x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508435
კლერკსდორფის სფეროები - 3 მილიარდი წლის წინანდელი არტეფაქტები სამხრეთ აფრიკიდან
კლერკსდორფის სფეროები - 3 მილიარდი წლის წინანდელი არტეფაქტები სამხრეთ აფრიკიდან

კლერკსდორფის სფეროები არის მცირე ზომის სფეროსებრი ან დისკოს ფორმის ფორმაციები, რომლებიც 3 მილიარდი წლის წინანდელი პიროფილიტის დეპოზიტებიდან ამოღებული ნამარხი ფორმებია. ისინი ნაპოვნი იქნა მაღაროელების მიერ ოტოსდალში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ისინი პოვნისთანავე მიჩნეული იყო ბევრი უფოლოგის და ალტერნატიული მეცნიერის მიერ, როგორც შესაძლო არტეფაქტები, რომლებიც დამზადებული იყო წინარე ცივილიზაციების ან უცხოპლანეტელების მიერ, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ეს ასე არ არის. ეს წარმონაქმნები არაა ხელოვნური პროცესის შედეგი, არამედ ბუნებრივი, ბაქტერიული ცხოველქმედების შედეგია, თუმცა მის ასაკზე არავინ დაობს, ისინი ნამდვილად 3 მილიარდი წლისაა. მინიმუმ 2.8 მილიარდი წლის. (იხ. წყარო)


კლერკსდორფის სფეროები - 3 მილიარდი წლის წინანდელი არტეფაქტები სამხრეთ აფრიკიდან


ასეთივე სფეროები იქნა ნაპოვნი ავსტრალიაში და მათი ასაკი არის 2.8 - 2.7 მილიარდი წელი. ისინიც წარმოქმნილია ბაქტერიების მეტაბოლიზმის შედეგად ბიოგენური ნალექების დიაგენეზისას. ასეთი სფეროებიდან კლეკსდორფის და ავსტრალიური ჰამერსლის ჯგუფის კონკრეციები უძველესია.



ავსტრალიური სფეროები


ასეთივე სფეროები იქნა აღმოჩენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ იუტას შტატის სამხრეთ ნაწილში. ისინი იწოდება როგორც "მოკუის მარმარილოები" ან "ნავახოს ქვიშაქვები" და მათი ასაკი 191 - 174 მილიონი წელია.


ყველაზე საეჭვო ფაქტორი, რაც ამ წარმონაქმნებთან დაკავშირებით არსებობდა, იყო ის, რომ მისი ხელოვნურობის მომხრეები აცხადებდნენ თითქოს ამ სფეროების გარშემო შემოვლებული წრეები არ იყო უსწორმასწორო და სპეციალური იარაღით იყო გაკეთებული. ასევე აცხადებდნენ, რომ მათი შემადგენლობა იმდენად მყარი იყო, რომ მას ვერ ჭრიდა ფოლადიც კი და რომ მოჰის სიმკვრივის შკალაზე ის უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ფოლადი. კვლევამ კი დაადგინა, რომ არცერთი ამ სფეროებიდან, არ არის იმაზე უფრო მყარი, ვიდრე მოჰის შკალაზე 5.0. ეს მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი მინის სიმყარე მოჰის შკალაზე არის 5.5. წრეები კი, რომელიც ამ სფეროების გარშემოა შემოვლებული ავლენს საკმაოდ შესამჩნევ უსწორმასწორობას.



ასევე დაგაინტერესებთ:

1) ანტიკათერას მექანიზმი - 21 საუკუნის წინანდელი ბერძნული საოცრება

2) აბიდოსის ტაძრის დიდი საიდუმლო

3) უძველესი "ქართველი" გიგანტები

4) შუმერები ამერიკაში?

5) ურალის მთებში აღმოჩენილი უძველესი ნანოსტრუქტურები



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
216
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
216
  
2018, 27 დეკემბერი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1