x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იაპონელი დიანა-საიდან იცის პრინცესა მასაკომ რუსული ენა?
image


იაპონიის პრინც ნარჰიტოს მეუღლეს პრესაში უწოდებენ იაპონიის დიანას. სინამდვილეში, მართლაც არსებობს ბევრი საერთო მასაკოსა და ლედი დის შორის. თუმცა, უელსის პრინცესაგან განსხვავებით, პრინცესა მასაკო ბრწყინვალედ ფლობს რუსულ ენას. საქმე იმაშია, რომ ბავშვობაში პრინცესა მოსკოვის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დადიოდა.

მომავალი პრინცესა მასაკო დაიბადა 1963 წელს ტოკიოში. გოგონას ოჯახი კეთილშობილ ოჯახს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მასაკოს მამა ცნობილი იყო არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ხისასი ოვადა დიპლომატი იყო და ერთი პერიოდი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებისას ოვადა იძულებული იყო რამდენიმე წელიწადი ეცხოვრა სხვადასხვა ქვეყანაში. მასთან ერთად იყვნენ მისი ცოლი და ქალიშვილი.

მასაკომ პირველი კლასი იაპონურ სკოლაში დაამთავრა, მაგრამ შემდეგ სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგ მასაკო მშობლებისგან დამოუკიდებელი გახდა. მან განათლება მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტში, შემდეგ გააგრძელა ჰარვარდში და ოქსფორდში. გოგონამ იცის ბევრი უცხო ენა:- ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და რუსულიც კი.


მასაკო ოვადამ მოსკოვში წელიწადზე მეტი გაატარა. სსრკ-ს დედაქალაქში "იაპონიის დიანას" დედას შეეძინა ტყუპები.

მათი თქმით, ვინც 1960-იანებში წლებში იმავე საბავშვო ბაღში დადიოდა მასაკოსთან, გოგონა ყოველთვის მხოლოდ იაპონურად საუბრობდა. არავის ახსოვს, რომ მას ესაუბრა რუსულ ენაზე. ის ფაქტი, რომ პრინცესამ ნამდვილად არ იცის კარგად რუსული ენა, დამტკიცდა მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ვიზიტით იყო იაპონიაში. მასაკომ რუსულ ენაზე მხოლოდ 2 სიტყვით ისაუბრა: "მადლობა" და "გთხოვთ" და ისიც უმოწყალოდ დამახინჯებით წარმოთქვა. ოფიციალურ დღესასწაულებში და ღონისძიებებზე იაპონელი დიანა მხოლოდ იღიმება.

0
272
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0