x
image
ირაკლი შავიძე
ვარსკვლავური როლები, რომლებიც სხვა ვარსკვლავებს უნდა შეესრულებინათ
ნიკოლ კიდმანი ჯეინ სმიტის როლში

image
კიდმანმა უარი თქვა როლზე ფილმში „მისტერ და მისის სმიტები“. საქმე იმაშია, რომ 2005 წელს, როცა ამ ფილმს იღებდნენ, ნიკოლი უკვე დაკავებული იყო გადაღებებით ორ სხვა ფილმში: „ჯადოქარი“ („Bewitched) და „მთარგმნელი“ (The Interpreter) და უბრალოდ დრო ვერ გამონახა, ხოლო როცა ამის შესახებ ბრედ პიტმა გაიგო, მანაც კინაღამ უარი თქვა ფილმზე, თუმცა პროდიუსერებმა მალევე დაითანხმეს ანჯელინა ჯოლი ამ როლზე და შედეგად ჯოლისა და პიტის რომანი ფილმის შემდეგაც გაგრძელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კიდმანს ადრეც მოუწია სერიოზულ პროექტზე უარის თქმა, კონკრეტულად კი ფილმზე „შიშის ოთახი“, რადგანაც „მულენ რუჟის“ გადაღებების დროს ფეხის ტრავმა მიიღო. დევიდ ფინჩერი პროექტის დახურვასაც აპირებდა, მაგრამ ფილმი გადაარჩინა ჯოდი ფოსტერმა, რომელიცსულ რაღაც 9 დღეში მოემზადა როლისათვის.

ემილი ბრაუნინგი ბელას როლშიimage


„ბინდის“ საგამ სახელი და მილიონები მოუტანა კრისტენ სტიუარტს და რობერტ პატინსონს, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ბესტსელერის ავტორი, სტეფანი მაიერი, ბელას როლში მხოლოდ ემილი ბრაუნინგს ხედავდა, თუმცა თავად მსახიობმა როლზე უარი განაცხადა და დღემდე ამტკიცებს, რომ სულაც არ ნანობს ამას.

ემა უოტსონი ანასტეიშა სტილის როლში

image
"ჰარი პოტერის" ვარსკვლავმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ როლზე, სავარაუდოდ მას არ უნდოდა გაეფუჭებინა კარგი გოგონას იმიჯი. უნდა აღინიშნოს რომ მის შემდეგ ამ როლზე უარი განაცხადეს სხვა მსახიობებმაც: მილა კუნისმა, კრისტენ სტიუარტმა, კირა ნაიტლიმ, საბოლოოდ როლი მიიღო მელანი გრიფიტის შვილმა, დაკოტა ჯონსონმა.

დაგრი სკოტი და "X ადამიანები"

image
თავის დროზე მას უნდა ეთამაშა ლოგანის როლი “X ადამიანებში”, მაგრამ დაკავებული იყო გადაღებებით ფილმში “შეუსრულებელი მისია 2“, “X ადამიანების” გადამღები ჯგუფი მას ვერ დაელოდებოდა და როლი ჰიუ ჯეკმანს შესთავაზეს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ამ როლზე სხვა მსახიობის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია

გვინეთ პელთროუ და „ტიტანიკი“image

ჯეიმს კამერონი გვინეთის გარდა ვერავის ხედავდა როზას როლში, მაგრამ ის ვერაფრით დაითანხმა, გვინეთი როლს ზედმეტად ბანალურად თვლიდა, საბოლოოდ კი როლი კეიტ უინსლეტს ერგო.

მეგ რაიანი, მიშელ პფაიფერი, დერილ ჰანა, ჯენიფერ ჯეისონ ლი

ამ მსახიობებს აერთიანებთ ის, რომ უარი თქვეს ვივიენ უორდის როლზე ფილმში „ლამაზი ქალი“, ისინი ფილმს ქალის ღირსებების შემლახველად თვლიდნენ და არ უნდოდათ მეძავის როლის შესრულება. არადა ჯულია რობერტსს ეს როლი რომ არ შეხვედროდა, ვინ იცის, მისი ბრწყინვალე კარიერა შეიძლება სულ სხვაგვარად განვითარებულიყო.

შონ კონერი და ჰანიბალ ლექტერი

image
1990 წელს მან უარი განაცხადა კაციჭამია ფსიქიატრის როლზე, რომელიც შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშა ენტონი ჰოპკინსმა. შონ კონერიმ დაკარგა კიდევ ერთი შესანიშნავი როლი, მან არ ითამაშა გენდალფის როლი და ახსნა ეს იმით, რომ არ უყვარდა ფენტეზი და არ ჰქონდა წაკითხული ტოლკინი, შედეგად მრავალმილიონიანი ჰონორარი იან მაკელენს ერგო.

ჯეკ ნიკოლსონი და „ნათლია“

image
თავის დროზე მან უარი განაცხადა მაიკლ კორლეონეს როლზე, თუმცა მშვენივრად ხვდებოდა რაზეც ამბობდა უარს. თავისი გადაწყვეტილება მან ახსნა იმით, რომ ეს როლი იტალიელს უნდა ეთამაშა. შედეგად როლი ალ პაჩინოს ერგო, თუმცა ფილმის პროდიუსერები მას ამ როლისათვის არასაკმარისად ნიჭიერად თვლიდნენ.

ჯეკ ჯილენჰაალი, მეტ დეიმონი და „ავატარი“

ორივე ამ ვარსკვლავმა უარი თქვა ჯეიკ სალის როლზე, გადატვირთული გრაფიკის გამო, შედეგად როლი ნაკლებად ცნობილ სემ უორტინგტონს ერგო

ჯონ ტრავოლტა და „ფორესტ გამპი“

image
რთული წარმოსადგენია, ვის უნდა შეესრულებინა ფორესტ გამპის როლი, თუ არა ტომ ჰენქსს, მაგრამ მანამდე შეთავაზება ამ როლზე ჯონ ტრავოლტამ მიიღო, თუმცა „კრიმინალურ საკითხავში“ მონაწილეობის გამო მან როლზე უარი თქვა და მერე ძალიანაც ინანა, საბედნიეროდ მის შემდეგ იგივე შეცდომა ბილ მიურეიმ და ჩევი ჩეიზმაც დაუშვეს, რადგან, საკითხავია როგორი გამოვიდოდა ეს ფილმი ტომ ჰენქსის გარეშე.

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0