x
image
თორ ნიკე
Mediator image
დინოზავრები ბრუნდებიან?!
დინოზავრები ბრუნდებიან?!


მეცნიერთა ნაწილი დინოზავრების ერის დაბრუნებას არ გამორიცხავს. ახალი თეორია გლობალურ დათბობას უკავშირდება. სპეციალისტთა აზრით კლიმატურმა ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სრულიად ახალი სახეობების წარმოშობას და ასევე ქვეწარმავლების: ნიანგის, ხვლიკის და კუს სხეულის ზომის საგრძნობ ზრდას.


კალიფორნიის უნივერსისტეტის მკვლევარი - პატრისია ჰილარდი ამბობს, რომ თუ გლობალური დათბობა შეუქცევადი პროცესია და ის ვერ შეჩერდება, დედამიწას გიგანტური ქვეწარმავლების მორიგი შემოსევა ელის. მათი სხეულის ზომა კი კლიმატის ხასიათზეა დამოკიდებული.


კვლევის შედეგები ხვლიკის ერთ-ერთი სახეობის - Barbaturex morrisoni -ს (წვერიანი მორისონი) შესწავლას ეყრდნობა. სხეულის ზომის ზრდის გარდა, ის ხვლიკების სხვა სახეობათაგან არაფრით გამოირჩევა. რეპტილიის სიგრძე, რომელიც 40 მილიონი წლის წინ, პალეოგენურ პერიოდში ცხოვრობდა, 2 მეტრს აღწევდა. ამასთან, ძუძუმწოვრების თავბრუდამხვევი განვითარება მას არსებობაში სულაც არ უშლიდა ხელს.



barbaturex morrisoni


თუმცა პალეოგენური პერიოდი გაცილებით თბილი კლიმატით ხასიათდებოდა და ცივსისხლიანი რეპტილიებისთვის სულაც არ იყო აუცილებელი უზარმაზარი სხეულის ნორმალური არსებობისთვის საჭირო დიდი ენერგია საკვებიდან მიეღოთ.


ნებრასკას უნივერსიტეტის მკვლევარი - ჯეისონ ჰედი აღნიშნავს, რომ გარემოში, სადაც თბილი კლიმატია, ძუძუმწოვრები, რეპტილიებთან შედარებით საკუთარ უპირატესობას კარგავენ - ვინაიდან სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარი იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის. ამასთანავე, ცივსისხლიან ცხოველებს გაცილებით ნაკლები საკვები ესაჭიროებათ, რაც ცხელი კლიმატის სასტიკ პირობებში მათი გადარჩენის და ევოლუციური წარმატების შანსს საგრძნობლად ზრდის.



ასევე დაგაინტერესებთ: დინოზავრების დღემდე აღმოჩენილი ყველა სახეობა, რომელიც იწყება "A"-ზე


განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო - მომზადებულია GlobalScience-ის მიხედვით. ჟურნალი "ისტორიანი"


0
368
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0