ვაკანონებთ, რომ წერა-კითხვა 21 საუკუნის ბავშვებმა 100 წლის წინანდელი წიგნით უნდა ისწავლონ. ეს არც გოგებაშვილის პატივისცემაა და არც სამშობლოს სიყვარული. ეს არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი.
აქვე ვიტყვი, რომ ბავშვების სახელმძღვანელოების უმეტესობა არის კატასტროფულად ცუდი. ამ წიგნებს წერს ხალხი, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები და არ მუშაობენ მათ განსანათლებლად. ისინი უბრალოდ ფულის საშოვნელად ადგენენ წიგნებს და არიან უნიჭოები. ამაზეც გული დასწყდებოდა იაკობს, რადგან მან ბავშვების სიყვარულით დაწერა მაშინ "დედა ენა".


დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ხელმისაწვდომია ლამის მთელი მსოფლიოს ცოდნა, ქართველები ისეთ სახელმძღვანელოებს წერენ, ბავშვს რომ სწავლა შესძულდება. მე ვკითხულობ ხოლმე ჩემი შვილის ისტორიის და ბუნების წიგნებს და ვუთანაგრძნობ, რომ ამ ბოდვის დამახსოვრებას სთხოვენ ბავშვს.



იმის ნაცვლად ხელისუფლება უკეთესი სახელმძღვანელოების დაწერას უწყობდეს ხელს, 100 წლის წინანდელ წიგნს სავალდებულოს ხდიან. საერთოდ, როგორ ვარსებობთ, არ ვიცი, შეცდომები, შეცდომები, შეცდომები, ფსევდო-პატრიოტიზმი და საკუთარი ხალხის არსიყვარულია გარშემო, პლუს საშინელი უგუნურობა და უტვინობა.


იაკობ გოგებაშვილის სულო, გვიშველე..."-წერს პატარაია.

image

1
423
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
423
  
2018, 30 დეკემბერი, 8:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1