x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ცუნამი ვაშინგტონისთვის - რუსეთში მოიფიქრეს, როგორ უნდა ჩაძირონ ამერიკა
image
სამხედრო-სამრეწველო კურიერის გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა ჩაიძიროს შეერთებული შტატები. მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ თერმობირთვული მუხტის დახმარებით ოკეანეზე მოხდება ვულკანური ამოფრქვევის პროვოცირება. მეწყერი, ავტორის აზრით, ამერიკის სანაპიროზე გამოიწვევს ცუნამს. სტატია იყო ერთ-ერთი პუბლიკაციის საპასუხოდ, თუ როგორ უნდა განადგურდეს შეერთებული შტატები იელოუსტოუნის ვულკანის დახმარებით.

რუსეთმა მოიფიქრა მეთოდი, როგორ ჩაძიროს ამერიკის ჩრდილოეთით აღმოსავლეთი სანაპირო. ჟურნალ "სამხედრო საწარმოო კურიერში" გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით - "ცუნამის სამიზნე ვაშინგტონი", სადაც აღწერილია გოლფსტრიმის ნაკადის მიმართულების შეცვლით როგორ უნდა მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატების დატბორვა.image

გამოცემის ავტორი ჩორო თუკემბაევი თერმობირთვული მუხტის დახმარებით ვულკანის და შემდგომ ცუნამის პროვოცირებაზე საუბრობს.

" მუხტის შედეგად მომხდარი მეწყერი გამოიწვევს წყლის ზეწოლას ირმინგერის ზღვის აუზში ლაბრადორის შელფზე, სადაც სიღრმე 300 მეტრია, კანიონში კი ორ კილომეტრზე მეტია. ამდენად, სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით მივიღებთ უზარმაზარ ტალღებს." - წერს სტატიის ავტორი, ჩორო თუკემბაევი.


აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ტალღის მანძილი დამოკიდებულია ზეწოლაზე. გარდა ამისა, ავტორი გთავაზობთ ატომური უპილოტო თვითმფრინავის "პოსეიდონის" გამოყენებას ცუნამის რადიოაქტიური ეფექტებით გაძლიერებისთვის.

სტატია იყო გამოძახილი გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, კონსტანტინე სივკოვის პუბლიკაციაზე. 24 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გარანტირებული აქვს განადგურება, თუ ქვეყნის საშიშ გეოფიზიკურ ზონებზე განახორციელებენ ბირთვული რაკეტებით დარტყმას. მან ასევე, გამოთქვა მოსაზრება სამხედრო-სამრეწველო კურიერის სტატიაში.

ასეთ ზონებს შორის სივკოვი ასახელებს იელოუსტოუნის სუპერვულკანს, ასევე წყნარი ოკეანის ქანების ნარღვევს. ექსპერტი ამტკიცებს, რომ თუ მათ ბირთვულ დარტყმას მიაყენებენ, გარანტირებულია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს და როგორც მთელი ტრანსნაციონალური ელიტის განადგურება.

ასეთი იარაღის არსებობა აიძულებს მსოფლიოს ლიდერებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.

დღეისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეშინია, არა ხელოვნური ცუნამის, არამედ, რეალური რუსული იარაღის. ამ დღეებში ამერიკული პორტალი "We Are The Mighty-ი " წერდა, თუ როგორი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებზე რუსული წყალქვეშა ნავის დარტყმის შედეგები. რუსულ წყალქვეშა საკრუიზო რაკეტით აღჭურვილ წყალქვეშა ნავს "იური დოლგორუკი-ს" თეორიულად შეუძლია ათეულობით ამერიკული ქალაქი აღგაოს მიწის პირიდან.

16 ასეთ რაკეტას 9 ათასი კილომეტრის გადალახვა შეუძლია, ​​აქედან გამომდინარე, "იური დოლგორუკს" ნიუ-იორკზეც შეუძლია თავდასხმა განახორციელოს.

1
705
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
705
  
2018, 27 დეკემბერი, 22:32
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1