x
image
გემი დალანდი
2019 წლის ჰოროსკოპი ლომებისთვის-კარიერა, ფინანსები,სიყვარული
ლომი-ერთერთი ყველაზე ძლიერი და გამოხატული ზოდიაქოს ნიშანია. მისი შემჩნევა ადვილია: მომხიბვლელი, ამაყი, თავდაჯერებული და დაუმორჩილებელი.

ლომის შეჩერება მიზნისკენ მიმავალ გზაზე-უბრალოდ შეუძლებელია და როგორც წესი, ამას არავინ ცდილობს. მრისხანების დროს ლომი-ადამიანები მართლაც რომ მტაცებელს ემსგავსებიან და მანამ არ მოისვენებენ, სანამ “მსხვერპლს" სათანადოდ არ გაუსწორდებიან.

ლომები ავანტურისტები და რისკიანები არიან. ეს, ერთის მხრივ საჭირო კონტაქტების მოზიდვაში ეხმარებათ და მეორეს მხრივ-ცხოვრებას ურთულებენ. რამდენ პრობლემას გადაჭრიდით, რომ არა თანდაყოლილი სიამაყე, თავდაჯერებულობა და მეტისმეტი გაბედულება.


ჰოროსკოპი ქალი-ლომებისთვის


imageიპოვო უფრო ერთგული ცოლი და მოსიყვარულე დედა-უბრალოდ ძალიან რთულია. ამასთან, სახლის საქმეები და აურზაური საერთოდ არ აისახება ქალი-ლომის გარეგნობასა თუ ხასიათზე. დამდეგი 2019 წელი ერთგვარი გამოწვევაა ლომებისთვის ოჯახურ საკითხში.

მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ თქვენი ყურადღება ყველას უნდა და უარის თქმა არ გამოგივათ. თავიდან ეს თქვენს თავმოყვარეობაზე დადებითად იმოქმედებს, მაგრამ თანდათან გაირკვევა, რომ ყველას ვერ აუხვალთ, რადგან ეს თქვენს ძალებს აღემატება.

უარის თქმა არ ღირს-ეს კამათს გამოიწვევს და თანაც შემდეგ თქვენი საქციელის შეგრცხვებათ. უბრალოდ, გახსოვდეთ, არ ღირს მთელი ქალაქის გავლა დაქალისთვის რომელიც შეყვარებულმა მიატოვა, საკმარისია სატელეფონო ზარიც.


კარიერა

imageწარმატება სამსახურში-2019 წლის მთავარი სიურპრიზია. მოულოდნელი დაწინაურება, პრემია... ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ გაგიმართლათ, მაგრამ ეს თქვენი შრომის დამსახურებაა. ღორის წელი ის პერიოდია, როცა თქვენი შრომის შედეგებს მოიმკით.

მთავარია, ბედნიერებისგან თავი არ დაკარგოთ და შრომა ძველი რიტმით განაგრძოთ. ნუ გაგიტაცებთ ძალაუფლება, შეინარჩუნეთ თავაზიანობა და მზრუნველობა. ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ წინსვლაში.


ფინანსები

imageფინანსები ამ წელს ნამდვილად გაგახარებენ. ვალებს დაემშვიდობებით, კრედიტს დაფარავთ და როგორც იქნა პლიუსებში გახვალთ ნულიდან. ფული შვებულებისთვისაც გეყოფათ და ვთქვათ, ახალი ტელევიზორის შესაძენადაც.

მთავარია გახსოვდეთ, თქვენ ფულის თვლა და ხარჯვა გიყვართ და არა მათი გადაყრა უაზრო შენაძენებში. დიდი ალბათობით, ცდუნების წინ აღმოჩნდებით, რომ თქვენი ფინანსების დემონსტრირება მოახდინოთ. გირჩევთ, ეს არ გააკეთოთთ და თუ საუბარი თქვენს შემოსავალზე ჩამოვარდა, თავაზიანად შეცვალეთ თემა. მოშურნეები ამ წელს ნამდვილად არ გჭირდებათ, ძვირფასო ლომებო.


სიყვარული

imageთუ კარიერასა და ფინანსებში ყველაფერი რიგზეა, სიყვარულში შესაძლოა პრობლემების წინ აღმოჩნდეთ. მეორე ნახევრებმა შესაძლოა უფრო მეტი ყურადღება მოგთხოვონ და ვერ გაიგონ, რომ ოფისი-თქვენი მეორე სახლია.

ვიღაცას შესაძლოა იმიტომ დაეძაბოს ურთიერთობა, რომ წარმატებების ფონზე თავისი ლომური უარყოფითი თვისებებიც გამოავლინონ. ეს ყველაფერი იმითაა საშიში, რომ 2019 წელს შეწყვეტილი ურთიერთობა შესაძლოა აღარ აღდგეს.

მარტოხელა ლომები პირიქით, ახალი აღმოჩენების ზღურბლზე აღმოჩნდებიან. ამ წელს სასიამოვნო ნაცნობობა გელით. რა გაეწყობა, დატკბით! გახსოვდეთ, ამ წელს თქვენს ბედს შეხვდებით და ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი. ეს ზაფხულის შუა პერიოდისთვის მოხდება. ხელი მაგრად ჩასჭიდეთ თქვენს ბედნიერებას.


ჯანმრთელობა

imageმოერიდეთ სტრესს და დატვირთვას სამსახურში. თქვენი პრობლემური ადგილებია: გული, ნერვული სისტემა, ხერხემალი და მსხვილი სისხლძარღვები. თქვენი პოტენციალი საშუალებას იძლევა ბევრი პრობლემა ფეხზე გადაიტანოთ, მაგრამ ამ წელს ეს არ დაუშვათ. უსიამოვნო სიმპტომების დროს მიმართეთ ექიმს და ყველა რეკომენდაცია შეასრულეთ.

დროა გადახედოთ თქვენს რაციონს და ცხოვრების წესსაც. შეეცადეთ მეტი იძინოთ და მორალურად დაისვენოთ სხვადასხვა საზრუნავისგან.



0
499
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0