x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანული სანაპირო დაცვის ბუნკერები და შეიარაღება ნორვეგიაში მეორე მსოფლიო ომის დროს

image მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულმა სამხედრო მრეწველობამ თუ რა სიმაღლეებს მიაღწია, ბევრისთვის ცნობილია, იმდენი დაწერილა და იმდენი დოკუმენტური ფილმია ამ თემაზე გადაღებული.
მე სამხედრო ექსპერტი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ იმდენად კი ვარ ჩახედული სამხედრო სფეროში, ჩემი აზრი დავაფიქსირო: გერმანიას, 2-3 წელი რომ არ დაეწყო ომი, მისი სამხედრო მრეწველობა ისეთ ტექნოლოგიებს შექმნიდა და გამოიყენებდა, რასაც იმ პერიოდისათვის მსოფლიოში ანალოგი არ ექნებოდა და გერმანიაც გარკვეულწილად ბევრად ეფექტურ წარმატებას მიაღწევდა საბჭოთა კავშირთან ომში.
არავისთვის არაა ასევე საიდუმლო, თუ რამდენი ჯერ კიდევ განუხორციელებელი პროექტი და ტექნოლოგიური ნახაზები წამოიღეს გერმანიიდან საბჭოთა დაზვერვამ და მისი მოკავშირეების სპეცსამსახურებმა.
მთელი სამხედრო დანიშნულების ქარხნები იქნა დაშლილი და სსრკ-ში წამოღებული, არაფერს ვამბობ კალაშნიკოვის ავტომატის ნამდვილ შემქმნელზე.
თუ რამდენად ძლიერი იყო გერმანული სამხედრო მრეწველობა ამ სტატიაში მოყვანილი მასალაც ცხადჰყოფს და სტატიის ბოლოს დადებული სურათებიც დაგარწმუნებთ.
ამ სტატიაში საუბარი მექნება ნორვეგიაში, გერმანულ სანაპირო დაცვის ბუნკერების ქსელზე სკაგგერაკის სრუტესთან მიოვიკის დასახლებაში.
საარტილერიო ბატარეების ძირითად ძალას წარმოადგენდა 380 მილიმეტრიანი ქვემეხები. თავდაცვითი ობიექტის მშენებლობა დაიწყო 1941 წელს და მის მშენებლობაზე მუშაობდა 1400-სი ადამიანი.
1942 წლის მარტში დაამონტაჟეს №2 და 3 ქვემეხები, ხოლო №4 ქვემეხი კი 1944 წელს. ნომერ პირველი ქვემეხი კი ტრანსპორტირებისას ჩაიძირა გემ "პორტო ალეგრესთან" ერთად. ბუნკერის ზომები და მისი აღჭურვილობა ნამდვილად გაგაოცებთ, რკინაბეტონის კედლების სისქე 3, 5 მეტრია, ხოლო ბუნკერის რკინაბეტონის გადახურის სისქე კი 4, 4 მეტრს შეადგენს. სადღეისოდ შემორჩენილია მხოლოდ ქვემეხი № 2 და ბუნკერი პოზიციით № 1-თი.
ბუნკერებს ელექტროენერგიით ამარაგებდა მძლავრი გენერატორები, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ასევე გამოიყენებოდა ქვემეხების სწრაფად მოსატრიალებლად, ასევე მძლავრი ელექტროძრავების მეშვეობით.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










































2
358
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
358
  
2019, 3 აპრილი, 4:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 დეკემბერი, 2:04
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 2