x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვლადიმერ პუტინი:" საახალწლო საჩუქარი მთელი ერისთვის"-რუსეთმა უახლესი ზებგერითი სარაკეტო სისტემა წარადგინა
image

რუსეთში 26 დეკემბერს დატესტეს უახლესი ზებგერით სარაკეტო სისტემა “ავანგარდი”. იარაღი ურალის მთებში მდებარე დომბაროვკის ბაზიდან გაუშვეს კამჩატკის ნახევარკუნძულის მიმართულებით 6 000კმ-ის მანძილზე.


გამოცდას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, რუსეთს ახლა უკვე აქვს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი.

- ეს არის ნაციონალური მნიშვნელობის მოვლენა და ეროვნულ ინტერესებს სცილდება. ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი მსოფლიოში პირველად ჩვენთან გამოჩნდა და საიმედოდ უზრუნველვყოფს ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის დაცვას ათწლეულების განმავლობაში"-განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს არის"ბრწყინვალე საახალწლო საჩუქარი მთელი ერისთვის”.



რუსული უახლესი ზებგერითი რაკეტა 4-ჯერ უფრო სწრაფად დაფრინავს, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი Falcon -ი, მისი სიჩქარე 20 მახია, ანუ ბგერის სიჩქარეზე 20-ჯერ უფრო სწრაფია.

მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება კიდევ ერთი მეხუთე თაობის მძიმე საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტის РС-28 "Сармат- ტესტირება პლესეცკის კოსმოდრომზე.

2
789
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
789
  
2018, 27 დეკემბერი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 დეკემბერი, 14:42
რუსეთი ნელ-ნელა ჩრდ. კორეას ემსგავსება. იარაღის სიჩქარეს რა აზრი აქვს? თუ ომი დაიწყო და რაკეტების გამოყენებამდე მივიდა საქმე...
0 1 2